თანამედროვე სამყაროში, ოჯახის გაგება მუდმივად მერყეობს. ახალგაზრდები ახლა აღარ ჩქარობენ სერიოზული ურთიერთობების გაბმას, ხალხმრავალი საქორწილო ცერემონიები რაღაც უჩვეულოდ ითვლება, მშობლებისა და ბავშვების ურთიერთობა კი დაძაბულია და ქსელში ინაცვლებს. ჩვენთვის უფრო მოსახერხებელია თანამგზავრის გავლით დაკავშირება, მაშინაც კი, თუ მეზობელ ოთახებში ვიმყოფებით. ალბათ, ამიტომაც, სიყვარულის შესახებ იგავ-არაკი, დიდი ალბათობით, ბანალურად და არასერიოზულად მოგეჩვენებათ.
Paparazzi.ge-ის რედაქციამ გადაწყვიტა, დაგხმარებოდათ იმ ფასეულობების სათანადოდ გააზრებაში, რომლებიც, ჩვენი აზრით, თანდათან ქრება. სამყარო მეტამორფოზაში შევიდა და არავინ იცის, როგორი გახდება იგი ამ ცვლილებების შემდეგ. ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ ხომ, ეს იგავ-არაკი ადამიანთა უმეტესობას ააღელვებდა. მოხდება ასე ახლა? არამგონია.
იგავი სიყვარულის შესახებ
დღეს ცოტა თუ აკავშირებს ერთმანეთთან ოჯახსა და ღვთის რწმენას. პური ცალკე, მურაბა – ცალკე. ამავდროულად, ბევრი ადამიანისთვის ეს ცხოვრების საფუძველი და თვალსაჩინო გეგმაა. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ხომ უკვდავები არ ვართ და თითოეული ჩვენგანი, ასე თუ ისე, ფიქრობს იმაზე, თუ როგორ წარიმართება ცხოვრება. წინაპრების გამოცდილება ჩვენში აგრძელებს ცხოვრებას, იქნებ, არ ღირს მათზე უარის თქმა?
–“ერთი ანგელოზი საღამოს ლოცვებს აგროვებდა. იგი სახლიდან სახლში დაფრინავდა – სად ძალიან კარგ მოსავალს იღებდა, სადღაც მხოლოდ ერთ ნაძალადევ ლოცვას პოულობდა – თუმცა, ყოველთვის სტუმრობდა ოჯახს, რომელშიც ღღვთისადმი მიმართვა ყოველთვის მხურვალე და გულწრფელი იყო. ოჯახი დიდი არ იყო: მამა, დედა და 8 წლამდე ასაკის ბავშვი. ანგელოზი ყოველთვის შეიხედავდა მათთან, რამდენადაც იცოდა, რომ იქედან ყოველთვის ჰქონდა რაღაც წასაღები.
მათი სოფელი მდინარისპირა ტაფობზე იყო გაშენებული, ერთხელ კი საშინელება მოხდა: წყალი ადიდდა და ჯერ ფარეხები და სარდაფები, შემდეგ კი პირველი სართულები წალეკა. ოჯახის უფროსმა პირველმა შენიშნა წყალმოვარდნა, რომელმაც სწრაფადვე დაიწყო მისაღები ოთახის დატბორვა. მან დაუძახა ცოლსა და ვაჟს და ყველამ ერთად გადაინაცვლა სხვენზე, შემდეგ კი სახურავზე.
სამწუხაროდ, წყალი აგრძელებდა მატებას. როცა მან წელის სიმაღლეს მიაღწია, მამამ დედასა და ვაჟს უთხრა: “მხრებზე დამადექით, დაგიჭერთ, სანამ წყალი არ ჩადგება!”. დედამ ხელში აიყვანა შვილი და ქმარს მხრებზე დაადგა. 1 წუთში, მისი თავი წყლით დაიფარა. მაშინ ქალმა თქვა: “პატარავ, დამადექი მხრებზე და მე და მამაშენი დაგიჭერთ, სანამ წყალი არ ჩადგება!” და ბავშვი მხრებზე შეისვა!
როგორც კი ბიჭი გასწორდ, დედაც წყალმა დაფარა, თუმცა ბავშვი ისევ მტკიცედ ეჭირა. თუმცა, წყალი მაინც არ იკლებდა. მალე ბიჭიც წყალქვეშ მოხვდა, თუმცა დედას ისევ ეყრდნობოდა. ალბათ, ეს ისტორია სავალალოდ დასრულდებოდა, რომ არა ის ანგელოზი, რომელიც ამ ოჯახს ლოცვისთვის სტუმრობდა. როცა იმ ადგილას გადაიფრინა, სადაც მანამდე მისთვის ნაცნობი სახლი იდგა, უეცრად შენიშნა ბავშვის ხელი, რომელიც წყლიდან იყო ამოშვერილი.
მან ხელს მოქაჩა და ბიჭი წამოწია. შემდეგ დაინახა დედამისი, რომელიც ჯერ კიდევ მტკიცედ იჭერდა ბიჭს. ბოლოს გამოჩნდა მამაც, რომელსაც ბევრი წყალი ჩაეყლაპა, თუმცა, ისევ მტკიცედ იდგა ფეხზე, საყვარელი ადამიანების გადასარჩენად. ანგელოზმა ისინი წყალდიდობას გააშორა და უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა. ამ საღამოს, ანგელოზს ლოცვები არ წაუღია, სამაგიეროდ, ამ სამი ადამიანის სიყვარული მიიღო.”
ისინი ბედნიერად და უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს. ეს იმიტომ, რომ ერთმანეთს მტკიცედ ეჭიდებოდნენ. დიახ, ეს მხოლოდ ზღაპარია, იგავი, თუმცა, ნუთუ მასში სიმართლის მარცვალი არაა? მოდით, წარმოვიდგინოთ ეს ისტორია რეალურ ცხოვრებაში. რამდენად ხშირად ვეხმარებით ერთმანეთს და რამდენად მტკიცედ ვიჭერტ სხვებს, როცა ცხოვრებისეული პრობლემების მღვრიე წყალი უეცრად გარშემო ყველაფრის წალეკვას დაიწყებს?