ვის უმზადებს ხარის წელი მხურვალე პირად ცხოვრებასა და ნამდვილ სიყვარულს

3374

ხარი წლის საკმაოდ სერიოზულ მფარველად გვეჩვენება, თუმცა, ისიც შესანიშნავი მეოჯახეა, რომლისთვისაც სიყვარული და მზრუნველობა კარგადაა ნაცნობი. ამიტომ, 2021 წლისთვის სასიყვარულო პროგნოზი საკმაოდ შთამაგონებელია. ხარს მომარაგებული აქვს ბევრი სიყვარული, თავგადასავალი და ბედნიერება ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის. მზად ხართ, გაიგოთ, რა გელოდებათ?

Photo credit: Depositphotos

მაშინ, ახლავე დაიწყეთ Paparazzi.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებული სასიყვარულო პროგნოზის კითხვა. არ დაგავიწყდეთ მისი წაკითხვა მეორე ნახევრისთვისაც!

2021 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი

1. ვერძი

ვერძის ცხოვრებაში ხარი ბევრ სიახლეს შემოიტანს. მოკლედ, სასიყვარულო თავგადასავლებით სავსე წელი გელით. არსებობს ალბათობა იმისა, რომ წლის დასაწყისში გამოჩნდება ძველი ნაცნობი და მოინდომებს მივიწყებული რომანის განახლებას. თუმცა, არ მიეცეთ წარსულს, წინ მომავალი გელით! წლის ყველაზე მხურვალე პერიოდი ზაფხულში გექნებათ. თუ შანსს ხელიდან გაუშვებთ, არც სიცივეში იქნებით მარტო.

2. კურო

2021 წლის პროგნოზი ყველაზე ხელსაყრელი სწორედ ამ ნიშნისთვისაა. თუ უკვე გაქვთ ურთიერთობა, იგი აუცილებლად გაძლიერდება. ხოლო ის წარმომადგენლები, რომლებიც სიყვარულს ეძებენ, იპოვიან მას. მთავარი, რაც მომავალ წელს უნდა აითვისოთ, არის ის, რომ ურთიერთობაში კომპრომისზე წასვლა გარდაუვალია. დათმეთ სიჯიუტე და ეცადეთ, მოუსმინოთ პარტნიორს.

Photo credit: Depositphotos

3. ტყუპები

ამ ნიშნის წარმომადგენლებს პირად ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები ელით. 2021 წლის მფარველი რადიკალურ გავლენას მოახდენს ამ სფეროზე. შესაძლოა, განხეთქილება გადაიტანოთ. თუმცა, მხოლოდ შესაძლოა. აგრეთვე, შეიძლება, პარტნიორთან ერთად ურთიერთობის ახალ დონეზე გადახვიდეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ურთიერთობაში მნიშვნელოვანია გულახდილობა. განსაკუთრებით, საკუთარი თავის წინაშე.

4. კირჩხიბი

მარტოხელა კირჩხიბებო, ხარს თქვენთვის კარგი ამბავი აქვს! თუ საკუთარი პრობლემების გადაჭრაზე კონცენტრირდებით და წვრილმანები ყურადღებას არ გაგიფანტავთ, ცხოვრება მწყობრში ჩადგება. გიყვართ სხვების დახმარება, მაგრამ 2021 წელს საკუთარ თავს უნდა დაუთმოთ ყველაზე მეტი ყურადღება. აქციეთ საკუთარი თავი სამყაროს ცენტრად და თქვენი მეორე ნახევარი აუცილებლად გიპოვით. ამისთვის საუკეთესო პერიოდი გაზაფხული იქნება.

Photo credit: Depositphotos

5. ლომი

მომავალ წელს, ამ ნიშანს სასიყვარულო ფრონტზე გაუჭირდება. მოუწევს, ჩაეჭიდოს თავის სიყვარულს და დაამტკიცოს, რომ საუკეთესოა. გარშემო ვნებათა ღელვა იქნება, როგორც ყოველთვის. თუ სიტუაციიდან გამარჯვებული გამოხვალთ, ღირსეული ჯილდო გელით. როგორც არ უნდა იყოს, 2021 წელს არ მოიწყენთ. ზაფხული კი იდეალური დრო იქნება ცხელი ვნებებისთვის.

6. ქალწული

ხარმა ქალწულებს რაღაც განსაკუთრებული მოუმზადა. ვარსკვლავები ერთი ნახვით შეყვარებას წინასწარმეტყველებენ. ჩვეულებრივ, თქვენ არ გჯერათ ასეთი ელვისებრი რომანების, თუმცა, დროა, ნამდვილ სიყვარულს გაუღოთ გული. გაიხსენით და იყავით გულწრფელი – ყველაფერი გამოგივათ! იმ ქალწულებისთვის, რომლებიც უკვე ოჯახის უღლის ქვეშაა, მომავალი წელი მშვიდი იქნება. მთავარია, არ მოიწყინოთ.

Photo credit: Depositphotos

7. სასწორი

მეოჯახე სასწორი მიიღებს შესაძლებლობას, გაამტკიცოს თავისი ურთიერთობა. არსებობს იმის ალბათობა, რომ ბედს თქვენი გამოცდა მოუნდება, მზად იყავით დაშორებისთვისაც. თუ ამას გაუმკლავდებით, ურთიერთობა განმტკიცდება. შესაძლოა, სწორედ ეს წელი იქცეს საკვანძო წერტილად, რომელიც ურთიერთობას ახალ დონეზე გადაიყვანს. მთავარია, ეჭვიანობის საბაბი არ წარმოქმნათ.

8. მორიელი

მორიელთან ყველაფერი მშვიდად რომ იყოს, ნამდვილად მოიწყენს. სწორდ ამიტომ, 2021 წელი ვნებათა ქარიშხალს გპირდებათ. მეოჯახე მორიელი ურთიერთობის გარკვევისთვის უნდა მოემზადოს. გიყვართ, როცა ემოციები დუღს, მაგრამ იფიქრეთ იმაზე, თუ რამდენად კომფორტულად გრძნობს ასე თავს თქვენი მეორე ნახევარი. თუ მარტოხელა ხართ, უფრთხილდით ახალ კავშირებს – არსებობს იმის რისკი, რომ სასიყვარულო სამკუთხედში მოხვდებით.

Photo credit: Depositphotos

9. მშვილდოსანი

წლის დასაწყისში ძალიან საინტერესო ადამიანს შეხვდებით. თუ შანსს არ გაუშვებთ, მთელი წელი ბედნიერი იქნებით. ეს ის ადამიანია, რომელიც შეძლებს თქვენს გახვევას სიყვარულსა და ალერსში. ახალი რომანი თავბრუს დაგახვევთ, ფრთებს შეისხამთ და გაბედნიერდებით. თუმცა, ნუ გადაეშვებით ამ ურთიერთობაში თავით.

10. თხის რქა

მისთვის მომავალი წელი მარტივი არ იქნება, სიყვარულის თვალსაზრისით. დიდი ხანია, პარტნიორთან რთული საუბარი გელით. კარგი იქნება, თუ მას ახლავე გამართავთ. ნუ დამალავთ საკუთარ განცდებს, ყველაფერი პირდაპირ თქვით. რაღა თქმა უნდა, შეგიძლიათ, დაჯერდეთ იმას, რაც გაქვთ – თქვენი გადასაწყვეტია. თუ მარტოხელა თხის რქა ხართ, არ იჩქაროთ ახალი ურთიერთობის წამოწყება – პირველ რიგში, გაერკვიეთ საკუთარ თავში.

Photo credit: Depositphotos

11. მერწყული

მერწყულს პირად ცხოვრებაში ცვლილებები ელის. ერთი შეხედვით მტკიცე კავშირი საფრთხის ქვეშ შეიძლება დადგეს… ნუ მიეცემით სასოწარკვეთას, თუ ეს ურთიერთობა თქვენთვის ძვირფასია. შეიკავეთ ემოციები და კონფლიქტები რაციონალურად გადაწყვიტეთ. ვნებათა ღელვა შემოდგომისკენ ჩაცხრება. მაშინ დადგება უკან მოხედვისა და ყველაფრის გააზრების დრო.

12. თევზები

მისთვის ეს წელი რომანტიკული და სასიამოვნო იქნება. მოსალოდნელია ახალი რომანიც, რომელიც უამრავ ბედნიერ მომენტს მოგიტანთ. შეიძლება, იგი სერიოზულ ურთიერთობაშიც გადაიზარდოს. მთავარია, არ განიხილოთ პარტნიორი სხვებთან. სასიყვარულო ფრონტზე ყველა მარცხი და მოგება საიდუმლოდ შეინახეთ. მხოლოდ ასე მიიღებთ მშვიდობასა და ჰარმონიას.

Photo credit: Depositphotos

2021 წელი მდიდარი იქნება ახალი შეხვედრებით, ვნებიანი რომანებითა და რომანტიული თავგადასავლებით. თუ დიდი ხანია, ოჯახის შექმნაზე ფიქრობთ, ახლა სწორედ შესაფერისი დროა. ხარი ერთგული მეოჯახეა, რომელიც კეთილგანწყობილია იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც უკეთესობისკენ მიისწრაფვიან. არ გაუშვათ ხელიდან ეს შანსი. დაე, ამ წელს ბედმა გაგიღიმოთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს