როგორ გავწმინდოთ ჭურჭლის საშრობი, რომელიც ბოლოს გასულ ახალ წელს გარეცხეთ

574

ხისტი წყალი სახლში დიასახლისებს საყოფაცხოვრებო საქმეს უმატებს. საჭიროა ძვირადღირებული ფილტრების შეძენა და მათი რეგულარული გამოცვლა, ან კირის ნადების მოშორების უნარი. იგი ხომ ყველგან ჩნდება, სადაც წყალია: ონკნებზე, გაზქურებზე, ჭურჭლის საშრობის პადონზე. Paparazzi.ge-ის რედაქცია სიამოვნებით გაგიზიარებთ საწმენდი საშუალების უნივერსალურ რეცეპტს.

ზოგიერთი დიასახლისი გვირჩევს პადონის გახვევას კილიტაში, მისი წმენდა რომ არ გახდეს საჭირო. ნუ, კარგი ვარიანტია. თუმცა, როგორ მოვიქცეთ სახლის სხვა ნაწილებში? არსებობს იაფი საშუალება, რომელიც ამ პრობლემას წარმატებით ებრძვის. თანაც, სულ რამდენიმე წუთში, იგი ჩამორეცხავს ყველაფერს, რაც კირის ტყვეობაში მოხვდა.

Photo credit: Depositphotos

ლიმონმჟავა – ესაა უნივერსალური საწმენდი საშუალება, რომელიც უმკლდავდება კირს, მიმწვარ ცხიმსა და ჟანგს. სახლი კირისგან რომ გაწმინდოთ, გააზავეთ 5 ს.კ. ლიმონმჟავა ჩაიდანში და წამოადუღეთ. სხვთა შორის, ეს პირველი ნივთია, რომელსაც ლიმონმჟავა გაწმენდს.

Photo credit: Depositphotos

როცა ლიმონმჟავით რაღაცის გაწმენდას დააპირებთ, აუცილებლად გაიკეთეთ რეზინის ხელთათმანები და, სასურველია, დამცავი სათვალეები. კაფელი ამ ხსნარით რომ გაწმინდოთ, შეასხით ცხელი მჟავე წყალი ფილებს პულვერიზატორით და გააჩერეთ რამდენიმე წუთით. შემდეგ ჩამორეცხეთ წყლით.

Photo credit: Depositphotos

ჭურჭლის საშრობის პადონი რომ გარეცხოთ, დაასხით მას ლიმონმჟავიანი წყალი და გააჩერეთ 15 წუთით. შემდეგ გარეცხეთ იგი სუფთა წყლით. თუ პადონი პლასტმასისაა, წყალი უნდა გააგრილოთ და ისე მოასხათ. იგივე ეხება ქაშანაურის ნიჟარასა და უნიტაზს. არავითარ შემთხვევაში არ დაასხათ მათ მდუღარე წყალი!

Photo credit: Depositphotos

ონკანის გასაპრიალებლად, წაუსვით მათ ლიმონის წყალი ღრუბლით ან შხეფიანი ბოთლით. შემდეგ ჩამორეცხეთ წყლით. არ დაგავიწყდეთ ჩაიდნის ორჯერ სუფთა წყლით ადუღება ლიმონიანი წყლის შემდეგ,

Photo credit: Depositphotos

როგორც ხედავთ, ლიმონმჟავა ბიუჯეტური და ეფექტური საშუალებაა ნადებთან და ჭუჭყთან ბრძოლაში. გარდა ლიმონმჟავისა, კირს კარგად ებრძვის კოკა-კოლა და პეპსიც. ისინი სწრაფად შლის ცხიმის, კირისა და ჟანგის ლაქებს. თქვენ როგორ უმკლავდებით მსგავს პრობლემას?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს