მეთოდი, რომლის დახმარებითაც ჩემი მეზობელი გერმანიაში შუშებს უსწრაფესად წმენდს.

938
Photo credit: Depositphotos

ფანჯრების წმენდა სახლის დალაგების ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო ეტაპია. სწორედ ამის გამო უნდა შეისწავლოთ საკითხი გულდასმით, სანამ საქმეს შეუდგებით. დღეიდან, გაწმინდეთ ფანჯრები სწორად!

როგორ გავწმინდოთ ფანჯრები სწორად

ფანჯრების წმენდის დროს წესების დაცვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც ეს არამხოლოდ სისუფთავეს, არამედ თქვენს საკუთარ უსაფრთხოებასაც ეხება. გახსოვდეთ: თუ არ შეგიძლიათ ფანჯრის რომელიმე მონაკვეთს მისწვდეთ, არ გარისკოთ, სჯობს, საერთოდ არ გაწმინდოთ იქაურობა. არავითარი სისუფთავე არ ღირს თქვენი სიცოცხლის გარისკვად.

გერმანელები უსაფრთხოებისა და პრაქტიკულობის საკითხებში, ალბათ, მთელ სამყაროში ყველაზე უფრო განვითარებული ერია. არავითარი აკრობატული მოძრაობები, განსაკუთრებით, ზედა სართულებზე! მხოლოდ წინდახედული და უსაფრთხო დალაგება.

როგორ ახერხებენ გერმანიის მაცხოვრებლები ფანჯრების წმენდას ზედა სართულებზე? რა თქმა უნდა,არავითარი გაზეთი და ჩვარი. აი, სპეციალურად ამ საქმიანობისთვის შექმნილ ჯაგრისებს კი ნებისმიერი თანამედროვე გერმანელის სახლში იპოვით.

არსებობს ნებისმიერი ფორმისა და ზომის ჯაგრისები. მათ აერთიანებთ ტელესკოპური სახელური და მოსახერხებელი, ორმხრივი თავაკი. ერთი მხარე შესანიშნავად აქაფებს საწმენდ საშუალებას და აშორებს ჭუჭყის ზედა ფენას, რაც განსაკუთრებით აქტუალურია ფანჯრის გარე მხარისთვის. სწორედ შუშის იმ მხარეს გროვდება არამხოლოდ ჩვეულებრივი მტვერი, არამედ, მაგალითად, წვიმის ლაქებიც.

ჯაგრისის მეორე მხარე რეზინის ზოლს წარმოადგენს, მოჭრილი კიდით. იგი სიმშრალემდე აშორებს ქაფსა და ჭუჭყის ნარჩენებს. აღარავითარი გაზეთი და ჩვარი არ იქნება საჭირო. ტელესკოპური სახელური საშუალებას გაძლევთ, უსაფრთხოდ მისწვდეთ ფანჯრის ნებისმიერ მონაკვეთს გარე მხრიდან.

ასეთი შესანიშნავი აგრეგატით შეიარაღების შემდეგ, თამამად შეუდექით ფანჯრის შუშების წმენდას. აგრეთვე, გთავაზობთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას, რომლებიც დალაგებას უფრო გაამარტივებს.

Photo credit: Depositphotos

1. აუცილებლად გაათავისუფლეთ ფანჯრის რაფა. არ დაგავიწყდეთ ფარდებისა და ჟალუზების ჩამოხსნა.

2. ფანჯრების საწმენდად აირჩიეთ უქარო და უმზეო ამინდი, თორემ ფანჯრებზე ნაწიბურები დარჩება.

Photo credit: Depositphotos

3. თუ შუშები გაიყინა, გაწმინდეთ ისინი მარილის ხსნარით.

4. სულ ბოლოს, სასურველია, შუშები ჯერ ვერტიკალურად, მხოლოდ შემდეგ ჰორიზონტალურად გაწმინდოთ.

5. გაწმინდეთ ფანჯრები ჯერ შიგნიდან, მხოლოდ შემდეგ შეუდექით გარედან წმენდას.

6. ფანჯრის პროფილები და რეზინები ძალიან სწრაფად იცვითება უხეში საწმენდი საშუალებების გამო. ამიტომაც, უკეთესი იქნება, თუ გამოიყენებთ შინ მომზადებულ საშუალებებს ან მოერიდებით ამ მონაკვეთებში უხეში საშუალებების გამოყენებას.

Photo credit: Depositphotos

თუ ფანჯრების წმენდისთვის რამე მარტივი ხრიკები იცით, აუცილებლად გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს