ასეთი ქალბატონების შენიშვნა შორიდანაც შეიძლება. ზოგიერთი პირველივე შეხვედრისთანავე გაგრძნობინებთ, რომ მათთვის ისტერიკის მოწყობა პრობლემას არ წარმოადგენს. დანარჩენები კი მტერთა სიაში შეგიყვანენ და თავს მაშინ დაგესხმებიან როდესაც ყველაზე ნაკლებ ელოდებით. ყველაზე დაუნდობელი ქალბატონები თავიანთ ქცევაში დამნაშავენი არ არიან, მათ ხომ ზოდიაქოს ნიშანი მართავთ…
ყველაზე დაუნდობელი ქალბატონები
მორიელი
ამ ნიშნის ქალბატონები მსგავს სიას ყოველთვის ამშვენებენ. ცუდად არ გაგვიგოთ, კარგ განთლებასა და აღზრდას სკანდალური ქცევის კომპენსირება შეუძლია და ასეთი ქალბატონი თავის თავს უფლებას არ მისცემს უხეშად მოგმართოთ ან შეუფერებელი საქციელი ჩაიდინოს. თუმცა შესაბამისი აღზრდის არ მქონე მორიელ ქალბატონთან ურთიერთობისას მზად იყავით უბედურებისთვის! მათ თავის კონტროლი ან საერთოდ არ იციან, ან ჩუმად გადაყლაპავენ წყენას და შესაფერის მომენტში იძიებენ შურს. მთავარია კონფლიქტის დროს დროულად იგრძნოთ ქარიშხლის მოახლოვება და ბოდიში მოიხადოთ რათა გადარჩენის შანსის გარეშე არ დარჩეთ.
კურო
კუროებს ძალიან უყვართ სხვათა ცხოვრების გართულება და გაუსაძლისად ქცევა. ისინი ზედმეტ სიტყვას არ გეტყვიან, უბრალოდ ირიბი მზერით გადმოგხედავენ, თუმცა გარწმუნებთ, რომ ასეთი გამოხედვის შემდეგ თქვენი ცხოვრებაც ირიბად წარიმართება. ასეთ ქალბატონს თუ სერიოზულად გააბრაზებთ, არც იფიქრობთ, რომ ეს საქციელი მარტივად შეგრჩებათ. ის ცხოვრებას ისე დაგინგრევთ, რომ წარბსაც არ შეიხრის.
ვერძი
ვერძებთან ან უნდა იმეგობრობთ ან საერთოდ არ გქონდეთ მათთან ურთიერთობა, რადგან თუ არ გაგიმართლებთ და მასთან უთანხმოებაში აღმოჩნდებით – ის უბრალოდ გაგანადგურებთ!
ქალი ვერძები ურთიერთობაში ხშირად აგრესორის როლში არიან და მამაკაცის სახასიათო ნიშნებს ამჟღავნებენ. თუმცა თუ ვერძებს სიყვარულით გაანებივრებთ, სიკეთე ასმაგად დაგიბრუნდებათ.
თხის რქა
ქალბატონ თხის რქებს საკუთარი აზრის გამოხატვა არ უჭირთ. ის ცივი ინდიფერენტული მზერით შემოგხედავთ და თქვენთვის ყველაფერი ნათელი გახდება. მათი ურყევი ნებისყოფა ასეთი ადამიანის მოსყიდვის ან მოთაფვლის შანსებს ანულებს. აუცილებელია წესებისა და კანონის დაცვით თამაში, ასეთ შემთხვევაში ყველაფერი კარგად იქნება.
კირჩხიბი
კირჩხიბი ძალიან მგრძნობიარე და იოლად მოწყვლადია. ეს ყველა კირჩხიბს ეხება, თუმცა ქალებს განსაკუთრებით. თავდასხმის მოლოდინში და მისგან თავდასაცავად ასეთ ქალბატონს გარშემო ყველაფრის დაწვა შეუძლია.