ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება იანვარი ძალიან იღბლიანი თვე

5390

წელი ჯერ არ დასრულებულა თუმცა უკვე ძალიან გვინდა ვიცოდეთ რა გველის მომავალში, განსაკუთრებით კი ურთულესი 2020 წლის შემდეგ. 2021 წლის იანვრის პროგნოზი ნამდვილად პოზიტიურია, თმცა იანვარი ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშნისთვის განსაკუთრებით იღბლიანი აღმოჩნდება. ამ სტატიაში ასტროლოგისა და ტაროლოგის – ანჟელა პერლის პროგნოზს წაიკითხავთ.

ვერძი

ვერძებისთის იანვარი სწრაფად განვითარდება. ზოგიერთ მათგანს თბილ ქვეყნებში მოუწევს დასასვენებლად წასვლა. ადგილიდან დაიძვრება მნიშვნელოვანი საქმეც. დასრულდება რაღაც ძველი და ფართოდ გაიხსნება კარი ნათელი მომავლისკენ. ბევრი ვერძი გადავა ცხოვრების ახალ საფეხურზე. ფიქრები მომავლის დაგეგმვით იქნება დაკავებული. თვე კი სასიამოვნო მოვლენებით იქნება დატვირთული.

კურო

ახალი წლის პირველ თვეში კუროს სწრაფად მოქმედება მოუწევს, გადაწყვეტილების მიღებაც ელვის სისწრაფით უნდა მოხდეს. ეს კარგი დროა ავტომობილის ან მოპედის შესაძენად და მცირე მოგზაურობისთვის.

სასურველი შედეგის მიღებაში შესაძლოა ეჭვებმა შეგიშალოთ ხელი. გაერკვიეთ რა გინდათ სინამდვილეში და მაქსიმალური დრო დაუთმეთ მას. ახალი სამსახური ფინანსურ კეთილდღეობას მოგიტანთ.

ტყუპები

იანვარში ტყუპებს მაღალი შემოსავლები ელოდებათ, რომელიც აჯობებს ოჯახს მოახმაროთ. მეგობრებთან შეხვედრები, სტუმრიანობა და გართობაც იანვარში გარანტირებული გაქვთ. თვე კიდევ ბევრ სასიამოვნო სიურპრიზს მოგიტანთ, მოემზადეთ!

კირჩხიბი

იანვარში ბევრი კირჩხიბი იპოვის თავის სიყვარულს. ახალი ნაცნობობა, შეხვედრები, რომანტიკა ან შემოქმედებითი პროექტი თქვენს ყურადღებას სრულად დაიპყრობს.

ახალი სამსახური კარგ ფინანასურ მოგებას მოგიტანთ და თავს დაცულად გაგრძნობინებთ. დახურეთ წარსულის კარი რათა თქვენს ცხოვრებაში იღბალმა და წარმატებამ შეამოაბიჯონ.

ლომი

ლომებს აქტიური თვე ექნებათ. ნუ ინერვიულებთ, დრო და ენერგია ყველა საქმისთვის გეყოფათ. საერთო ჯამში ამ თვით კმაყოფილი იქნებით!

თვე სასიკეთოა საყიდლებისთვის. ფული გეყოფათ ყველაფერზე – რაც გსურთ! ჯანმრთელობაც მყარი იქნება!

ქალწული

ეს კარგი დროა პირველი ნაბიჯების გასაკეთებლად: იქნება ეს სამსახური, ახალი ბიზნესი თუ ურთიერთობების დასაწყისი. ემოციებით იქნებით სავსე!

მოიშორეთ შიში და გახსოვდეთ რომ ყველაფერი შესაძლებელია. იანვარში ქალწულებლა ჯანმრთელი ცხოვრების წესზე უნდა აიღონ კურსი. გაანულეთ ყველაფერი რასაც მავნე ჩვევაშ ან დროის გაყვანის მეთოდად თვლიდით. საჭიროა უფრო ხშირად იყოთ სუფთა ჰაერზე, იმოგზაუროთ და სპორტის ზამთრის სახეობებით დაკავდეთ.

სასწორი

წლის პირველ თვეში სასწორი შექმნის და აღნიშნავს ტრადიციებს. ეს სასიკეთო პერიოდია ქორწინებისთვის და სწავლის დასაწყებად.

სასწორებს სასიამოვნო მიწვევა ელით დროის ერთად გასატარებლად. იმისთვის, რომ ჯანმრთელობა მყარი იყოს არ დაგავიწყდეთ სწორი კვება და ხარისხიანი ძილი.

მორიელი

იმისთვის, რომ სურვილი ასრულდეს, მნიშვნელოვანია გვესმოდეს თუ რა გვსურს. თვე პოზიტიური ემოციებით იქნება სავსე. ბევრი რამის გაკეთებას და ადგილიდან დაძვრას შეძლებთ. მორიელები ამ თვით კმაყოფილები იქნებიან.

2021 წლის იანვარში მორიელები ფრთხილად უნდა მოიქცენ. მოუფრთხილდით ფინანასებს. თავი აარიდეთ მსხვილ საყიდლებს.

მშვილდოსანი

სამსახურში კარგი მაჩვენებლების მისაღებად, ნუ დაგავიწყდებათ რომ ზოგჯერ უნდ ადაისვენოთ და სუფთა ჰაერი ჩაისუნთქოთ. წლის პირველი თვე მშვილდოსნებმა საკუთარი შეხედულებების გადახედვას უნდა დაუთმონ. ზოგიერთი შეხედულება დესტრუქციულია და მომავალში წარმატების მიღწევაში შეგიშლით ხელს.

ურთიერთობები მყარი იქნება. შეიძლება ორსულობასთან დაკავშირებით მიიღოთ ინფორმაცია. დაკავდით უცხო ენების შესწავლით რათა საბუთებში ცდომილებების აღმოჩენა არ გაგიჭირდეთ.

თხისრქა

განაგრძეთ მიზნისკენ სვლა და გჯეროდეთ საკუთარი თავის, ყველაფერი რაც საჭიროა თავად მოვა თქვენთან. არ შეგეშინდეთ რისკის და გახსოვდეთ – ყველაფერი გამოგივათ!

ფინანასური მდგომარეობა ამ ნიშნისთვის იანვარში სტაბილური იქნება. თავი მოარიდეთ მსხვილ საყიდლებს. საუკეთესო დროა კრედიტის გასაფორმებლად.

მერწყული

იანვარში მერწყულები საკუთარ ცხოვრებას კარგად აკონტროლებენ. ყველაფერი ისე იქნება როგორც მოგესურვება. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები საქმესა და პირად ცხოვრებაში დიდ პროგრესს იგრძნობენ.

ეს კარგი დროა მოგზაურობისა და დასვენებისთვის. ეცადეთ თავი აარიდოთ კონფლიქტებსა და ნეგატიურ ემოციებს. თუ შესაძლებლობა გაქვთ თავისუფალი დრო ბუნებაში გაატარეთ.

თევზები

წლის დასაწყისი თევზებ ბევრ საქმეში მოუტანს ცვლილებებს. არ ღირს წინააღმდეგობის გაწევა ან ამ საკითხზე ნერვიულობა, ვარსკვლავები თქვენთვის მხოლოდ დადებით ცვლილებებს წინასწარმეტყველებენ.

ფინანსებთან სიფრთხილე გამოიჩინეთ. დაიჭირეთ ბალანსი შემოსავლებსა და გასავალას შორის რათა ფინანასური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ, გაწერეთ თქვენი ბიუჯეტი. ჯანმრთელობა მთელი თვე წესრიგში გექნებათ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს