თუ აბაზანაში არსებულმა ობმა და შავმა ნადებმა დაგღალას, გირჩევთ ეს სტატია წაიკითხოთ. მასში მარტივ და ძალიან ეფექტურ მეთოდს გაგიზიარებთ იმის შესახებ თუ როგორ მოიცილოთ ობი და შავი ნადები თქვენი სააბაზანოდან. დაგავიწყდებათ კიდეც რომ ოდესმე მსგავსი პრობლემა გაწუხებდათ.
ობი სააბაზანო ოთახში
სისუფთავის მოყვარულები ხშირად ჩივიან, რომ აბაზანაში ობის დანახვისას ბანაობის სურვილი საერთოდ უქრებათ, სასტუმროში ნანახმა ობმა და შავმა ნადებმა კი შეიძლება მთლიანი დასვენება ჩაგაშხამოთ. ამიტომ აუცილებელია საკუთარ აბაზანას დროზე მიხედოთ და თავი დაიზღვიოთ მსგავსი უსიამოვნებებისგან.
აბაზანაში ობი და შავი ნალექი ნესტის გამო ჩნდება. ამ მიზეზის გაქრობა შეუძლებელია ამიტომ აჯობებს შედეგს ვებრძოლოთ. ჩვენი მეთოდი უმარტივესია და 2 ინგრედიენტი დაგჭირდებათ. ეს საშუალება არც თქვენს ჯანმრთელობას დააზიანებს.
ინგრედიენტები
ძმარი
ნებისმიერი სარეცხი ფხვნილი
გამოყენების წესი
1. აურიეთ ძმარი და სარეცხი ფხვნილი. დაიტანეთ აბაზანის პრობლემურ ადგილზე.
2. დატოვეთ 10 წუთი. შემდეგ სუფთა ჯაგრისით კარგად გაასუფთავეთ ის ადგილი სადაც ობი და შავი ნადებია მოკიდებული.
სულ ეს არის. როგორც ხედავთ მეთოდი არც ძვირია და არც რთული.