სონდის ტესტი, რომლის მიხედვითაც გავიგებთ თუ რატომ ვურთიერთობთ ჩვენს მსგავს ადამიანებთან

2532

ამბბენ, რომ გარეგნობა მატყუარაა მაგრამ პირველი შთაბეჭდილება შეიძლება მაინც გადამწყვეტი აღმოჩნდეს ურთიერთობებში. ადამიანური ურთიერთობების თემა ფსიქოლოგიაში უკვე დიდი ხანია შესწავლის პროცესშია. მაგალითად, ცნობილი უნგრელი ფსიქოლოგი ლეოპოლდ სონდი 1930 წლიდან სწავლობდა ამ თემას და საინტერესო ტესტი შექმნა. მისი წყალობით შეგვიძლია გავიგოთ თუ რატომ ვირჩევთ საურთიერთოდ ჩვენს მსგავს ადამიანებს, ეს კი ქვეცნობიერის დონეზე ხდება. ამ სტატიაში საკმაოდ უცნაური დავალება და ძალიან საინტერესო ტესტი გელით!

Photo credit: instagram/vse_obo_vsem_39

სონდის ტესტი გაშიფვრა

ტესტის მიზანშია ადამიანებში სხვადასხვა ფსიქიკური გადახრები გამოავლინოს. მისი შექმნის იდეა სონდის სპეციალიზებულ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაუჩნდა. ფსიქოლოგი პაციენტებს აკვირდებოდა და შენიშნა, რომ ისინი თავის მსგავს ადამიანებთან ურთიერთობდნენ.

Photo credit: antonina_psychologist

შედეგად მან შექმნა ტესტი რომელიც საშაუელბას გვაძლევს გამოვავლინოთ ადამიანში დაფარული მიდრეკილებები. ამ მიდრეკილებებს ადამიანები საკუთარ თავში ან ვერ ამჩნევენ ან მთელი ძალით ცდილობენ მის დაფარვას. სწორედ ეს თვისებები გიზიდავთ სხვა ადამიანებში ქვეცნობიერის დონეზე.

ახლა შეხედეთ ფოტოზე წარმოდგენილ პორტრეტებს და ის ადამიანი აირჩიეთ რომელიც ყველაზე მეტად გაშინებთ. ფოტოზე ყურადღებით დაკვირვება საჭირო არ არის, აქ მთავარია პირველი შთაბეჭდილება. საინტერესოა დაეთანხმებით თუ არა შედეგს.

Photo credit: antonina_psychologist

პირველი პორტრეტი

თუ პირველი პორტრეტი აირჩიეთ, თვქენთვის აგრესია და ავტორიტარიზმი კარგად არის ნაცნობი. ეს შტრიხები განსაკუთრებით ბავშვობაში იყო გამოხატული. მუდმივი მცდელობები ამ თისებების დასაჯაბნად შედეგიანი აღმოჩნდა და ახლა მშვიდობიანი ადამიანი ხართ, რომელიც მუდამ მზად არის გარშემომყოფთა დასახმარებლად.

არ გიყვართ რაიმეს სურვილის გარეშე კეთება. ამიტომ ხშირად პოულობთ ხელოვნურ მიზეზებს რაიმე საქმისგან თავის ასარიდებლად. გარდა ამისა მიჩვეული ხართ პრობლემებთან ან მუქარასთან პასიური წინააღმდეგობით გამკლავებას.

მეორე პორტრეტი

ბავშვობაში ალბათ ძალიან იმპულსური და იოლად გაღიზიანებადი ბავშვი იყავით. თუმცა შეძელით ამასთან ბრძოლა და ახლა ძალიან მშვიდი და კეთილი ადამიანი ხართ. იცით თუ რა არის თვითკონტროლი და დისციპლინა, არ გიჭირთ პასუხისმგებლობის აღება და დარწმუნებული ხართ საკუთარ თავში. ეს გარშემომყოფებთან კონტაქტის იოლად დამყარებაში გეხმარებათ.

Photo credit: Depositphotos

მესამე პორტრეტი

თქვენ იმ ადამიაებს შორის ხართ ვისაც ცვლილებები არ მოწონთ. კონსერვატიულობა ახალთან შეგუებაში გიშლით ხელს. გარდა ამისა ბევრი რაღაც იწვევს თვქენში უნდობლობასა და შიშსაც კი. იმისთვის, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნოთ წინასწარ განსაზღვრული გზით მოძრაობთ და ქმედებებს ყოველთვის წინასწარ გეგმავთ.

მეოთხე პორტრეტი

ძალიან მოგწონთ ახალ ადამიანებთან ურთიერთობა. ამისგან სიამოვნებას იღებთ და ყოველი ახალი ნაცნობი ახალ ძალას გმატებთ. თუმცა ამავდროულად საკმაოდ ჩაკეტილი ადამიანი ხართ. სწორედ ამიტომ არც თ ისე იშვიათად თქვენი ურთიერთობები ზედაპირული რჩება. თქვენი მთავარი ნიჭი – მარტოობისგან ჭეშმარიტი სიამოვნების მიღებაა.

Photo credit: Depositphotos

მეხუთე პორტრეტი

ძალიან მორცხვი ადამიანი ხართ და ეს ხელსაც გიშლით. რომ არა ეს თვისება გარშემომყოფებს უფრო მეტად დააინტერესებდით და მათ თქვენი ხასიათის სიღრმესაც უჩვენებდით. ამის ნაცვლად ბევრი დროის დაკარგვა გიწევთ იმისთვის, რომ კარგად გამოიყურებოდეთ და სიტუაციის შესაბამისად იქცეოდეთ. როგორც წესი ამ ტიპის ადამიანებს საკმაოდ უჩვეულო გატაცებები აქვთ.

მეექვსე პორტრეტი

თქვენს მსგავსს ადამიანებზე ამობები “კომპანიის გულია”. თქვენთან იოლი და სასამოვნოა ურთიერთობა რადგან ძალიან მხირული და კეთილი ადამიანი ხართ. თუმცა ზოგჯერ ასეთი მხიარულებიც სევდიანდებიან. ეს სრულიად ნორმალურია! გიყვართ საკუთარ თავში ჩაღრმავება და ამის გაკეთებაში სხვებსაც ეხმარებით. ზოგჯერ თქვენი მეგობრებისთვის ფსიქოლოგის ფუნქციას ასრულებთ და ეს თქვენი პრობლემების დავიწყებაში გეხმარებათ.

მეშვიდე პორტრეტი

მშვიდი და დაფიქრებული ადამიანი ხართ. ხმაურიანი კომპანიები ნამდვილად არ მოგწონთ. პრაქტიკულობა და რაციონალურობა, აი რა იმსახურებს თქვენს მოწონებას. ამასთანავე გიყვართ გარშემომყოფებზე ზრუნვა, მაგრამ გინდათ, რომ ისინიც ასევე გექცეოდნენ.

Photo credit: Depositphoto

მერვე პორტრეტი

მთელი ცხოვრება იმისთვის იღწვით, რომ თქვენი თავის სწორი იდენტიფიცირება მოახდინოთ. თქვენი საუკეთესო თვისებები ყოველთვის წინა პლანზე გაქვთ წარმოდგენილი, უარყოფით შტრიხებს კი მალავთ. შესაბამისად გსურთ ადამიანებს მოწონდეთ და საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიად იქცეთ.

სონდის ტესტის გაშფვრა შეიძლება უფრო ღრმაც იყოს. თუმცა ამხელა ინფორმაციის ერთ სტატიაში დატევა შეუძლებელი იქნებოდა, სწორედ ამიტომ მისი მომცრო ვერსია გაგიზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს