საახალწლო მკითხაობები: ბედის მინიშნებები 2021 წლისთვის

1566

2020 წელმა უამრავი უსიამოვნო სიურპრიზი მოგვიტანა. სწორედ ამიტომ, ვიმედოვნებთ, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. ახლა როგორც არასდროს მომავალში ჩახედვა გვსურს. ადრე იცოდნენ, რომ ამის გაკეთება ახალი წლის ღამეს შეიძლებოდა. სწორედ ამ ჯადოსნურ საათს საახალწლო მკითხაობა უნდა ჩაატაროთ, რომ გაიგოთ, რას მოგიტანთ თეთრი მეტალის ხარის წელი. “პაპარაცი” გთავაზობთ საახალწლო მკითხაობებს, რომ გაიგოთ, რას გპირდებათ 2021 თეთრი მეტალის ხარის წელი.

photo credit: depositphotos

საახალწლო მკითხაობა

კატაზე

თუ თქვენს სახლში ფუმფულა ცხოველი ცხოვრობს, გაგიმართლათ. კატა დაგეხმარებათ გაიგოთ, ასრულდება თუ არა თქვენი ოცნება.

photo credit: depositphotos

ახალ წლამდე სურვილი ჩაიფიქრეთ და კატას დაუძახეთ. თუ ის ზღურბლს მარცხენა თათით გადმოლახავს, პასუხია – დიახ. თუ მარჯვენა თათით – არ განაწყენდეთ და დაუყონებლივ შემდეგ პუნქტზე გადადით.

ცვილით

ჯერ კიდევ უძველესი დროიდან ერთ–ერთი გავრცელებული მკითხაობა. თქვენ დაგჭირდებათ ცვილის ნატეხი, კოვზი, წყლით სავსე თასი და სანთლის ალი.

photo credit: depositphotos

პროცესი მარტივია: ცვილი კოვზზე მოათავსეთ და სანთლის ალის ქვეშ გაადნეთ. შემდეგ წყალში ჩაასხით და შექმნილ ფორმას დააკვირდით. მისი ფორმა მიგანიშნებთ, თუ რას უნდა ელოდოთ დამდეგ წელს.

გათხოვებაზე

წმინდა დღეებში გაუთხოვარი ქალები თასში წყალს ასხამენ და ზემოდან წნელს ადებენ.

photo credit: depositphotos

ამ ყველაფერს ლოგინის ქვეშ დებენ და ამბობენ: საბედო–მორთულო, ხიდზე გადამიყვანე“. იმ ღამით აუცილებლად უნდა დაგესიზმროთ ის, ვისაც ცხოვრებას დაუკავშირებთ.

photo credit: depositphotos

არსებობს მეთოდი, რომლითაც გაიგებთ, ეს როდის მოხდება. თქვენ დაგჭირდებათ ოქროს ბეჭედი, ძაფი და გამჭვირვალე ჭიქა. ბეჭედს ძაფი გაუყარეთ და ჭიქაში შუამდე ჩაუშვით. ბეჭედი კედელს რამდენჯერაც მიერტყმება, იმდენი წელი უნდა ელოდოთ ქორწილს.

ყველაზე მხიარული მკითხაობა

2020 წლის მშფოთვარე პერიოდის ბოლოს „იანდექსმა“ მომხმარებლების გართობა გადაწყვიტა. ეს ტექნოლოგიურად განვითარებული, მაგრამ ასევე სახალისო მკითხაობაა.

თქვენ უბრალოდ უნდა დააჭიროთ ღილაკს „მკითხაობა“ და წარმოიდგინოთ, თუ როგორ შეიძლება ეს დაკავშირებული იყოს იმასთან, რაც მომავალ წელს გელოდებათ. მაგალითად, როგორც ჩანს, მე ტკბილეულობასთან ფრთხილად უნდა ვიყო.

ყველა პროგნოზი მომხმარებელთა რეალურ საძიებო საკითხებს ეყრდნობა. მათგან ყველაზე საინტერესო გვერდის ავტორებმა შეაგროვეს, რომ მათი ნახვა ყველამ შეძლოს. თქვენ შეგიძლიათ ხმა მისცეთ იმას, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ.

მკითხაობამ რაც არ უნდა გიჩვენოთ, ვიმედოვნებთ, რომ 2021 წელი გასულ წელთან შედარებით უკეთესი იქნება. ბოლოს გიზიარებთ სურვილს, რომელიც მომღერალმა ვალერიამ თავის ინსტაგრამზე გამოაქვეყნა: „ახლა, ახალი წლის ზღურბლზე ვიმყოფებით და არ ვიცით, თუ რა გველოდება, მაგრამ მოდით, გვჯეროდეს, რომ ჯერ დახურული კარის მიღმა რაღაც კარგი, კეთილი და ნათელი გველოდება“.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს