იცით რით არის სასარგებლო ფინიკი? ალბათ ისიც გსმენიათ, რომ ეს პროდუქტი ყოველდღე უნდა გამოიყენოთ… სწორედ ეს იქნება paparazzi-ს სტატიის თემა. სასიამონო კითხვას გისურვებთ!
რით არის სასარგებლო ფინიკი
ადამიანები ფინიკის პალმის ნაყოფს თავის რაციონში უხსოვარი დროიდან იყენებს. ეს იდეალური პროდუქტია მოგზაურობისა და ლაშქრობების დროს. ის ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებებით ავსებს და შიმშილის გრძნობას დიდი ხნით აქრობს.
სხვა ხილთან შედარებით, ფინიკი ბევრ ნახშირწყალს შეიცავს (60%-ზე მეტს). თუმცა ეს შაქარი ორგანიზმისთვის სახიფათო არ არის. ფინიკის გამოყენება სისხლში გლუკოზის დონეს არეგულირებს. უმჯობესდება ნახშირწყლების ათვისება და საკვების მომნელებელი სისტემის მუშაობა. ნაყოფი მდიდარია სასარგებლო მჟავებითა და ვიტამინებით. მაგალითად, პანტოთენის მჟავით, ნიაცინით და რიბოფლამინით.
ფინიკი მდიდარია ისეთი მინერალებით როგორიცაა თუთია, კალიუმი, ფტორი, სპილენძი, მაგნიუმი, რკინა, მანგანუმი და სხვა. მასში А, В და С ჯგუფის ვიტამინებიც შედის. სულ რაღაც 10 ცალი ფინიკი გოგირდის, მაგნიუმისა და სპილენძის სადღეღამისო ნორმას შეიცავს.
კვების სპეციალისტები დიეტაზე მყოფთ ამ პროდუქტის მენიუშ დამატებას ურჩევენ. მიუხედავად ნახშირწყლების მაღალი შემადგენლობისა მისი კალორიულბა 100 გრამზე მხოლოდ 292 ერთეულია. ამიტომ მასზე უკეთეს ტკბილეულს დიეტის დროს ვერ იპოვით.
ჩვენს წინაპრებს სწამდათ, რომ ფინიკი ადამიანს სასიცოცხლო ძალებს აძლევს და ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია. ჩინელი ასაკოვან ხალხი ყოველდღიურად იყენებენ ფინიკს და სხვებსაც ურჩევენ. თუ ღრძილებიდან სისხლდენა ან მხედველობის პრობლემები გაწუხებთ ფინიკის გამოყენება აუცილებელიც კია. ეს პროდუქტი დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე.
გირჩევთ ფინიკი სამსახურშიც ატაროთ სასარგებლო ხემსის სახით და ბავშვებსაც გაატანოთ სკოლაში. ყველას ბედნიერ ახალ წელს ისურვებთ, გულწრფელ ბედნიერებას და მყარ ჯანმრთელობას.