საკანცელარიო ან, როგორც უწოდებენ, ფულის რეზინები 1844 წელს ინგლისელმა გამომგონებელმა სტივენ პერიმ გამოიგონა. თავდაპირველად მხოლოდ ფასიანი ქაღალდების შესაკვრელად და სამკურნალო ბოთლებზე რეცეპტების მისამაგრებლად გამოიყენებოდა.
დროთა განმავლობაში ელასტიკური დამხმარის გამოყენების წრე ცოტა გაფართოვდა. ხალხი მიხვდა, რომ ასეთი პატარა ნივთი ასობით სხვადასხვა საყოფაცხოვრებო პრობლემას აგვარებს. დღეს „პაპარაცი“ რამდენიმე ხრიკს გაგაცნობთ, როგორ გამოიყენოთ ფულის რეზინა.
ფულის რეზინები
ტანსაცმელი საკიდიდან რომ არ ჩამოვარდეს
საკიდის მხრებს რეზინები დაახვიეთ. ასე ტანსაცმელი აღარ ჩამოსრიალდება.
ჩაის პაკეტის ფიქსატორი
თანამედროვე ორჯიბიანი ჩაის პაკეტი ძაფით და ეტიკეტით 1950 წელს გერმანულმა კომპანიამ Teekanne გამოიგონა. ვარაუდობდნენ, რომ ეს ჩაის მომზადებას მოსახერხებელს გახდიდა.
მაგრამ როგორ უნდა მოიქცეთ, როცა ეტიკეტი ჩაის ფინჯანში ჩავარდნას ლამობს? როცა სასმელის დალევას გადაწყვეტთ, ძაფი ფინჯანს რეზინით დაამაგრეთ.
წიგნის სანიშნი
ჩვეულებრივი ფულის რეზინა ხელის მარტივი მოძრაობით მოსახერხებელ წიგნის სანიშნად გადაიქცევა.
თავსახურის მარტივად გასახსნელად
ფრჩხილების ლაქით შეღებვა გადაწყვიტეთ, მაგრამ თავსახური გამომშრალია, ხოლო თითები მის ზედაპირზე სრიალებს? სასარგებლო რეზინა ამ შემთხვევაშიც დაგეხმარებათ.
თავსახურს რამდენიმე რეზინა შემოახვიეთ. ასე თითები აღარ გაგისრიალდებათ და თავსახურს მარტივად გახსნით.
ტუალეტის ქაღალდის ფიქსატორი
საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ პატარებს ყველაფრის გახევა უყვართ. სააბაზანოში ზედმეტად დალაგება რომ არ მოგიწიოთ, საზრიანი მშობლები გირჩევთ ქაღალდის რულონი საკანცელარიო რეზინებით შეკრათ.
როგორ გავარჩიოთ ერთნაირი ბოთლები
თითქმის ერთნაირი ბოთლები მედიკამენტებით შეიძლება ნამდვილი არეულობის მიზეზი გახდეს. ამის თავიდან აცილებას ფერადი რეზინებით შეძლებთ. ბოთლებს შემოახვიეთ და უკვე აღარ აგერევათ.
სუშის სასწავლო ჩხირები
ჩვეულებრივი საკანცელარიო ჩხირები სუშის და როლის ჩხირებით ჭამას გასწავლით. სასწავლო ჩხირები შეგიძლიათ სახლის პირობებში თავად გააკეთოთ.
თვითნაკეთი ხაფანგი ბუზებისთვის
დაგჭირდებათ საკანცელარიო რეზინა, საკვები პარკი და პატარა ქილა. დაჭრილი ხილით, ძმრით ან მურაბით გაავსეთ. საკვები პარკი დააფარეთ და რეზინით დაამაგრეთ.
ზემოდან პარკი რამდენიმე ადგილას გახვრიტეთ ისე, რომ მასში ბუზები შეგროვდეს. ასე მწერები საყვარელ ტკბილეულთან მისვლას შეძლებენ, მაგრამ იქედან ვეღარ გამოვლენ.
მცენარეული ზეთი რომ არ დაიღვაროს
მცენარეულ ზეთს საინტერესო თვისება აქვს. როგორც არ უნდა სცადოთ მისი ფრთხილად გადმოსხმა, მაინც ბოთლის ყელზე ხვდება. საბოლოოდ, ბოთლი, ხელები და მთელი სამზარეულოს თარო ზეთშია.
შემოქმედება ერთ ადგილზე არ დგას. Reddit-ის მომხმარებელმა სახელად heckingoodthyme-მა იცის, როგორ გაუმკლავდეს ამ პრობლემას. მხოლოდ სალფეთქი და საკანცელარიო რეზინა დაგჭირდებათ.
ტელეფონის დამჭერი
ავტომობილში ტელფონის დამჭერი არ გაქვთ? საკანცელარიო რეზინით ჩაანაცვლეთ.
საღებავი რომ არ დაიღვაროს
რემონტი დაიწყეთ? საღებავ ქილას რეზინა შემოახვიეთ და მასზე ფუნჯი გაწმინდეთ. ასე საღებავი არ დაიღვრება და ირგვლივ ყველაფერი სუფთად დარჩება.
ზოლები სააღდგომო კვერცხზე
კვერცხს ირგვლივ რეზინები შემოახვიეთ და ამით ორიგინალური ზოლები შექმენით. კვერცხი საღებავების წყალში ჩაუშვით და საჭირო შეფერილობის მიღებას დაელოდეთ.
კვერცხი წყლიდან ფრთხილად ამოიღეთ და რეზინები მოხსენით. ქაღალდის პირსახოცით კვერცხი გაამშრალეთ. ფერადი გეომეტრიული ზოლები ნებისმიერ სააღდგომო კომპოზიციას მოუხდება და როგორც კალათაში, ასევე სუფრაზე ლამაზად გამოიყურება.
როგორც ხედავთ, ელასტიური დამხმარე ყოველდღიური საკითხების გადასაჭრელად შეგიძლიათ გამოიყენოთ. დაწყებული სამზარეულოდან და დამთავრებული გარდერობით და ინსტრუმენტების ყუთით. უნივერსალურ რეზინას ყველაფერი შეუძლია!