რის გამო შეიძლება დაიღუპოს ანტურიუმი – მამაკაცური ბედნიერების ყვავილი.

916

ითვლება, რომ ოთახის მცენარე “მამაკაცური ბედნიერება” ანუ ანტურიუმი დადებით ემოციებს იწვევს და ცუდ ხასიათს ებრძვის. ეზოთერიკოსები თვლიან, რომ ანტურიუმი ნეგატიურ ენერგეტიკას ამირებს და დადებითად მოქმედებს წყვილზე.

“მამაკაცური ბედნიერება” მთელი წელი ყვავის. ადამიანებს ჯერათ, რომ თუ სახლში ასეთი ყვავილი გაქვს ის ჯანმრთელობას მოგიტანთ და კაცებს მამაკაცურ ძალას შემატებს. ძალიან მიშვნელოვანია მისი შენახვის წესები დავცივათ იმსითვის, რომ მცენარე არ დავღუპოთ და წლობით გაგვახაროს.

Photo credit: Depositphotos

სწორი ქოთანი

ჯერ მცენარისთვის საჭირო ქოთანი უნდა შეარჩიოთ. ანტურიუმს ვიწრო ქოთნები უყვარს. როდესაც ყვავილი ძალიან თავისუფალ სივრცეში იზრდება მას ბევრი ძალის და ენერგიის ხარჯვა უწევს ფესვების გასავიტარებლად. აჯობებს ვიწრო და მაღალი ქოთნები აირჩიოთ. ამ შემთვევაში ანტურიუმი კარგადაც იყვავილებს და შესანშნავი სურნელიც ექნება

Photo credit: Depositphotos

ნიადაგი

იმისთვის, რომ ყვავილმა იყვავლოს აუცილებელია მის ქოთანში გრუნტი ყოველ შემოდგომაზე გამოცვალოთ. ამგვარატ ის ჟანგბადით მომარაგდება. ჩვეულებრივ გრუნტს ტორფსაც ურევენ, ქოთნის გვერდებზე კი ნახვრეტებს აკეთებენ რათა მცენარეს საკმარისი ჟანგბადი მიიღოს. ყვავილების მაღაზიებში ანტურიუმის სპეციალურ ნიადაგსაც ნახავთ.

ტემპერატურა და ნესტი

ანტურიუმი – ტროპიკული მცენარეა. ის კარგად იზრდება 20-28 გრადუსზე. ზამთარში ტემპერატურა შეგიძლიათ 20 – 15 გრადუსზე დაწიოთ. ტროპიკულ ყვავილს ნესტი ჭირდება. შეგიძლიათ ის პულივიზატორით მორწყათ ან ფოთლები სველი ტილოთი გაწმინდოთ ისე, რომ კვირტებს და ყვავილებს არ შეეხოთ. ჰაერის სინოტივე 80% უნდა იყოს. ტროპიკული პირობების ჩამოსაყალიბებლად ყვავილთან შეგიძლიათ წყლის ჭურჭელი დადგათ.

Photo credit: Depositphotos

განათება

შუქი გაპნეული უნდა იყოს, არ შეიძლება მასზე პირდაპირი სხივების მოხვედრა. ბნელ ოთახში კი ის დაჭკნება. ზამთარში მცენარე აბაზანაში შეინახეთ – თუ ფანჯარა გაქვთ. ფენ შუის მიხედვით ანტურიუმი სახლის აღმოსავლეთ ნაწილში უნდა მოათავსოთ.

რწყვა და გადარგვა

ზაფხულში ანტურიუმი კვირაში ორჯერ უნდა მორწყათ, ზამთარში კი კვირაში ერთხელ. ნუ დაუშვებთ მისი ნიადაგის გახმობას. სანამ მცენარე ახალგაზრდაა ის ყოველ წელიწადს უნდ აგადარგოთ ოქტომბრის შუა რიცხვებში ან მარტში. დიდი მცენარეები კი 2-3 წელიწადში ერთხელ უნდა გადარგათ. იმისთვის, რომ ანტურიუმმა კარგად იყვავილოს ის გრილ ადგილას უნდა მოათავსოთ და დროულად მოაჭერით დამჭკნარი ყვავილები.

Photo credit: Depositphotos

განოყიერება

გაზაფხულზე და ზაფხულში ანტურიუმი 2-3 კვირაში ერთხელ უნდა გაუკეთოთ სასუქი. შეყვითლებული ფოთლები და ყვავილების მკრათალი ფერი იმის ნიშანია რომ მცენარეს სასარგებლო ვიტმინები არ ყოფნის.

ამ მცენარეს ყველა ქვეყანაში სხვადასხვა სახელს უწოდებენ, მაგალითად სამხრეთ ამერიკაში მას “ცეცხლოვანი ენის ყვავილს” უწოდებენ, საფრანგეთში კი “მამლის ბიბილოს”.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს