დრაცენა ოთახის მცენარეა, რომელიც პატარა პალმას გვაგონებს. ეს მცენარე დიდი პოპულარობით სარგებლობს მეყვავილეებს შორის. ის არა მხოლოდ ბინებში არამედ ოფისებსა და რესტორნებშიც გვხვდება. გასაოცარი არ არის: დრაცენა ხომ შესანიშნავია ინტერიერების მოსართავად. ამ სტატიაში გაიგებთ რა მოაქვს თვქენს სახლში დრაცენას – ფენ-შუის სპეციალისტების მიხედვით.
ოთახის დრაცენა
ხშირად შეიძლება იმის მოსმენა, რომ დრაცენას სახლში შეტანა არ შეიძლება. შესაძლოა ასეთი წარმოდგენა მისი სახელის გამო ჩამოყალიბდა. სხვაგვარად ხომ ამ ყვავილს “დრაკონის ხეს უწოდებენ”. თუმცა არ არსებობს ობიექტური მიზეზები იმისთვის, რომ ამ მცენარის ყოლაზე უარი თქვათ. ის სრულაიდ უსაფრთხოა, არ გამოყოფს არანირი ნივთოერებებს, წმენდს ჰაერს და გარემოს ჟანგბადით ამდიდრებს.თუ მას კომპიუტერის წინ დადგამთ, მავნე გამოსხივებსაც შთანთქავს.
ცრურწმენები
დრაცენნასთან დაკავშირებით ბევრი ცრურწმენა არსებობს. ძირითად ეს დადებითი ცრურწენებია. ეზოთერიკოსების აზრით ეს მცენარე უარყოფით ენერგიას შთანთქავს, სწორედ ამიტომ კარგი იქნება თუ მას საძინებელში მოათავსებთ. თუ თქვენი მცენარე აყვავდა – ეს კარგის ნიშანია. მალე თქვენს ცხოვრებაში რამე სასიამოვნო და მნიშვნელოვანი მოხდება.
ყურადღება მიაქციეთ ოთახის მცენარის სახეობასაც, რადგან მათ სახლში სხვადასხვა ენერგია შემოაქვს. მაგალიათად, დრაცენა მარგინატა სახლში სიმშვიდესა და თანხმობას მოიტანს. დერემის დრაცენა მოდუნებას უწყობს ხელს. თუ სახლში წარმატების მოზიდვა გსურთ – აჯობებს სურნელოვანი დრაცენა შეიძინოთ. მერწყულებისთვის საუკეთესოა დრაცენა “გოდსეფა” რომელიც მათ საეჭვო ნაბიჯებისგან დაიცავს.
დრაცენა ფენ-შუიში
აღმოსავლური მეცნიერების, ფენ-შუის მიხედვით, დრაცენა “იღბლის ხეა”. ის ქალებსაც შეეფერება და კაცებსაც. სახლში ის ფინანსურ კეთილდღეობას და ბედნიერებას მოიტანს. აჯობებს მცენარე სამხრეთით, დასავლეთით ან სამხრეთ-დ ასავლეთით მოათავსოთ. ფენ-შუის მიხედვით ღეროების იღბლიანი რაოდენობა ოცდაერთია, მას წარმატება და კეთილდღეობა მოაქვს. განსაკუთრებული ყურადღება დრაცენას სახეობას მაიქციეთ, ზოგუერთ მსხვილი და დაშვებული ფოთლები აქვს მათ ადამიანზე უფრო დადებითი გავლენა აქვთ.
დრაცენას მოვლა
თუ სახლში დრაცენა გყავთ, არ დაგავიწყდეთ მისი ფოთლების რეგულარული წმენდა. საქმე იმაშია, რომ ამ ოთახის მცენარეებს მტვრის მოგროვება უყვართ. რწყვა უხვიდ ა რეგულარული უნდა იყოს, ზამთარში რა თქმა უნდა უფრო იშვიათი. გარდა ამისა რეკომენდებულია ჰაერის დატენიანებაც. თბილი შხაპიც არ აწყენს. დრაცენა 2-3 წელიწადში ერთხელ უნდა გადარგოთ, სასურველია – შემოდგომაზე. საერთო ჯამში დრაცენა პრეტენზიული მცენარე არ გახლავთ თმცა კარგი ზრუნვა ნამდვილად არ აწყენს!
ეს სტატია იმ ახლობლებს გაუზიარეთ რომლებსაც ეს მცენარე ყავთ ან მის შეძენას აპირებენ, გირჩევთ ის თქვენც შეიძინოთ და ამით სახლში სიმდიდრე და წარმატება მიიზიდოთ.