რისი დათესვა შეიძლება იანვარში და როგორია თვის სათესი კალენდარი

2471

ახალი წელი სულ ახლახანს დადგა, ფანჯრებს მიღმა თოვლია მაგრამ, თავში ერთი შეკითხვა გვიტრიალებს: “რა დავთესოთ თუნდაც რამდენიმე ნერგი?”. გვინდა ყველაფერი წინასწარ დავგეგმოთ და კარგად შევემზადოთ სეზონისთვის.

ნერგების დარგვა – ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. დროა თესლის, ჭიქების შეძენა და სხვა მოსამზადებელი სამუშაობი დაიწყოთ. ამ სტატიაში მოგითხრობთ თუ რისი დათესვა შეიძლება ყუთებში იანვარსა და თებერვალში.

რა დავთესოთ იანვარში

გამოცდილი მებაღეები გვაფრთხილებენ: “ყველაფერს ერთად ნუ დათესავთ, თორემ გაზაფხულზე პომიდვრისთვის, ბადრიჯნისა და წიწაკისთვის ადგილი არ დაგრჩებათ.”

იანვრისა და თებერვლის თესვისთვის განათებაც დაგჭირდებათ, შეგიძლიათ ფიტოლამპები და დიოდური ნათურები გამოიყენოთ.

ზამთარი – ხანგრძლივი ვეგეტაციური პერიოდის მქონე მცენარეების თესვისთვის არის განკუთვნილი, რომელთა ამოსვლიდან ყვავილობამდე პერიოდი 130 – 200 დღეს მოიცავს.

ორწლიან და მრავალწლოვან მცენარეებს კი თუ ამ მეთოდით დათესავთ დიდი ალბათობით ისინი იმავე წელს იყვავილებენ.

ბოსტნეული კულტურებიდან შეგიძიათ ფესვოვანი ნიახური, კომბოსტო, ბადრიჯანი ან ხახვი დათესოთ. წვრილ ნაყოფიანი მარწყვი.

ყვავილებიდან პელაგრონიას დათესვა შეგიძიათ, ბეგონიების, გლოქსინის, მიხაკის და ეუსტომას. რა თქმა უნდა პეტუნიებიც. შეგვიძია აქვე წინასწარი სტრატიფიკაციის საჭიროების მქონე ყვავილების ჩავთვალოთ – ლავანდა, ლუპინები და დელფინიუმები. თუ 8 მარტისთვის ახლობლების ლამაზი ყვავილებით გახარება გსურთ შეგიძიათ ტიტები ან გიაცინტებიც დარგოთ.

ზამთარში თესლისგან სუკულენტების, დეკორატიული მცენარეების ან სურნელოვანი ბალახეულის – მელისასა და პიტნის გაზრდაც შეგიძლიათ. მათ ღია გრუნტში მოგვიანებით გადაიტანთ.

ბოლოს კი გვინდა გითხრათ რომ იანვრის თესვაუფრო ადრეულ მოსავალს მოგცემთ. თუ იანვარში დათესავთ მაგალითად პეტუნიას – გადარგვის მომენტში მცენარე უკვე ბუტონიზაციის პერიოდში იქნება.

ახლა უკვე იცით რა უნდა დათესოთ იანვარში. დროა სეზონისთვის ზმადება დაიწყოთ. მალე თქვენი რაფებიც ნერგებით გაივსება. ერთი სული გვაქვს ბაღის ყვავილობით დავტკბეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს