ღირს თუ არა გუაშას მასაჟორის ყიდვა და რამდენად ეფექტურია პროცედურა

3025

გუაშა – ჩინური მასაჟის ტექნიკა, რომლის დროსაც სპეციალურ საფხეკს იყენებენ. ის შეიძლება ქვისგან ან ხისგან დამზადებული იყოს. „გუა შა“ ჩინურიდან ითარგმნება, როგორც „ყველაფერი ცუდის საფხეკი“. არქეოლოგების თქმით, ჩინელები ამ მასაჟს ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ–მდე 550 წლის წინ იკეთებდნენ. ამას გათხრების დროს ნაპოვნი ნეფრიტის საფხეკი ადასტურებს. დღეს ასეთი საფხეკები სილამაზის ბლოგერებს, ვარსკვლავებს და კოსმეტოლოგებს შორის პოპულარულია. ჩინური მედიცინისგან განსხვავებით სილამაზის ინდუსტრიაში სახის მასაჟისთვის იყენებენ. თუმცა გუაშას საფხეკი მთელ ტანზე დადებით გავლენას ახდენს. “პაპარაცი” გირჩევთ, უფრო დეტალურად გაეცნოთ გუაშას ტექნიკას და შემდეგ გადაწყვიტოთ, ღირს თუ არა მისი ყიდვა.

Photo credit: Depositphotos

მასაჟი გუაშას საფხეკით

გუაშას საფხეკს ნეფრიტის, ვარდისფერი კვარცის, მთის ბროლის და სხვა ნახევრად ძვირფასი ქვებისგან ამზადებენ. ყველაზე პოპულარული მასალაა ნეფრიტი. ამ ქვას მაღალი თბოგამტარობა აქვს, ბუნებრივ სათბურად ითვლება და მოქმედებს, როგორც კომპრესი. ნეფრიტის ქვას შაკიკის და თავის ტკივილის გასაქრობად იყენებენ. ითვლება, რომ ის კანს მოქნილობას მატებს და არტერიულ წნევას ზრდის. ნეფრიტის საფხეკი იდეალური საშუალებაა, რომ სახე ინექციების გარეშე გაიახალგაზრდავოთ.

Photo credit: Instagram

გუაშა შეგიძლიათ სახლის პირობებში დამოუკიდებლად ჩაიტაროთ და სილამაზის სალონში სხვა კოსმეტიკური პროცედურები არ გამოიყენოთ. ეფექტს მყისიერად დაინახავთ, რადგან საფხეკი ლიმფურ სისტემაზე გავლენას ახდენს, შეშუპებას, დაღლილობას, კუნთების დაძაბულობას აქრობს და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.

Photo credit: Instagram

გუაშა სახისთვის

მასაჟის დაწყებამდე კანი კარგად გაიწმინდეთ და კრემით ან კოსმეტიკური ზეთით დაიტენიანეთ. ეთერზეთები არ გამოიყენოთ, ისინი კანზე ძალიან აგრესიულად მოქმედებენ. პირველად, 10-15 წუთით მასაჟი საკმარისია, თანდათან დრო გაზარდეთ და დღეში 2–ჯერ გაიკეთეთ.

Photo credit: Instagram

დილით გუაშას მასაჟორს გამამხნევებელი ეფექტი აქვს. გრილი ქვა შეშუპებას აქრობს და გამოგაფხიზლებთ. საღამოს, ძილის წინ კუნთების დაძაბულობას სასიამოვნოდ აქრობს. მასაჟი ყოველთვის ყელიდან დაიწყეთ, ასე ლიმფური სისტემა აქტიურდება. შემდეგ სამასაჟო ხაზებზე სახის მასაჟი დაიწყეთ. გუაშას საფხეკით მასაჟის შემდეგ მცირე სიწითლე ჩნდება და ასეც უნდა იყოს.

Photo credit: Instagram

კოსმეტოლოგებს უყვართ, როცა გუაშას სახის მხოლოდ ერთ ნაწილზე იყენებენ და შემდეგ კლიენტს პირველი პროცედურის შედეგს აჩვენებენ. ამის შემდეგ კი სახის მეორე ნაწილზე გადადიან. რთულია არ აღფრთოვანდეთ, თუ რამდენად სწრაფად მოქმედებს მასაჟი. შეუძლებელია, მასაჟის ასეთი ტექნიკა არ შეგიყვარდეთ. YouTube-ზე ბევრ ვიდეოს იპოვით, სადაც გუაშას ტექნიკის სწორად გამოყენებას გასწავლიან.

უკუჩვენებები

გუაშას საფხეკით მასაჟი ნაზ ქსოვილებზე უფრო ძლიერ ზეწოლას ახდენს, ვიდრე ხელებით ან ქვის ლილვაკით, რომელსაც ნაკრებში ხშირად ყიდულობენ. ჩინელები ინტენსიურ სიწითლეს კარგ ნიშნად თვლიან, მაგრამ მაინც სჯობს მასაჟი წესების მიხედვით შეასრულოთ და არ გადააჭარბოთ. პროცედურაზე უარი თქვით, თუ გამონაყარი, სიწითლე და გაღიზიანება გაწუხებთ. გუაშას გამოყენება რეკომენდებული არაა მათთვის, ვინც კანქვეშა ინექციების კოსმეტიკურ პროცედურას იტარებს.

Photo credit: Instagram

ამ ლამაზ გამოგონებასაც მინუსი აქვს. ნეფრიტის საფხეკი იაფი არ ღირს. მოწყობილობა ქვისგან არის დამზადებული, მაშასადამე შეიძლება გაუფრთხილებლობით გაგიტყდეთ. მასაჟი გუაშა ლიფტინგის პროცედურებს ანაცვლებს და კანის დაბერებას აფერხებს. ის უფრო ეფექტურია კვების რეჟიმთან და სრულყოფილ დასვენებასთან კომბინაციაში. დაბალანსებული და სწორი კვება არ დაგავიწყდეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს