რეალური ისტორია: დედამ სახლში მხოლოდ ვაჟი წამოიყვანა, ქალიშვილზე უარი თქვა, მახინჯი უწოდა

2098

იგი ფეხმძიმედ იყო, ტყუპებს ელოდებოდა. ქმარი არ ჰყავდა – წავიდა და აღარ დაბრუნებულა, ფეხმძიმე ცოლი ბედის ანაბარად დატოვა. ქალი ელოდა თავის შვილებს, იცოდა, რომ ორი ბავშვის გაზრდა დიდი პასუხისმგებლობა იყო, თუმცა დანებებას არ აპირებდა. ამიტომ მოთმინებით ელოდა ბავშვებს.

მშობიარობამდე 1 კვირით ადრე, ექიმებმა მისი საავადმყოფოში დატოვება გადაწყვიტეს, რამდენადაც მოსალოდნელი იყო გართულებები. მშობიარობის დღეც მოვიდა და სამყაროს ორი ბავშვი – გოგო და ბიჭი – მოევლინა. ისინი ჯანმრთელები და ხმაურიანები იყვნენ. ყველას უხაროდა ანგელოზების დაბადება.

პირველად დედამ ხელში გოგონა აიყვანა. მან შეხედა ქალიშვილს და შეიჭმუხნა: მას ლოყაზე თანდაყოლილი ლაქა ჰქონდა, რომელიც შორიდანაც კარგად ჩანდა. მან გოგონა მედდას მისცა და ბიჭი აიყვანა. იგი ლამაზი, უდეფექტო იყო.

დედამ შეხედა ბიჭს, ჩაეხუტა და აკოცა. გარშემომყოფებმა დააფიქსირეს დედის ასეთი უცნაური ქცევა, თუმცა მაინც დაელოდნენ მის მომდევნო ქცევებს. არ შემცდარან – დედა მართლაც უცნაურად იქცეოდა და მისმა გადაწყვეტილებამ ეს დაადასტურა.

მეორე დღეს, მან ხელი მოაწერა დოკუმენტებს, რომლებშიც ქალიშვილზე უარს ამბობდა. თავს ყველაზე სულელური რამით იმართლებდა:

-“გოგონას გაუჭირდება ჩემთან ყოფნა სახეზე ასეთი ლაქით. ბიჭის გაზრდას შევძლებ. არ მინდა, ჩემს ქალიშვილზე სხვები თითით ანიშნებდნენ ერთმანეთს.”

ექიმებმა მას აცნობეს, რომ არსებობს ოპერაცია, რომელიც ამ ლაქას მოაშორებს, თუმცა დედას წარბიც არ შეუხრია, მტკიცედ იცავდა თავის გადაწყვეტილებას – გოგონას წაყვანა არ სურდა. ვერავინ გადაარწმუნა. იგი მალევე გაიწერა საავადმყოფოდან, ვაჟთან ერთად, და უცნობი მიმართულებით წავიდა.

მეორე დღესვე, სამშობიაროში მოვიდნენ იმ ქალის დეიდა და ბიძია, გამოთქვეს ბავშვის აყვანის სურვილი. მათ იცოდნენ, რომ ქალმა კიდევ გოგონაც გააჩინა, რომელზეც უარი თქვა, სახეზე თანდაყოლილი ლაქის გამო. მათ გააფორმეს ყველა დოკუმენტი და ახლა პატარა ანგელოზის სრულუფლებიანი მშობლები არიან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს