ფენოვანი კეფირზე რომელიც “ნაპოლეონს” ათასგზის ჯობნის

854

კონდიტერის ნიჭი სამწუხაროდ ხშირი არ არის, არადა როგორ გვინდა საყვარელი ადამიანები უგმერიელესი ნამცხვრებით გავანებივროთ. ამიტომ უბრალო რეცეპტებს მეტად ვაფასებს, მათ ხომ დამწყებიც იოლად გაუმკლავდება. ამ უსაფუარო ფენოვანი ორცხობილას გამოცხობის შემდეგ მის მომზადებას აღარ შეწყვეტთ!

კეფირის ფენოვანი ორცხობილები ნაზი, ხრაშუნა და გემრიელი გამოდის. ის რაღაცით “ნაპოლეონს” გვაგონებს თუმცა მათი მომზადება გაცილებით იოლია. ის იდეალურია დილით ჩაიზე ნა ყავასთან მისატანებლად.

მათი მომზადება ყოველგვარი გულსართის გარეშეც შეგიძლიათ, თუმცა სურვილის შემთვევაში შეგიძიათ ექსპრიმენტები გააკეთოთ და გახეხილი ვაშლი, შოკოლადი, ყაყაჩოს თესლი ან ხაჭო დაუმატოთ. ასეთი გულსართი ცომს ზემოდან უნდა დაადოთ.

ინგრედიენტები

  • 125 გრამი + 70 გრამი კარაქი
  • 125 გრამი კეფირი
  • 240 + 80 გრამი ხორბლის ფქვილი
  • 5 გრამი ცომის გამაფხვიერებელი
  • 100 გრამი შაქარი
  • 50 გრამი შაქრის ფხვნილი

1. აურიეთ 240 გრამი ფქვილი და გამაფხვირებელი (დანარჩენი ფქვილი მოსაყრელად გვჭირდება). შემდეგ მშრალი ნარევი კარგად გაცერით.
2. დაუმატეთ მსხვილ სახეხზე გახეხილი ცივი კარაქი (130 გრამი). საგულდაგულოდ აურიეთ.

3. დაასხით კეფირი და მოზილეთ ცომი. შეახვიეთ საკვებ ცელოფანში და 1 საათით მაცივარში შედგით.

4. მოამზადეთ პუდრა ცომზე მოსაყრელად: ერთმანეთში აურიეთ 80 გრამი ფქვილი და შაქარი, ჩაახეხეთ 70 გრამი კარაქი, აურიეთ ნამცეცების წარმოქმნამდე. გადააფარეთ ცელოფანი და მაცივარში შედგით.

5. მზა ცომი მცირე ზომის ნაჭრებად დაჭერით. რჩევა დიასახლისებისთვის: რაც უფრო დიდ ნაჭრებს გააკეთებთ, მით უფრო მაღალი გამოვა ორცხობილის ფენა. ფხვნილი იმდენ ნაწილად გაყავით რამდენადაც ცომი.

6. ცომის ყოველ ნაჭერს თხლად გააბრტყელებთ. შემდეგ ზემოდან ფხვნილს მოაყრით.

7. მას ზემოდან მეორე ფენა დააფარეთ და კვლავ მოაყარეთ ფხვნილი. იქამდე გაიეორეთ სანამ ცომი და ფხვნილი არ დამთავრდება.
8. მზა ცომი თანაბარ ნაწილებად დაჭერით. დადევით პერგამენტ დაფენილ ჟარუნაზე.

9. შედგით წინასწარ 200 გრადუსამდე გაცხელებულ ქურაში. აცხვეთ 20 წუთის განმავლობაში.
10. მზა ორცხობილებს შაქრის პუდრა მოაყარეთ.

იმისთვის, რომ ცომი არ დაიწვას – ქურაში წყლიანი ჯამიც შედგით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს