სოუსი “ცხელი პატარძალი” – წიწაკითა და კოჭით

202
Photo credit: Depositphotos

კოჭასა და წიწაკის ამ სოუსს ზოგჯერ მურაბას უწოდებენ, რადგან შაქრისა და თაფლის წყალობით ის ძალიან წელვადი და ტკბილი გამოდის. კოჭა მას შესანიშნავ გამათბობელს საშუალებად აქცევს, რომელიც თქვენს სიცივისგან დაღლილ ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებებით მოამარაგებს.

სოუსი კოჭათი

მაშ ასე, რას მოუხდება ეს სოუსი თუ ის ასეთი ტკბილი გამოდის? რასთანაც მოისურვებთ! შეგიძიათ ის ხორცეულს დაუმატოთ ან თქვენს საყვარელ წვნიანში შეიტანოთ მრავალფეროვნება. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ საუზმეზე ტოსტები მიირთვათ. ისეთივე გამოდის როგორც ხილიანი ჯემით თუმცა იმდენად ტკბილი არ არის. ბევრს აქვს სურვილი დიალობით სწორედ ასეთი რამ მიირთვას: არც ძალიან ტკბილი, არც ძალიან მჟავე ან ცხარე.

Photo credit: Depositphotos

ინგრედიენტები

  • 1,5 კგ ტკბილი წიწაკა
  • 40 გრამი კოჭა
  • 100 გრამი თაფლი
  • 400 გრამი შაქარი
  • 100 მილიგრამი ღვინის ძმარი
  • 20 გრამი ზღვის მარილი
  • 15 გრამი ვაშლის პექტინი

მომზადების წეს

1 პირველი ეტაპი – კოჭასა და წიწაკის მომზადება. კოჭას ფესვები გათალეთ და ძალიან წვრილად დაჭერით. წიწაკა საგულდაგულოდ გაასუფთავეთ და კუბებად დაჭერით.

Photo credit: Depositphotos

2. წიწაკის კუბები სქელძირიან ქვაბში ჩაყარეთ და კოჭაც დაუმატეთ. დანარჩენი კი ისევე ხდება როგორც მურაბის მომზადებისას: დაუმატეთ 300 გრამი შაქარი, თაფლი, ძმარი და მარილი. გააჩერეთ 4 საათით.

Photo credit: Depositphotos

3. დადგით ქვაბი საშუალო ცეცხლზე და ადუღებამდე მიიყვანეთ, ნუ დაგავიწყდებათ ქაფის მოხსნა. ნახევარი საათის შემდეგ ცეცხლს მაქსიმალურად დაუწიეთ.

Photo credit: Depositphotos

4. როგორც გახსოვთ, ჩვენ სულ 400 გრამი შაქარი გვქონდა და 100 გრამი გამოსაყენებელი დაგვრჩა. ეს მორჩენილი ნაწილი აუცილებლად შეურიეთ პექტის და ფრთხილად მოურიეთ მურაბას ისე, რომ კორკოშალები არ გაჩნდეს.

Photo credit: Depositphotos

5. ახლა სოუსი კიდევ 4 წუთით ხარშეთ და გააცივეთ. 1 დღით მაცივარში შედგით.

რედაქციისგან

ამ სოუსს ზოგჯერ “ცხელ პატარძალსაც უწოდებენ”. მას რბილი გამათბობელი ეფექტი აქვს, სადილის ან ვახშამის შემდეგ მისგან სასიამოვნო დამათბობელი ეფექტი იგრძნობა. კოჭას ფესვი ჭარმოშობით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან არის და ყველაზე პოპულარული აფროდიზიაკების სიაში შედის, ამიტომ ეს სოუსი რომანტიკული ვახშმისთვისაც გამოგადგებათ. გაანებივრეთ ტკბილეულით თქვენი მეორე ნახევარი..

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს