თმის შეფერილობა, რომელიც 10 წლით დაგაბარებთ

9759

ქალი ნებისმიერ ვითარებაში ქალი უნდა იყოს. ისე, რომ ვარცხნილობა, ფრჩხილები და კანი ყოველთვის მოვლილი ჰქონდეს. ცოდნით გამრავლებული გემოვნება კარგ შედეგს გპირდებათ. „პაპარაცი“ გიამბობთ, თუ როგორ შეარჩიოთ ფერები თმის შესაღებად.

photo credit: freepik

ზოგიერთი ფერის საღებავს შეუძლია ასაკი შეგმატოთ და იაფფასიანი იმიჯი შეგიქმნათ. თანამედროვე პროფესიონალური შეღებვა ასეთ დეტალებს ითვალისწინებს.

შეფერილობები თმის შესაღებად

სპეციალისტთან საუბრისას გავარკვიეთ, თუ უმეტეს შემთხვევაში რომელი ფერი აბერებს ქალს და რომელი აახალგაზრდავებს. ინფორმაცია 50 წლის ქალებისთვის განსაკუთრებით აქტუალურია.

თმის საღებავის ფერები და ქალის ასაკი

რომელი ფერები უნდა აირჩიოთ დიდი სიფრთხილით და რომელს საერთოდ თავი აარიდოთ? დღეს სპეციალურად აქცენტს გავაკეთებთ „სიბერის ჩრდილებზე“, როგორც პარიკმახერები ამბობენ.

Photo credit: Depositphotos

სამწუხარო თმის ჩრდილები, რომლებიც ქალებს აბერებენ

1. წითელი

წითლის ისეთი შეფერილობები, როგორიცაა ბროწეული, ლალი, წითელი ხე და მასთან ახლოს მყოფი ჩრდილები კანის იდეალურ მდგომარეობას მოითხოვენ. არადა ბევრ ასაკოვან ქალს ამით დაკვეხნა არ შეუძლია.

Photo credit: Depositphotos

თუ გახსოვთ, 90-იან წლებში წითლის ჩრდილები მეგაპოპულარული იყო. ბევრი ასე იღებებობდა: ახალგაზრდებიც და ასაკოვნებიც. შედეგად? სახეზე აკნე, ნაოჭები, პიგმენტური ლაქები – ღია ფერის ტონი მათ უფრო გამოკვეთს. რაც შეეხება თვალების ქვეშ მუქ წრეებს, ის უფრო შესამჩნევი და მუქი ხდება. გაითვალისწინეთ, რომ ჭაღარა თმაზე წითელი ფერი უფრო გაჯერებული და კაშკაშა გამოდის.

2. შავი

ძალიან ღრმა ფერი, რომელიც აღმოსავლური ტიპის ქალებზე დიდებულად გამოიყურება. აი, ტიპიური ევროპული გარეგნობის ქალს ზემოდან 10-15 წელს დაუმატებს.

Photo credit: Depositphotos

ჩვეულებრივ, ჩვენთან ბუნებრივი თმის ფერი ღია ან მუქი ყავისფერია. გაზრდილი ღია ფერის ძირები გამოგააშკარავებთ და ეს ძალიან ცუდად გამოიყურება. შავად შეღებვისას ძირებს ყურადღება უნდა მიაქციოთ და ყოველ ორ კვირაში პარიკმახერს ეწვიოთ. კანი იდეალურად გლუვი უნდა იყოს. თვალების ქვეშ ნაოჭები, ცხვირ–ტუჩის ნაკეცები და ორმაგი ნიკაპი თვალში კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდება. იშვიათ შემთხვევაში შავი ფერი 50 წლის ქალზე ნამდვილად ეფექტურია, მაგრამ ამის მიღწევა მხოლოდ გამოცდილ სპეციალისტს შეუძლია.

3. იასამნისფერი

ხშირად ასეთ ფერს ჭაღარა თმაზე ფერადი ბალზამის წასმით იღებენ. არ ვდაობთ, იასამნისფერი ტონიკი გაღიავებულ თმაზე სიყვითლეს ნამდვილად კლავს. მისი დახმარებით ლამაზ, ცივ ქერას მიიღებთ, თუმცა 50+ ასაკის ქალებს ასეთი ფერი აბერებს.

Photo credit: pixabay

ცივი იასამნისფერი ტონი კანს ფერმკრთალს ხდის. ამის გამო კანის ნაკლოვანებები უფრო გამოკვეთილი ხდება. ცოტა უცნაურია და სასაცილოდ გამოიყურება მოწიფული ასაკის ქალები მოლურჯო–იიისფერ თმაში. განსაკუთრებით, თუ მოკლე და მოუვლელი თმა აქვთ.

რატომ არ აახალგაზრდავებს ქერა თმა

4. პერჰიდროლის ქერა

მას „სიმინდის“ შეფერილობასაც უწოდებენ. თითქოსდა დამწვარია, მოთეთრო–ყვითელ თმას ხშირად იღებენ „მოდის მიმდევრები“, რომლებიც თმას სახლის პირობებში იღებავენ. რა თქმა უნდა, თმა შეგიძლიათ დამოუკიდებლად შეიღებოთ და ქერას სასურველი შეფერილობა მიიღოთ. უმეტეს შემთხვევაში, შედეგი სავალალოა და იაფფასიანად გამოიყურება. ამასთან, სახის კანის ნაკლოვანებები კიდევ უფრო იკვეთება.

photo credit: freepik

ამ მიზეზით 50+ წლის ქალმა სჯობს უფრო ბუნებრივი, რბილი ქერა აირჩიოს. მას მიეკუთვნება ღია ყავისფერი, ხორბლისფერი, კრემისფერი, ქვიშისფერი, კარამელი. ბუნებრივად წაბლისფერ თმიან ქალებს რიჟა და შოკოლადისფერი უხდება, ოღონდ სიწითლის გარეშე.

5. ფერადი კულულები

როგორი მოდის მიმდევარიც არ უნდა იყოთ, მთელი თმის ცისარტყლის ფერებში შეღებვას არ გირჩევთ. ასეთი ვარიანტი ასაკოვან ქალებს ბოროტად ეხუმრება: ვიზუალურად ასაკს მატებს და კლოუნის სტილს ქმნის.

Photo credit: Depositphotos

რა გავაკეთოთ, თუ სულს თმის ფერადად შეღებვა სურს? მელირების და მთელი თმის სრულად შეღებვის ნაცვლად ფერადი საღებავი აქცენტად გამოიყენეთ. მაგალითად, ჩოლკა ან თმის წვერები გამოყავით, მხოლოდ რამდენიმე კულული შეიღებეთ.

უდავოდ, თმის შეღებვის პროცესს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. სწორედ ამიტომ, საკუთარ თავზე არ დაზოგოთ! კარგ სპეციალისტს მიმართეთ, რომელიც სწორ ვარიანტს შემოგთავაზებთ. გისურვებთ, იდეალური თმის ფერი იპოვოთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს