12 ფრაზა, რომლებიც ბავშვს არასდროს არ უნდა უთხრათ

671

ხშირად, ადამიანები ვერ აფასებენ სიტყვების ძალას. არადა, ერთი გაუფრთხილებელი ფრაზით ადამიანის მომავლის რადიკალურად შეცვლაა შესაძლებელი. ეს ბავშვებს განსაკუთრებით ეხება, რამდენადაც ისინი ყველაფერს მარტივად იმახსოვრებენ და იმეორებენ.

სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ უხეში მოპყრობა ბავშვობისას დამღუპველად მოქმედებს მომავალი ზრდასრული ადამიანის ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე.

12 ფრაზა, რომლებიც ბავშვებს არასდროს უნდა უთხრათ:

1. “მამაშენს ვეტყვი”

რა ესმის ბავშვს: “მე და მამა ერთ მხარეს ვართ და, თუ მე შენ გაგიბრაზდები, ისიც გაგიბრაზდება.”

ბავშვი ფიქრობს, რომ თუ მამა უსიტყვოდ დაუჭერს მხარს დედას, მომხდარის მისეულ ვერსიას კი არავინ ისმენს, ესე იგი, ორივე მის წინააღმდეგაა განწყობილი. ასე იბადება მარტოობისა და უნდობლობის შეგრძნება.

თუ ასე მნიშვნელოვანია მამამდე ინფორმაციის მიტანა, დაინტერესდით, მზადაა თუ არა ბავშვი, თავად მოყვეს ყველაფერს. ასწავლეთ ბავშვს თავისი შეცდომების აღიარება და ამის გულწრფელად კეთება.

2. “აქ არაფერია შენი, ყველაფერი ჩვენ ვიყიდეთ”

რა ესმის ბავშვს: “შენი საყვარელი დათუნიაც კი არ გეკუთვნის შენ, ნებისმიერ მომენტში შეგვიძლია მისი წაღება.”

საყვარელი ნივთები შანტაჟის მთავარ საგნებად იქცევა ხოლმე, სწორედ ასეთი ფრაზების შემდეგ ხვდებიან ბავშვები, რომ ამ სამყაროში მატერიალური კეთილდღეობა ყველაზე მნიშვნელოვანია.

ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი აღზრდაში – ესაა ბავშვისთვის იმის ჩვენება, რომ იგი უყვართ და არავინ მანიპულირებს მის გრძნობებზე მისთვის ყველაზე ძვირფასი რამის გამოყენებით.

3. “მომკლავ შენ მე”

რა ესმის ბავშვს: “თუ მშობლებს რამე მოუვათ, ამაში შენ იქნები დამნაშავე.”

ზოგიერთი მშობელი დარწმუნებულია, რომ ბავშვი მადლობელი უნდა იყოს მისთვის ნაბოძები სიცოცხლისთვის, ამიტომ ნებისმიერი უარი განიხილება, როგორც პირადი შეურაცხყოფა. ამრიგად, თანდათან იზრდება არასრულფასოვნების შეგრძნება.

დაივიწტეთ ფრაზები: “შენ მე გამაგიჟებ,” “შენ გამო თავი მტკივა,” “მე და მამაშენს სისხლი გაგვიშრე” და ა.შ. დრამატული სპექტაკლების ნაცვლად, მკვეთრად ახსენით თქვენი პრეტენზიების არსი, თუ ისინი ნამდვილად გაქვთ.

4. ცოლად არავინ მოგიყვანს/გამოგყვება”

რა ესმის ბავშვს: “არავის დასჭირდები.”

ბებიებისა და დედების მსგავსი “პროგნოზები” იწვევს მომავლის შიშსა და თავდაჯერებულობის დაკარგვას საკუთარ ძალებში: რადგან ყველაზე ახლობლები ამბობენ, რომ არაფერი გამოვა, ესე იგი ასეც იქნება.

მეტი დრო დაუთმეთ ბავშვის ხასიათს და არა გარე ატრიბუტებს(რომლებიც კიდევ მრავალჯერ შეიცვლება), არ შეუშალოთ ხელი მის თვითგამოხატულებას.

5. “მე გავაკეთებ, შენ ჯერ პატარა ხარ”

რა ესმის ბავშვს: “არ აქვს აზრი მცდელობას, მაინც არაფერი გამოგივა.”

ასეთი “ზრუნვით” თქვენ ბავშვის მცდელობებს აბათილებთ და ართმევთ მას რაღაც ახლის შესწავლის საშუალებას. როცა ბავშვი გაიზრდება, იგი ვერ შეძლებს დამოუკიდებლობასა და მარტოობას, დარწმუნებული იქნება, რომ იგი უიღბლოა.

ბავშვს უნდა გააგებინოთ, თუ რა როლს ასრულებს იგი ოჯახში, და ჯანსაღი თვითშეფასებისთვის აუცილებელია, რომ ბავშვს შეეძლოს იმის გაკეთება, რაც კარგად გამოსდის. ხოლო ამისთვის სჭირდება პრაქტიკა, ამიტომ მოიმარაგეთ მოთმინება და მოიფიქრეთ დავალებები, რომელთა გაკეთებაც ბავშვს დამოუკიდებლად შეეძლება.

6. “რატომ 9 და არა 10?”

რა ესმის ბავშვს: “შენ არ ამართლებ ჩემს მოლოდინებს. კარგი რომ ყოფილიყავი, 12-ს მიიღებდი.”

ზრდასრულებს სწრაფად ავიწყდებათ – ოდესღაც თვითონაც ბავშვები იყვნენ, და გულწრფელად სჯერათ, რომ მათ არც პრობლემები აქვთ და არც შფოთვის საბაბი. თუმცა, ბავშვებიც განიცდიან სტრესს სხვადასხვა მიზეზით, ამიტომ არაა სიტუაციის გაუარესება საჭირო.

არ დაგავიწყდეთ იმის კითხვა, თუ როგორ ჩაიარა ბავშვის დღემ, და თუ სირთულეებს შეამჩნევთ, მიმართეთ ბავშვი მათი გადაწყვეტის მხარეს.

7. “მშვიდად რომ გელაპარაკები, არ გესმის?”

რა ესმის ბავშვს: “მე ძლიერი ვარ, ამიტომ ყოველთვის მართალი ვარ!”

დაშინება სწრაფად კარგავს ეფექტურობას, თუ თქვენ არ ახორციელებთ მუქარას. ხოლო თუ საქმე ხელის შეხებამდე მივიდა, ნუ გაგიკვირდებათ, თუ როგორ გაუჩნდება ჯანმრთელად დაბადებულ ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემები სამომავლოდ: შაკიკი, ართრიტი, წელის ტკივილები, ასთმა, ჰიპერტონია, ქრონიკული დაღლილობა, დეპრესია და სხვ.

ნდობით აღსავსე ურთიერთობებითა და საუბრებით გაცილებით მეტს მიაღწევთ, ვიდრე მუქარებითა და ქამრით.

8. “არ მაინტერესებს რა გინდა და რა-არა”

რა ესმის ბავშვს: “არავის აინტერესებს შენი სურვილები, ისევე, როგორც შენ.”

რაც უფრო დიდ ზეწოლას ახდენთ ბავშვზე, მით უფრო მეტად უნდა მას შეწინააღმდეგება.

ყოველთვის აუხსენით ბავშვს თქვენი პოზიცია და ის, თუ რატომ გინდათ, რომ რაღაც სწორედ ასე მოხდეს. ბავშვებთან კომპრომისი სავსებით შესაძლებელია, ამიტომ, სჯობს ერთმანეთს მოუსმინოთ და გულწრფელი იყოთ მასთან.

9. “ნუ იგონებ”

რა ესმის ბავშვს: “შენი პრობლემებისთვის არ მცალია”; “შენი არ მჯერა”.

ბავშვის შიშების უარყოფით, თქვენ პრობლემებს ვერ წყვეტთ. ნებისმიერი ემოცია(ფანტაზიებით გამოწვეულიც კი) რეალურია, მსგავსი სიტყვებით კი თქვენ ბავშვს შინაგანი გრძნობებისა და განცდების დამალვას ასწავლით.

გაუმკლავდით ყველაზე საშიშ მონსტრებსაც კი ბავშვთან ერთად, მიეცით საშუალევა იმის გაგებისა, რომ მისი გჯერად და მხარს უჭერთ.

10. “ნუ მარცხვენ”

რა ესმის ბავშვს: “შენ ცუდი ხარ”.

როცა ბავშვისთვის მის ნაკლზე მითითება გსურთ, არ გაწყენდათ იმის გახსენება, რომ იგი სწორედ მშობლების ქცევებს იმეორებს.

აჩვენეთ ბავშვებს ღირსეული მოქცევის მაგალითი. თუ მეზობლებს ესალმებით, ნაგავი ურნამდე მიგაქვთ და გარშემომყოფების მიმართ ყურადღებიანი ხართ, ბავშვი ამ თვისებებს გამოიმუშავებს.

11. “სანამ არ შეჭამ, არ ითამაშებ”

რა ესმის ბავშვს: “რაღაცის გაკეთება სარგებლის მისაღებად.”

ასეთი ტაქტიკა მხოლოდ კონკრეტულ მომენტამდე მოქმედებს, თუმცა მალე ბავშვი თქვენთან ვაჭრობას დაიწყებს: საჭმელს ყოველთვის ბოლომდე შევჭამ, თუ ახალ კომპიუტერს მიყიდით, ძაღლს 2 საათით ვასეირნებ, შემდეგ კი კომპიუტერით ვითამაშებ და სხვ.

აუხსენით საკუთარი პოზიცია და ის, თუ რატომაა მნიშვნელოვანი იმის გაკეთება, რასაც სთხოვთ. ეცადეთ, არ “იყიდოთ” ბავშვის საქციელი: ადრე თუ გვიან, ეს ტაქტიკა მწყობრიდან გამოვა.

12. “მოკეტე!”

რა ესმის ბავშვს: “არ მიყვარხარ.”

ნებისმიერი უხეში სიტყვა მომავალში უკან დაგიბრუნდებათ, როცა უკვე თქვენ იქნებით ნაწყენი. მშობლებს გულწრფელად უკვირთ შვილების უხეშობა და საკუთარი ბავშვების მხრიდან უგულებელყოფა, რადგან არ ახსოვთმ, როგორ ავიწყდებოდათ ბავშვთან პატივისცემით მოპყრობა,

სანამ ბავშვთან დიალოგს დაიწყებდეთ, გაერკვიეთ საკუთარ თავში: რატომ გაღიზიანებთ ტიპური ბავშვური ქცევა? შესაძლოა, პრობლემა თქვენს ნეგატიურ ემოციებშია, რომლებიც დააგროვეთ, ბავშვი კი მეხამრიდი არაა – მასზე ჯავრი არ უნდა იყაროთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს