რის წყალობით ხდება მოთუშული კომბოსტო ისეთი წვნიანი, როგორც მოხარშული ხორცი ანანასით

203

რა უნდა გააკეთოს თანამედროვე დიასახლისმა, როცა ჩვეული კერძები გვბეზრდება? მართალია, შევიდეს ინტერნეტ ქსელში და ახალი რეცეპტები მოძებნოს. Paparazzi.ge–ს რედაქცია გამონაკლისი არაა და ერთ–ერთ კულინარიულ არხზე რეცეპტი–აღმოჩენა იპოვა. მოთუშული ბოსტნეული საცხობ პარკში გუფთებით სწრაფად და მარტივად მზადდება.

ინგრედიენტები თქვენი გემოვნებით შეარჩიეთ. მაგალითად, ხორცი: შეგიძლიათ ღორის და ძროხის ხორცი შეურიოთ ან ქათმის ან ინდაურის ფილე გამოიყენოთ. ბრინჯი ადვილად შეგიძლიათ ბულგურით ჩაანაცვლოთ. ხოლო კომბოსტოში შეგიძლიათ პომიდვრის პასტის ნაცვლად ახალი ან დაკონსერვებული პომიდვრის ნაჭრები გამოიყენოთ. სწორედ ამიტომ, ექსპერიმენტები თამამად ჩაატარეთ!

კომბოსტო საცხობ პარკში

პროდუქტების რაოდენობის შეცვლაც შეიძლება. ამ რეცეპტში მითითებული რაოდენობა რამდენიმე კაციანი ოჯახის სავახშმოდ არის გათვლილი.

გუფთების ინგრედიენტები:

  • 700 გრ ხორცი (ფარშისთვის)
  • 1 კვერცხი
  • 1 ხახვი
  • 0,5 ჭიქა ბრინჯი
  • მარილი, წიწაკა გემოვნებით
  • მწვანილი გემოვნებით

კომბოსტოს ინგრედიენტები:

  • 1 თავი კომბოსტო (დაახლოებით 2 კგ)
  • 1 მსხვილი სტაფილო
  • 1–2 ხახვი
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • 1 ს/კ პომიდვრის პასტა
  • 0,5-1 ჩ/კ ტკბილი პაპრიკა
  • მარილი, წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

1. ხორცი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ.

2. ფარში კვერცხი ჩატეხეთ. მარილი, წიწაკა დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

3. მოხარშული ბრინჯი, დანით დაქუცმაცებული ხახვი და მწვანილი დაუმატეთ. პატარა გუფთები გააკეთეთ. სამზარეულოს დაფაზე დააწყვეთ და ცოტა ხნით საყინულეში შეინახეთ.

4. კომბოსტო დაჭერით, სტაფილო მსხვილ სახეხზე გახეხეთ, ხავი და წიწაკა ზოლებად დაჭერით. ბოსტნეული აურიეთ. პომიდვრის პასტა, პაპრიკა, მარილი და წიწაკა დაუმატეთ. ხელით აურიეთ.

5. მზა კომბოსტო საცხობ პარკში მოათავსეთ. ასევე დაგჭირდებათ ღრმა ფორმა ან ტაფა.

6. ზემოდან მზა გაყინული გუფთები მოათავსეთ, ოდნავ კომბოსტოში ჩააღრმავეთ. საცხობი პარკი შეკარით და 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ზუსტად 1 საათით აცხვეთ.

7. მომზადებამდე 10 წუთით ადრე პარკი გაჭერით. დაე, ზედმეტი სითხე გამოვიდეს.

კომბოსტო და გუფთები ძალიან ნაზი და წვნიანი გამოვა, როგორც ორთქლზე მომზადებისას. თან ზედმეტი ცხიმის გარეშე! კერძი საკმაოდ დიეტური, მაგრამ ნოყიერია. მას შეგიძლიათ დაუმატოთ არაჟანი ან შინაურული სოუსი თქვენი გემოვნებით. რა თქმა უნდა, ახალი ბოსტნეულიც გამოგადგებათ.

მადის აღმძვრელად გამოიყურება, არა? ასე რომ, ყოველდღიური მენიუს გამრავალფეროვნება არ დაგეზაროთ. მოამზადეთ და გვითხარით, როგორი გამოვიდა კერძი და თუ მოგეწონათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს