რომელი საჩუქრის მიღების შემდეგ შევწყვიტე თეთრეულის დაუთოვება

264

ჩვენ ძილში ცხოვრების თითქმის მესამედს ვატარებთ რაც დაახლოებით 22 წელიწადს უდრის, ამიტომ საჭიროა საძინებლის აქსესუარების შერჩევად გულიტადად მივუდგეთ. კომფორტული საძინებელი ხომ სრულფასოვანი ძილის უმნიშვნელვანესი ელემენტია. Paparazzi-ს რედაქცია ამ სტატიაში სელის თეთრეულის შესახებ მოგითხრობთ და აგიხსნით თუ როგორ გაგიმარტივებთ ის ცხოვრებას.

სელის თეთრეული

ჩვენს დროში ხარისხიანი თეთრეულის პოვნა არც თუ ისე მარტივი საქმეა. ფერები და მატერია გარშემო უხვად არის თუმცა ზოგიერთ კომპლექტს სხვადასხვა თავსატეხი მოყვება: ცუდად უთოვდება, კარგავს ფორმას და ფერს ან კანს აღიზიანებს. არსებობს მარტივი გამოსავალი: შეიძიენთ სელის ნაჭრისგან დამზადებული თეთრეული.

სელის ნივთებს ბევრი პლიუსი აქვთ სტანდარტულ ბამბის ნაჭრებთან და სინთეტიკასთან შედარებით, აგრდა ამისა ისინი რამდენიმე გარეცხვის შემდეგად არ კარგავენ ფორმას და ხარისხს. მოდით ახლა დანარჩენ პლიუსებზე გადავიდეთ.

არ საჭიროებს დაუთოვებას

ალბათ სწორედ ამ პუნქტით ჯობს დაწყება. თანამედროვე ცხოვრების ტემპში უთოს დრო ნაკლებად გვრჩება. სელის შემთხვევაში დაუუთავებელი მატერია მაინც კარგად გამოიყურება, თუმცა თუ მაინც გადაწყვეტთ მის დაუთოვებას აჯობებს ის უკუღმა გადმოაბრუნოთ და მაშინ გააუთავოთ როდესაც ოდნავი სინოტივე კვლავ შენარჩუნებული აქვს.

მარტივი მოვლა

სელის თეთრეული მოვლა ძალიან მარტივია. მტავარია – ასეთი კომპლექტები 30 გრადუს ტემპერატურაზე გაირეცხოს. ნატურალური ვარიანტებისთვის ტემპერატურა შეგიძლიათ 40-60 გრადუსამდე გაზარდოთ. ნებისმიერ შემთხვევაში აჯობებს ინფორმაცია მარკაზე წაიკიტხოთ. ეს მატერია ყველა ტიპის სარეცხ საშუალებას შესანიშნავად იტანს.

ეს თეთრეული აჯობებს ტრადიციულად ვერტიკალური მეთოდით გააშროთ, მანქანით შრობას კი აჯობებს მოერიდოთ.

100% ნატურალური

სელი 100%-ით ნატურალური ნაჭერია და ბევრი უნიკალური თვისება აქვს. მაგარლიტად, ის სწრაფად აორთქლებს ტენს და სხეულის ოპტიმალური ტემპერატურის შენარჩუნება შეუძლია. გარდა ამისა ის არ იწოვს უსიამოვნო სუნებს.

ინახება დიდხანს

ყოველდღიური გამოყენების შემთხვევაშიც რამდენიმე წლის განმავლობაში ძლებს სელის თეთრეული და თავის თვისებებს არ კარგავს. ამ ნაჭრის შეღებვისას როგორც წესი რეაქტიული ღებვის მეთოდს იყენებენ. არსი იმაშია, რომ ნაჭიროს თითოეული ბოჭკო ერთდება საღებავთან და შესაბამისად მას ფერიც არ გადასის.

სელის ნაჭერი კარგად უძლებს მზის სხივებთან პირდაპირ კავშირს და არ ხუნდება, იმავეს სხვა მატერიაზე ვერ იტყვით! სელის ნაჭერი არ ელექტროვდება.

ჰიპოალერგიულობა

სელის თეთრეული აღმოჩენაა მათთვის ვისაც ალერგია აქვს. ეს ნაჭერი ძალიან რბილი და სასიამოვნოა შეხებისას. გარდა ამისა ნატურალური დეზინფექტორია რადგან მინერალ სილიციუმი შეცველია. ის ხელს უშლის სხვადასხვა მიკრობებისა და სოკოს განვიტარებას.

სელის თეთრეული – ეს გახლავთ კომფორტის, სასიამოვნო სიგრილისა და სირბილის განცდა. ასეთი კომპლექტით დიდ განსხვავებას იგრძნობთ და უკეთ გამოიძინებთ. რა თქმა უნდა სელის ნაკეთობები უფრო მაღალი ფასით გამოირჩევიან თუმცა ის უფრო დიდხანს მოგემსახურებათ და სრულად გაამართლებს თავის ფასს. სრულფასოვანი ძილი ხომ იმდენად მნიშვნელოვანიარომ მასზე ეკონომიის გაკეთება არ ღირს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს