მგრძნობიარე, იდუმალებით მოცული და არისტოკრატიული ორქიდეები სამართლიანად ითვლება ყვავილების სამყაროს დედოფლად. ლამაზი ქალი ორქიდეებით – ეს ხედი თვალს ახარებს. თუმცა როგორც აღმოჩნდა ამ სამეფო ყვავილის ჩუქება ყოველთვის მიზანშეწონილი არ არის. რატომ არის ასე?! Paparazzi-ს რედაქცია ამის შესახებ სტატიაში მოგითხრობთ!
ორქიდეა ყვავილების ენაზე
ჩინელი ფილოსოფოსი კონფუცი წერდა “კარგ ადამიანთან ნაცნობობა ძალიან გავს იმ ოთახის სტუმრობას რომელიც ორქიდეებით არის სავსე… სინი სიმშვიდის, სიხარულისა და ჰარმონიის შეგრძნებას იწვევენ.”
შუასაუკუნეების ევროპაში სამეფო ყვავილმა სულ სხვაგვარი რეაქცია გაოიწვია. იმ დროს ძალიან პოპულარული იყო ელექსირები რომლებიც მცენარის ბოლქვებისგან მზადდებოდა და სასიყვარულო მისწრაფებებს აძლიერებდა.
დღეს ითვლება, რომ ყვავილების ენაზე ორქიდეა ნაზ ვნებასა და გულწრფელ სიყვარულს გამოხატავს. ფლორისტები არც თუ ისე იშვიათად იყენებენ მათ ამ გრძნობების გადასაცემად. ალბათ ამიტომ ეცვა ორქიდეებით შემკული საქორწილო კაბა დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედს.
ორქიდეის სამი სახეობისგან იყოს შექმნილი მისი საქორწილო ბუკეტი. დედოფლის კარის აზრით ისინი ახალგაზრდობას, არისტოკრატიზმსა და სილამაზეს ასახიერებენ. ბუკეტის კონტექსტში კი ისინი სიყვარულის, მგრძნობიარობისა და მრავალშვილიანობის სიმბოლოდ იყვნენ გამოყენებული.
ორქიდეის ფერები
ყოველი ფერის ორქიდეას თავისი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
1. თეთრი
ასახიერებს პატივისცემას, უბიწობას. ხშირად გვხვდება საქორწინო კომპოზიციებში.
2. მუქი-წითელი
გვეხმარება თავდაჯერებულობის მატებაში, ის ახალი სიყვარულისკენ გადადგმული თამამი ნაბიჯის სიმბოლოა.
3. ყვითელი
მეგობრობის, სიხარულისა და ახალი წამოწყების სიმბოლოა. შესაფერისი საჩუქარია კოლეგისთვის.
4. ვარდისფერი
ქალურობა, დახვეწილობა და აღფრთოვანება. შეგიძლიათ მეგობარსაც აჩუქოთ.
5. ლურჯი
სულიერი განვითარების და განჭვრეტის სიმბოლო.
ორქიდეა საჩუქრის სახით
ორქიდეა – შესანიშნავი ყვავილია, რომლის დანახვაც ქალბატონებს ყოველთვის უხარიათ. მათ ქორწილში ჩუქნიან, ჩუქნიან დედებს ბავშვის გაჩენის შემდეგ და იდეალურია პაემანზე საჩუქებლადაც.
თუმცა ამ ყვავილის უფროსისთვის ან კოლეგისთვის ჩუქება არასწორია რადგან ის ვნების სიმბოლოა. ამან შესაძლოა კოლექტივში ცუდი მითქმა-მოთქმა გამოიწვიოს.
ყვავილის ქოთნით ჩუქება იმ შემთხვევაშია სწორი თუ იცით, რომ ადრესატს ყვავილების მოვლა უყვარს და ეს მისთვის რთული არ იქნება.
ორქიდეა და დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი
სინგაპურში არსებობს ლამაზი ტრადიცია, როდესაც სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს ორქიდეას ჩუქნიან რომელსაც საპატივცემულოდ მათ სახელს არქმევენ. ყოველი ასეთი ყვავილი – ჰიბრიდული ორქიდეაა, რომელთა გაზრდაზე მინიმუმ 5 წელი იხარჯება.
2021 წელს კეით მიდლტონმა და პრინცმა უილიამმა სინგაპირუსი ბოტანიკური ბაღი მოინახულეს, სადაც მათ ის ორქიდეა წარუდგინეს რომლსაც მათი სახელი ერქვა: Vanda William Catherine.
ჰერცოგმა იხუმრა, რომ ყვავილის ფერი არაჩვეულებრივად ეხამებოდა ქეითის კაბას. ჰერცოგს თეთრი ორქიდეაც აჩვენეს რომელსაც მისი დედის, პრინცესა დიანას საპატივცემულოდ დაარქვეს სახელი.
არც ისე დიდი ხნის წინ, ჩელსის ყვავილების გამოფენაზე, თავისი სახელის მქონე ორქიდეის ჰიბრიდი დედაოფანმა ელისაბედ მეორემაც მიიღო საჩუქრად.
როგორც ხედავთ, თუ ორქიდეის ფერს სწორად შევარჩევთ მათ ჩვენს სათქმელის გადმოცემა შეეძლებათ. ეს შესანიშნავი მეთოდია იმისთვის რომ გრძნობა გაამხილოთ და ამავდროულად თავშეკავებული დარჩეთ. სწორად შერჩეული ასეთი საჩუქარი ღირსეულად იქნება შეფასებული.