ზოგიერთი ჰიგიენის პროდუქტის მრავალმხრივობა უბრალოდ გვაოცებს. რამდენიმე აშკარა გამოყენების მეთოდს მოფიქრებაც ხომ უნდა! აი, მაგალითად, ქალებმა პარსვის შემდგომი კრემის გამოყენება არაპირდაპირი დანიშნულებით გადაწყვიტეს. Paparazzi-ს რედაქცია გიამბობთ, თუ კიდევ რით შეიძლება იყოს სასარგებლო ეს პროდუქტი.
პარსვის შემდგომი კრემი
ხშირად მესმის, რომ მამაკაცებისთვის განკუთვნილი პროდუქტები ზოგჯერ უფრო პრაქტიკული და ხარისხიანია, ვიდრე მათი ქალური ალტერნატივები. ამის ერთ–ერთი მაგალითია დეზოდორანტი. ალბათ, მხოლოდ ბავშვებმა არ იციან, რომ ცნობილი Old Spice Wolfthorn ნებისმიერ ქალის დეზოდორანტის დონეზე მაღალია. თან რა გასაოცარი სუნი აქვს!
თუმცა დღეს მასზე საუბარს არ ვაპირებ. აღმოჩნდა, რომ არსებობს კიდევ ერთი პროდუქტი, რომელიც ქალის კოსმეტიკაში საბაზისო დონეზე აუცილებლად უნდა გქონდეთ. ეს პარსვის შემდგომი კრემია. დაქალმა Old Spice-ზე ჩემი ნათქვამის შემდეგ პარსვის შემდგომ კრემზე თვალი ამიხილა. როგორც ამბობენ, ერთმანეთს გამოცდილება გავუზიარეთ.
როგორ გამოვიყენოთ მამაკაცის პარსვის შემდგომი კრემი
1. სახე
ამ პროდუქტის პირველი და ყველაზე მაგარი გამოყენება – მაკიაჟის პრაიმერი. თუ კოსმეტიკას იყენებთ, გეცოდინებათ, რომ ასეთ ბაზაზე კოსმეტიკა უკეთ ჯდება. ჩვეულებრივ, პრაიმერი ტექსტურას ათანაბრებს და ატენიანებს, მაგრამ ფასი დიდად იკბინება. როგორც იქნა, ღირსეული და ძალიან იაფი შემცვლელი ნაპოვნია.
გარდა იმისა, რომ კრემი როგორც პრაიმერი შესანიშნავად მუშაობს, მას დამცავი ფუნქციებიც აქვს. ახლა განსაკუთრებით აქტუალურია, როცა ქარი და სიცივე ნაზ ხელებს და სახის კანს არ ზოგავს. თუ ჰიპერმგრძნობიარე კანი გაქვთ და შეხებისას გექერცლებათ, ეს კრემი აუცილებლად უნდა სცადოთ.
2. ზურგი
რა თქმა უნდა, ზაფხულამდე შორია, მაგრამ მომავლისთვის გაიხსენეთ, რომ მზის დამწვრობის შემდეგ ასეთი კრემი დაგეხმარებათ. ის კანს ამშვიდებს და აღდგენას აჩქარებს. ასევე ქავილს ამცირებს. თუ მცირე დაზიანების ან მწერის ნაკბენის შემდეგ კანს იძრობთ, ერთი კრემის ტუბი აუცილებლად იყიდეთ. რა თქმა უნდა, ეს ხელების ან ყელის ზონასაც ეხება.
3. ფეხები
დაქალმა თმის მოსაშორებლად უამრავი მეთოდი გამოსცადა. დაწყებული ჩვეულებრივი საპარსიდან ძვირადღირებული ლაზერით დამთავრებული. თითოეული მეთოდის გამოყენების შემდეგ კანი უღიზიანდებოდა. ზოგჯერ მსუბუქად, ზოგჯერ ძალიან უსიამოვნოდ და უშნოდ. ერთხელ მეუღლის კრემი „სვობოდა“ F ვიტამინით გამოიყენა და ერთ ღამეში გაღიზიანება და ქავილი მოიშორა.
რედაქციისგან
ყოველთვის სასიამოვნოა სხვადასხვა საშუალებების გამოყენება და იმის გაგება, რომ თეთრებად შესაძლებელია თითქმის ისეთივე შედეგის მიღება, როგორც ძვირადღირებული პროდუქტის შეძენისას. სამწუხაროდ, ჩვენს დროში ამა თუ იმ კრემის ნამდვილი ხარისხის გაგება ზოგჯერ მხოლოდ შეფასებებით შეიძლება, ზოგჯერ ესეც სანდო არაა.