რატომ გვევედრებიან მეცნიერები დილით შვრიის ფაფის მირთმევისგან თავის შეკავებას

12264

ხშირად გვესმის, რომ საუზმეზე მირთმეული შვრიის ფაფა – იღბლიანი დღისა და შესანშნავი განწყობის გარანტია. მაგრამ რა მოხდება თუ ამს ყოველ დილით მივირთმევთ?!

ინგლისელები, რომელთა დილა ჩვეულებრივ სასარგებლო ბურღულის გარეშე არასდროს იწყება – იტყვიან, რომ ყველაფერი შესანიშნავად იქნება. თუმცა მათ ყველა არ ეთანხმება. ისევე როგორც ყველა დანარჩენ პროდუქტს, შვრიის ფაფასაც აქვს თავისი ნაკლოვანებები. Paparazzi-ს ამ სტატიაში მათ შესახებ უფრო დეტალურად ვისმჯელებთ.

Photo credit: Depositphotos

შვრიის ფაფის ღირსებები

შვრია ფაფებს შორის რეკორდსმენია – ალუმინის, ბორის და რკინის შემცველობით. შეიცავს В ჯგუფის ვიტამინებს, ბიოტინსა და ბოჭკოს. ცილის შემადგენლობით ის მხოლოდ ხორბალს ჩამოუვარდება. მისი გლიკემიური ინდექსი 55-ია და ბურღულეულის რეიტინგში შია ადგილს იკავებს.

Photo credit: Depositphotos

შვრიის ბურღულში ნატურალური ანტიოქსიდანტები შედის, რომლებიც ორგანიზმის ნეგატიური ზეგავლენის შედეგებს ამსუბუქებს. მასში შემავალი კალცი და ფოსფორი აუცილებელია ადამიანის ძვლოვანი სისტემისთვის. რკინის დიდი რაოდენობა შვრიას ანემიის პროფილაქტიკისთვის სასარგებლო საკვებად აქცევს.

კვლევებმა აჩვენეს, რომ შვრიის ბოჭკოში ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი შედის როელიც ცუდი ქოლესტერინის დონის შემცირებაში დიდ როლს თამაშობს – ბეტა-გლიუკანი. 3 გრამი ხსნადი ბოჭკოს გამოყენება ქოლესტერინის დონეს 8-23%-ით ამცირებს. შვრია ძალიან კარგია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოწესრიგებისთვისაც.

Photo credit: Depositphotos

შვრიის შემადგენლობაში დიდი რაოდენობთ პროტეინიც გვხვდება რომელიც კუნთოვანი მასის გაუმჯობესებას ახდენს. მასში შემავალი ქოლინი კი დადებით გავლენას ახდენს ღვილის მუშაობაზეც. ეს ყველაფერი შვრიის ფაფას იდეალურ საუზმედ აქცევს, რომელიც რამდენიმე საათით გაძლევთ ენერგიას და კუჭსაც ზედმეტად არ ტვირთავს.

შვრიის ფაფის ნაკლოვანებები

თხილეული, პარკოსნები და ზოგიერთი ბურღული ფიინის მჟავას შეიცავს რომელიც თუთიის, მაგნიუმის, რკინისა და კალციუმის ათვისებას უშლის ხელს. მის გარეშე ორგანიზმს 20%-ით მეტი რკინისა და 60%-ით მეტი მაგნიუმის ათვისება შეუძლია. ეს სერიოზული ციფრებია.

Photo credit: Depositphotos

ფიტინის მჟავა შვრიაშიც გვხვდება. ეს არ ნიშნავს, რომ მასზე უარი უნდა თქვათ. თუმცა მათ ვისაც ძვლების ან ოსტეოპოროზის პრობლემა აწუხებთ – აჯობებს შვრიის ფაფა ყოველდღე არ მიირთვან. თავი უნდა მოარიდოთ შვრიის ფაფაზე დაფუძნებულ მოოდიეტებსაც.

Photo credit: Depositphotos

არსებობს შვრიაში ფიტინის მჟავის შემცირების საშუალებებიც. ამისთვის ბურღული წინასწარ უნდა დაალბოთ. მასში სიმჟავის დამატებაც დაგეხმარებათ, მაგალითად ლიმონის წვენის ან რამდენიმე კოვზი იოგურტის.

ამავე მიზეზით საჭიროა ყოველთვის გარეცხოთ ბურღულეულიც და პარკოსნებიც. სხვათაშორის, პარკოსნების მოხარშვის შედეგად მირებულ სითხეს აკვაფაბა ეწოდება და ის შესანიშნავად ანაცვლებს კვერცხს როგორც ტკბიელულში ასევე მაიონეზშიც.

Photo credit: Depositphotos

ბოლოს გეტყვით რომ არ არსებობს ყველასთვის ერთნაირად სასარგებლო პროდუქტი. ნუ შეზღუდავთ რაციონს რომელიმე მათგანით, გახსოვდეთ, რომ აუცილებელია მრავაფეროვანი და დაბალანსებული რაციონის ქონა. არსებობს სახალხო სიბრძნო – ყველაფერი ზომიერად არის კარგია. შვრიის ფაფა კი საუზმედ კვირაში 2-3-ჯერ გამოიყენეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს