გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს, რომლებიც გენეტიკოსებმა სხვადასხვა ექსპერიმენტის დროს დაადგინეს:
1. ინტელექტი ვაჟს მამიდან არ გადაეცემა. ესე იგი, თუ თქვენ გენიოსი ხართ, თქვენი ვაჟი 100%-ით ვერ მიიღებს თქვენს გენებს.
2. იდიოტიზმი არ გადაეცემა მამიდან ვაჟს. თუ გამოუსწორებელი კრეტინი ხართ, თქვენი ვაჟი ისეთი იდიოტი არ იქნება, როგორიც – თქვენ(გილოცავთ).
3. მამიდან ინტელექტი მხოლოდ ქალიშვილზე გადადის, ისიც სანახევროდ.
4. მამაკაცს ინტელექტი მემკვიდრეობით დედისგან გადაეცემა, მან კი, თავის მხრივ, იგი მამისგან მიიღო.
5. გენიოსის ქალიშვილი ნახევრად ჭკვიანი იქნება, თუმცა მისი ვაჟი გენიოსი იქნება. თუ მათი მამა დებილია, ქალიშვილი ნახრვრად დებილი იქნება.
6. ამიტომაც, გენიოსი ქალები თითქმის არ არსებობს, ისევე, როგორც არ არსებობს ასპროცენტიანი იდიოტი-ქალები. სამაგიეროდ, მამაკაცი-გენიოსი და მამაკაცი-იდიოტი ძალიან ბევრია აქედან მოდიან უიღბლო-ლოთები, მარტოხელა დედები და ნობელის ლაურეატებიც(თითქმის ყველა მამაკაცია).
დასკვნები მამაკაცებისთვის:
1. თქვენი შვილის გონებრივი შესაძლებლობები წინასწარ რომ განსაზღვროთ, გადახედეთ თქვენი ცოლის მამის შესაძლებლობებს(თუ იგი ჭკვიანია, თქვენი შვილიც ჭკვიანი იქნება).
2. თქვენი ქალიშვილი თქვენი გონებრივი შესაძლებლობების ნახევარს მიიღებს. თუმცა, იგი თქვენი სულელი ნაწილის ნახევარსაც მიიღებს. ინტელექტუალურად, იგი თქვენთან ახლოს იქნება. მისი ვაჟი კი მთელ თქვენ გონებრივ შესაძლებლობას მიიღებს. თუ ჭკვიანი თაობა გსურს, იოცნებე ქალიშვილზე.
3. თქვენი გონებრივი შესაძლებლობები დედისგან, უფრო სწორად, დედის მამისგან გამოგყვათ.
დასკვნები ქალებისთვის:
1. თქვენი ვაჟი, გონებრივად, თქვენი მამის ასლი იქნება და მისი ლანძღვა “მამაშენივით დებილი ხარ” – ძალიან მცდარია.
2. თქვენი ქალიშვილი, აღზრდის მხრივ, თქვენნაირი იქნება, თუმცა გონებრივი შესაძლებლობებით მამას დაემსგავსება. მისი ვაჟები თქვენი ქმრების გონებრივი ასლები იქნებიან.
ითვლება, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდის მთავარი შედეგი ისაა, რომ მოხუცები ახლა უფრო მეტხანს ცოცხლობენ, თუმცა ასე არაა. მთავარი, უდიდესი, სტრატეგიული და კაცობრიობის თვალსა და ხელშუა ცვლადი სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდის შედეგი არის არა ის, რომ სიბერე ახლა უფრო მეტხანს გრძელდება, არამედ ის, რომ იგი უფრო გვიან დგება.
მათთვის, ვინც ახლა 40-55 წლისაა, სიბერე მხოლოდ 75-80 წლის ასაკში იწყება. ანუ, მათი სიბერე მთელი 25 წლით უფრო გვიან დაიწყო, ვიდრე მათი მშობლების თაობისა.
სულ ცოტა ხნის წინ, ადამიანის ცხოვრებაში 3 ძირითადი პერიოდი იყო: ახალგაზრდობა, შუა ხნის ასაკი და სიბერე. ახლა “შუა ხნის ასაკი” 50 წლის შემდეგ იწყება და მოიაზრებს აბსოლუტურად ახალი, მანამდე არარსებული ეტაპის დასაწყისს.
რა ვიცით მის შესახებ?
- იგი თითქმის 25 წელი გრძელდება: 50-75 წლებს შორის;
- წინა თაობებისგან განსხვავებით, ამ პერიოდში, სწორი მიდგომის შემთხვევაში, ადამიანის ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობები არ მცირდება და, ზოგიერთ შემთხვევაში, უმჯობესდება კიდევაც;
- პოტენციურად, ესაა ადამიანის ცხოვრებაში საუკეთესო, ყველაზე ხარისხიანი პერიოდი, რამდენადაც მოიცვს ჯანმრთელობას, ძალასა და ცხოვრებისეულ გამოცდილებას. “ახალგაზრდობამ რომ იცოდეს, სიბერეს რომ შეეძლოს” – ეს ამ პერიოდს აღარ ეხება. ბოლო წლების სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ცხოვრების ყველაზე ბედნიერი პერიოდის პიკი დაახლოებით 65 წლის ასაკში;
- ისინი, ვინც ახლა 55-65 წლისაა, ამ პერიოდს კაცობრიობის ისტორიაში პირველები გაივლიან. ადრე ის უბრალოდ არ არსებობდა, რადგან ადამიანები გაცილებით ადრე ბერდებოდნენ;
- უახლოეს რამდენიმე ათწლეულში, 50-75 წლის ადამიანები პლანეტაზე ყველაზე მასობრივ ასაკობრივ ჯგუფს შეადგენენ.