ექიმის 15 საუკეთესო ციტატა იმის შესახებ, თუ როგორ გავზარდოთ ჯანმრთელი ბავშვი

807

ექიმი კომაროვსკი რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გადაცემის წამყვანია, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა იმიტომ, რომ მისი საუბარი არასდროს ჰგავს ექიმების გაუგებარ რეცეპტებსა და დანიშნულებებს. იგი ერთ-ერთი ყველაზე პირველი პედიატრია, რომელიც მედიცინაში ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მარტივ და ხელმისაწვდომ ახსნას იყენებს. ჩვენ გადავწყვიტეთ, მისი ყველაზე ცნობილი გამონათქვამები გამოგვექვეყნებინა:

  • ოჯახის მთავარი კეთილდღეობა დედის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. მამამ ყველაფერი უნდა შეძლოს, ოღონდაც დედას მისცეს ჭამის, დაძინებისა და სეირნობის საშუალება.
  • სკოლაში სწავლის დაწყება კარგია 10, ხოლო დამთავრება – 11 წლის ასაკში. იქ ბავშვს არ აძლევენ განვითარების საშუალებას.

  • ეს მკურნალობაა რთული, თორემ დაავადების პოვნა, მედიცინის თანამედროვე დონით – ელემენტარულია.
  • ბავშვის მოხატვა ბრილიანტის მწვანე სითხით მშობლის პირადი საქმეა და განისაზღვრება ფერწერისადმი სიყვარულით, მკურნალობასთან კი არავითარი კავშირი არ აქვს.
  • ბავშვები უნდა იყვნენ გამხდრები და მოუსვენრები.
  • ბედნიერი ბავშვი – პირველ რიგში, ესაა ჯანმრთელი ბავშვი და მხოლოდ ამის შემდეგაა იგი კითხვის მოყვარული და ვიოლინოზე დამკვრელი.

  • არადროს, არავითარი გარემოების დროს არ აიძულოთ ბავშვს ჭამა. ეს იმას უდრის, რომ მანქანის ავზი საწვავით გაავსოთ და ფარეხში დააყენოთ.
  • კარგი საბავშვო ბაღი ისაა, რომელშიც ითხოვენ ჩექმებსა და საწვიმრებს იმისათვის, რომ ბავშვები გარეთ ასეირნონ მაშინ, როცა საშინლად წვიმს.
  • ორშაბათობით ბავშვები უფრო ხშირად ავადმყოფობენ, რადგან კვირაობით ბებიებთან მიდიან. ჩვენთან კი, სამწუხაროდ, სიყვარულის საზომად საკვებია მიღებული.

  • იმუნიტეტის გაძლიერება – ესაა ღიმილი, დასვენება, მოგზაურობა, კარგი განწყობა, სიყვარული, სეირნობა, მინიმალური ჭამა, ფიზიკური აქტივობა.
  • ნუ დახარჯავთ დროსა და ნერვებს თქვენი შვილის “შეცდომების” ძებნაში!
  • მთავარი კანონი: საკვების რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს დახარჯული ენერგიის რაოდენობას.

  • ბავშვს არავის არაფერი მართებს.
  • აგარაკი ყოველთვის უკეთესია, ვიდრე ზღვა – თუ ბავშვი 2 თვე ნახევრად მშიერი, ბინძური და ფეხშიშველი დარბის – ეს მის ჯანმრთელობას მთელი წლით აღადგენს.
  • მოდით, გეშინოდეთ სწორად: არა ექიმებისა და საავადმყოფოს, არამედ საკუთარი სიზარმაცისა და უცოდინრობისა!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს