ჯანეტ და გრემ უოლტონებს ძალიან სურდათ, რომ მშობლები გამხდარიყვნენ. ბავშვების ყოლის ბუნებრივი სურვილი ნამდვილ ცხოვრებისეულ გამოცდად გადაიქცა. რამდენიმე წლის განმავლობაში ჯანეტი დაორსულებას უშედეგოდ ცდილობდა.
საბოლოოდ, წყვილმა დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიის გამოყენება გადაწყვიტა. სამწუხაროდ, ამანაც არ უშველა. მე-12 მცდელობის შემდეგ ჯანეტი კვლავ ვერ დაფეხმძიმდა. იმედი უკვე აღარ ჰქონდათ, როცა სასწაული მოხდა. მე-13 მცდელობაზე ჯანეტი ფეხმძიმედ დარჩა.
ფეხმძიმობის გაგების შემდეგ სიხარულით თავს მეცხრე ცაზე გრძნობდნენ.
მათი ტანჯვა თითქოს ერთ წამში გაქრა და პირმშოს დაბადებას სულმოუთქმელად ელოდნენ. როცა ექიმმა ჯანეტი ორსულობის მე-8 კვირას შეამოწმა, აღმოაჩინა რომ ის არა ერთი, არამედ 6 ბავშვის დედა გახდებოდა.
ჯანეტი და გრემი ამ სიახლით გაოგნებულნი იყვნენ. ამდენი ბავშვის ყოლა გათვლილი არ ჰქონდათ.
ჯანეტი მალე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ბავშვების გაჩენამდე უნდა დარჩენილიყო. მომავალი დედა სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, რადგან ამდენ ბავშვზე ორსულობას ორსულობის შეწყვეტის რისკი ახლდა.
1983 წლის 18 ნოემბერს, ორსულობის 31-ე კვირას, ჯანეტმა 6 ჯანმრთელი გოგო გააჩინა. ჩვილები ლივერპულის საავადმყოფოში საკეისრო კვეთით დაიბადნენ და მსოფლიოში პირველი ექვსი ტყუპი გახდნენ.
მას შემდეგ, რაც ექიმები ბავშვების ჯანმრთელობაში დარწმუნდნენ, ისინი საავადმყოფოდან გამოწერეს.
„ორსულობის 31-ე კვირას ჯანმრთელები დაიბადნენ. 2 გოგო ინკუბატორში მოათავსეს, რადგან მათმა ფილტვებმა განვითარება ვერ მოასწრეს“ – ამბობს მამა გრემი გაზეთ „The Guadrdian”-თან ინტერვიუში.
დების ჰანას, რუტის, ლუსის, ქეითის, ჯენის და სარას ჯადოსნურ დაბადებას მთელი მსოფლიო თვალყურს ადევნებდა. მათი სხვებისგან განსხვავებული ცხოვრება ეწერათ.
ჯანეტი და გრემი წელიწადში დაახლოებით 11000 საფენს ყიდულობდნენ და პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში თითქმის არ ეძინათ.
მათი ცხოვრება კვების, საფენების გამოცვლის და ხანმოკლე ძილის უწყვეტი ციკლი იყო.
ჯანეტისა და გრემისთვის გოგოების დაბადებიდან არა მხოლოდ ცხოვრების პირველი წლები იყო რთული.
რამდენიმე წლის განმავლობაში მათ დასვენების საშუალება არ ჰქონდათ: სკოლა, გაკვეთილები, სქესობრივი მომწიფება და ყველაფერი ეს ექვსივე გოგოს ერთდროულად.
უოლტონის ოჯახის ცხოვრება ყოველთვის ზრუნვით დუღდა!
„გოგოების პირველმა წლებმა სწრაფად ჩაირა… ერთადერთი რასაც ვნანობ ისაა, რომ საკმარისი დრო არ მქონდა იმისთვის, რომ ზრუნვა გვერდზე გადამედო და ჩვენი დიდი ოჯახის ცხოვრებით დავმტკბარიყავი“ – იხსენებს ჯანეტი.
დროის მუდმივი დეფიციტის მიუხედავად, გრემი და ჯანეტი გოგოებზე გიჟდებოდნენ.
სახლში ყოველთვის ბედნიერება და სიხარული სუფევდა. დების ურთიერთობა ერთმანეთის მიმართ ძალიან ძლიერი იყო.
ახლა გოგოები 34 წლის, ზრდასრულები და წარმატებული ადამიანები არიან.
ზოგიერთი მათგანი გათხოვდა და საკუთარი ოჯახი შექმნა. სარა დებიდან პირველია, რომელსაც ბავშვი შეეძინა – მან 2014 წელს ქალიშვილი, იორჰა გააჩინა.
უოლტონის ოჯახი 6-ჯერ უფრო სწრაფად იზრდება. ახლა გრემი და ჯანეტი უკვე ბედნიერი ბებია და ბაბუა გახდნენ.
ჯანეტი თავისი შვილიშვილით აღფრთოვანებულია:
„ჩემი ქალიშვილების აღზრდაზე ვგიჟდებოდი. ვერ ვიტყვი, რომ ცხოვრების გარკვეული ეტაპი რომელიმეზე უკეთესი იყო. უბრალოდ, ყოველთვის იმდენი საქმე მქონდა, რომ ჩვენი ოჯახის ცხოვრებით დატკბობა არ შემეძლო. შვილიშვილებთან ყველაფერი განსხვავებულია“ – ამბობს ჯანეტი “Daily Mail”-თან საუბარში.
ასე დიდ და მეგობრულ ოჯახში იორჰას ჯადოსნური ბავშვობა ექნება. ახლა გრემსა და ჯანეტს სტრესის გარეშე შვილიშვილებტან დროის გატარება შეუძლიათ.
ამ განსაკუთრებული ოჯახის ისტორია თქვენს მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.