რატომ ნანობს დედამთილი ყოფილი რძლის სახლიდან გაგდებას

941
Photo credit: Depositphotos

განქორწინების შემდეგ ქონების გაყოფა საკმადო უსიამოვნო და დამღლელი პროცესია. თუმცა ამ პროცესის გავლა ყველას არ უწევს, რადგან ზოგი ქმრის კუთვნილ სახლში ცხოვრობს, ზოგი ცოლთან, ზოგი კი საერთოდ დედამთლის ბინაში. მოკლედ რომ ვთქვათ, დაშორების შემდეგ ვიღაცას აუცილებლად მოუწევს ბინის ძებნა.

Paparazzi-ს რედაქციის ამ სტატიაში შემდეგ სიტუაციას განვიხილავთ: ქმარმა ცოლი მიატოვა და სხვასთან წავიდა. ქალი ბავშვით ხელში დარჩა ბინაში, რომელიც დედამთილს ეკუთვნის. როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში?!

ქონების გაყოფა განქორწინების შემდეგ

5 წლის წინ ჩემი ვაჟი დაქორწინდა და ჩემს მეორე ბინაში დასახლდა. რძალთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა, ამაში ნამდვილად გამიმართლა! ერთი წლის შემდეგ ვაჟს ტყუპი გოგონა შეეძინა, მე კი ბებია გავხდი. თუმცა გარკვეული დროის შემდეგ მათი ოჯახი დაინგრა.

რძალს არაერთხელ უთქვამს, რომ ჩემი ვაჟის ქცევა შეიცვალა, მე კი ამას ყურადღებას არ ვაქცევდი. სულ ტყუილად! როგორც აღმოჩნდა ჩემი შვილი რძალს ღალატობდა და მალე განქორწინდა კიდეც, საცხოვრებლად ახალ ცოლთან გადავიდა. ყველაფერმა სკანდალების გარეშე ჩაიარა მაგრამ, რძლისთვის ეს ყველაფერი ნამდვილი შოკი იყო.

Photo credit: Depositphotos

რძალი ჩემს ბინაში დარჩა საცხოვრებლად. თავიდან მას არ ვაწუხებდი, თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ ის სახლიდან გადასვლას არ ფიქრობდა. მესმის რომ ჩემი მხრიდან, ეს სასტიკ საქციელად გამოჩნდებოდა მაგრამ, ჩემი ყოფილი რძალი ჩემს ბინაში არ უნდა ცხოვრობდეს! მას ხომ ყავს თავისი მშობლები?! ისინი ქორწილის მერე არასდროს მინახავს.

Photo credit: Depositphotos

მართალია რძლის შობლები ქალაქგარეთ ცხოვრობენ მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ შვილის ცხოვრებაში მონაწილეობა აღარ უნდა მიიღონ. მე ამ ბინის გაქირავება მინდა, ცოტა შემოსავალი მაინც მექნება, პენსია არაფერში მყოფნის. მოკლედ ძალა მოვიკრიბე და რძალს ვუთხარი, რომ დროა ბინის საკითხი გადაწყვიტოს. გადასვლაში მე დავეხმარებოდი და შეეძლო ჩემი იმედი ჰქონოდა.

 

გაფუჭებული ურთიერთობები

რძალი შოკში იყო. მან მითხრა, რომ არც კი ფიქრობდა სადმე გადასვლას. ან სად უნდა წასულიყო?! გოგონები ხომ აქვე დადიოდნენ ბაღშიც და წრეებზეც… მაგრამ, მე უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი მქონდა, მას ჩემს ბინასთან არაფერი აკავშირებს.

ერთი თვის შემდეგ რძალი თავის მშობლებთან გადავიდა საცხოვრებლად. მას შემდეგ ჩემი შვილიშვილები აღარ მინახავს. თავიდან ის ზარზე არ მასუხობდა, შემდეგ კი ჩემი ნომერი საერთოდ დაბლოკა. ბევრჯერ ვცადე მასთან დაკავშირება ჩემი ვაჟის მეშვეობითაც მაგრამ, ის მხოლოდ ალიმენტის საკითხზე კონტაქტობს ყოფილ ცოლთან.

ძალიან მენატრება ჩემი შვილიშვილები, მაგრამ რა გავაკეთო?! ხან ვფიქრობ ბილეთი ვიყიდო და მათთან სტუმრად ჩავიდე, იქნებ დალაპარაკება ვცადო?! სხვანაირად როგორ ვნახავ შვილიშვილებს… ბოლოსდაბოლოს მე ხომ არ ვარ დამნაშავე, რომ მათ ცხოვრებაში ასეთი რამ მოხდა?! როგორ დავალაგო ურთიერთობა ყოფილ რძალთან?!

Paparazzi-ს რედაქცისგან

შეეძლო თუ არა დედამთილს სხვანაირად მოქცევა?! რა თქმა უნდა! მას თუ ბინის გაქირავება სურდა, შეეძლო ეს რძლისთვის შეეთავაზებინა. ზოგს ასეთი ურთიერთობა უცნაურად მოეჩვენება მაგრამ, შვილებიანი ქალის ბინის გარეშე დატოვებას ნამდვილად ჯობია!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს