ის, რომ თესლი სპეციალზებულ მაღაზიაში იყიდეთ მისი ხარისხიანობის ასპროცენტიან გარანტიას ვერ გაძლევთ. იმისთვის, რომ გაზაფხულზე უსიამოვნო სიურპრიზს არ შეეჩეხოთ, მნიშვნელოვანია იცოდეთ, როგორ უნდა შეამოწმოთ თესლი დამოუკიდებლად. ამაში კი Paparazzi-ს რედაქცია დაგეხმარებათ.
როგორ შევამოწმოთ თესლი
წინასწარი გაზრდა
ეს მეთოდი იმ თესლთან გამოგადგებათ რომლის გაღივებასაც რამდნეიმე დღე ან კვირა ჭირდება. თესლი სველ ხელსახოციან ან ბამბის დისკებიან თეფშზე მოათავსეთ. დაახურეთ ცელოფანი და ბნელ ადგილას დატოვეთ, ტემპერატურა 20-30 გრადუსი უნდა იყოს. დროდადრო ხელსახოცი შეამოწმეთ და წყლით დაასველეთ.
პირველი წანაზარდები როგორც წესი 7-14 დღეში ჩნდება. კომბოსტოს, გოგრის, პომიდვრის თესლი უფრო ადრეც შეიძლება წამოიზარდოს. მეტი დრო დაგჭირდებათ ოხრახუშის, ხახვისა და კამის თესლთან.
თესლის ზრდის სიჩქარეზე მისი დამუშავებაც მოქმედებს. მაღაზიის თესლი ჩვეულებრივ უფრო დიდხანს იზრდება. ეს იმის გამო ხდება, რომ შენახვის ვადის გასაზრდელად მას მაღაზიის მეპატრონეები კარგად აშრობენ.
შედეგის შეფასება
იმისთვის, რომ დასათესი მასალის ვარგისიანობა შეაფასოთ, საჭიროა გაზრდილი თესლის პროცენტი დაითვალოთ. თუ 30-დან 22 გაიზარდა, ესეიგი მისი ზრდის უნარი 73%-ია (22/30*100=73,33).
თუ ზრდის უნარი 50%-ზე მაღალია, ითვლება რომ ასეთი თესლი დასათესად ვარგისია. 80% მეტი ზრდადობა კი თესლის უმაზღლეს ხარისხზე მიგვანიშნებს.
ზრდის უნარის საკვებ მარილში შეფასება
ეს მეთოდი ჩვეულებრივ, კომბოსტოს, ბოლოკის, კიტრისა და პომიდორის ზრდის უნარის შესაფასებლად გამოიყენება. დაგვჭირდება ჭურჭელი და მარილის 5%-იანი ხსნარი (1 ჩაის კოვზი ერთ ლიტრ წყალზე). მასში თესლი ჩაუშვით და 30 წუთი დაიცადეთ. ის თესლი რომელიც ფსკერზე დაეშვა – დასათესად მზად არის.
თუ იცით როგორ უნდა შეამოწმოთ თესლი – თესვის სეზონს მომზადებული შეხვდებით. თუ თესლის ვარგისიანობა 50%-ია მაშინ დასათესი რაოდენობა ორჯერ უნდ აგაზარდოთ. ხოლო იმ თესლის დათესვა რომლის ვარგისიანობაც 30%-ია საერთოდ არ უნდა დათესოთ.