მოძველებული კაბები, რომლებიც დროა სანაგვე ყუთში მოისროლოთ

616

აქ, ვინ იყო უკმაყოფილო იმის გამო, რომ ტანზე მომდგარმა ნივთებმა აქტუალობა დაკარგა? თქვენთვის ახალი ამბები გვაქვს! 2021 წლის გაზაფხულის სეზონის ყველაზე მოდურ კაბებს სწორედ ტანზე მომდგარი სტილი აქვთ. კერძოდ, კაბა ფუტლიარი.

photo credit: Instagram

ცრურწმენები მოიშორეთ, oversize კარადაში შეინახეთ და აქტუალური განახლებისკენ გაიქეცით! მრავალფეროვნება რომ არ დაკარგოთ და სწორი არჩევანი გააკეთოთ, იდეალური კაბის შესახებ Paparazzi.ge–ს რეკომენდაციები წაიკითხეთ.

მოდური კაბები

როგორც უკვე ვთქვით, კაბა ფუტლიარი ერთ–ერთი ყველაზე აქტუალურია შემდეგ სეზონზე. თუმცა ასეთი ჭრის ყველა მოდელს ყურადღება არ უნდა მიაქციოთ.

photo credit: Instagram

მაგალითად, თუ კოქტეილის კაბებზე ვსაუბრობთ, მაშინ მინი კაბა მოცულობითი სახელოებით სჯობს გვერდზე გადადოთ. მით უფრო, თუ ზემოთ ღრმა დეკოლტე თავს იწონებს. ძალიან ბევრი აქცენტი იმის ნაცვლად, რომ სხეულის ღირსებები მომგებიანად გამოკვეთოს. ასე დახვეწილი სტილი უფორმო უგემოვნებოდ იქცევა. სხვა საქმეა შემდეგი ვარიანტი!

photo credit: Instagram

დახვეწილი, თავისუფალი, თავმოუბეზრებელი და უბრალოდ დიდებული. ასეთი კაბა დახვეწილი ლედის გარდერობში იდეალურად ჯდება. რაც შეეხება სტერეოტიპებს, რომ ფუმფულა ფორმების ქალებმა ტანზე მომდგარი ტანსაცმელი არ უნდა ატაროთ, დაივიწყეთ. ერთადერთი, რაც უნდა გაითვალისწინოთ, – ტანზე მომდგარი კაბა ლამაზად რომ გამოიყურებოდეს სწორად აჭრილი ნიმუში გამოიყენეთ. მაგალითად, ქვემოთ მოცემული ვარიანტი.

photo credit: Instagram

პირველ რიგში, თვალში გვხვდება არა კაბის იდეალური მასალა, არამედ დეტალებში უყურადღებობა. უცნაური ფორმის სახელო, უადგილოდ აწეული წელი, არასაკმარისი სიგრძე – ეს ყველაფერი წარუმატებელი ნიმუშის ნიშნებია.

photo credit: Instagram

აი, სხვა მაგალითი. სრულყოფილი საშუალო სიგრძის კაბა დამაინტრიგებელი ჭრილით და სწორი სახელოთი, რომელიც სტილის ლაკონურობას ხაზს უსვამს. ასეთი კაბით შეგიძლიათ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე გამოჩნდეთ და კომპლიმენტების ყველაზე დიდი თაიგული მიიღოთ. ბოლოს მინდა შეგახსენოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტანსაცმლის ზომა. შემდეგ კაბას შეხედეთ და მიხვდებით, თუ რატომ უნდა მოიშოროთ აზრი როგორიცაა „ერთი ზომით პატარას ავიღებ, მაინც ვერავინ შეამჩნევს“.

photo credit: Instagram

ამ ნიმუშში ყველაფერი კარგია ზომის გარდა. მრავალრიცხოვანი ნაკეცებით ჩანს, რომ ტანს არ ეკვრის, არამედ ავიწროებს. ასე არ უნდა იყოს. თქვენ როგორი კაბებით აპირებთ საგაზაფხულო გარდერობის განახლებას?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს