რომელ ექიმს უნდა აჩვენოთ ბავშვი სხვადასხვა ასაკში

0
270

აუცილებელია თუ არა სპეციალისტთან ვიზიტი, თუ ჩვილი, სკოლამდელი ასაკის ბავშვი და მოზარდი არაფერს უშივის? თუ სჯობს პრობლემის მოგვარებაზე მისი არსებობის დროს ვიზრუნოთ? ამ საკითხების გარკვევაში ექიმი-პედიატრი და სამედიცინო ექსპერტი ელენა ნიკიფოროვა დაგვეხმარება.

ბევრი მშობელი საავადმყოფოში ბავშვის მიყვანას არ ჩქარობს, რადგან აქ ინფექცია, ვირუსი და ბევრი სხვა უსიამოვნებაა. სწორედ ამიტომ, ხშირად გეგმიური და ბაღის ან სკოლაში წასვლამდე სპეციალისტთან ფორმალური ვიზიტით შემოიფარგლებიან.

ამასთან არ კონტროლდება, ბავშვი ვიწრო სპეციალისტებთან დადის თუ არა. მთავარია, რომ ვაქცინა დროულად გაკეთდეს. ასეთი მიდგომით კი სერიოზული პათოლოგია შეიძლება გამოგრჩეთ!

რომელ ექიმს უნდა ეწვიოთ ერთ წლამდე

ბავშვს პირველი თვეებიდანვე სპეციალისტებთან ვიზიტი სჭირდება, თან არა თვითნებურად, არამედ სპეციალური გრაფიკით, რომელიც პროფილაქტიკური მედიცინის სპეციალისტების მიერაა შემუშავებული.

ერთ წლამდე ეს გრაფიკი საკმაოდ დატვირთულია.

1-ელ თვეს ბავშვი პედიატრმა, ნევროლოგმა, ქირურგმა, ოფთალმოლოგმა და სტომატოლოგმა უნდა შეამოწმოს. ასევე მუცლის ღრუს, თირკმლების, გულის, ბარძაყის სახსრების ულტრაბგერითი ეჰოსკოპია და ნეიროსონოგრაფია უნდა გაკეთდეს.

მე-2 თვეს სისხლის და შარდის ანალიზის ჩაბარება მოგიწევთ.

მე-3 თვეს ტრავმატოლოგ-ორთოპედს უნდა შეამოწმებინოთ, ხოლო 6 თვისას ქირურგს და ნევროლოგს.

ბავშვის პირველი წლის იუბელეზე პედიატრის გარდა აუცილებელია ნევროლოგთან, ქირუგთან, ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტთან და ტრავმატოლოგ-ორთოპედთან ვიზიტი აუცილებელია. გამოკვლევებიდან დაგჭირდებათ: სისხლის და შარდის საერთო ანალიზი, ასევე ელექტროკარდიოგრამა.

2 წლის ასაკში ბავშვი სტომატოლოგთან და ფსიქიატრთან უნდა მიიყვანოთ.

რომელ სპეციალისტებთან მიყვანა არის აუცილებელი 3 წლის შემდეგ

3 წლის ასაკში ბავშვი შემდეგმა ექიმებმა უნდა შეამოწმონ: პედიატრი, ნევროლოგი, ქირურგი, სტომატოლოგი, ოფთალმოლოგი, ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი, უროლოგი ან გინეკოლოგი.

4-5 წლის ასაკში სტომატოლგთან უნდა მიიყვანოთ.

6 წლის ასაკში, სკოლის წინ ბავშვს მთელი სამედიცინო გამოკვლევა ელოდება! მას მოუწევს პედიატრთან, ნევროლოგთან, ქირურგთან, სტომატოლოგთან, ტრავმატოლოგ-ორთოპედთან, ოფთალმოლოგთან, ყელ-ყურ-ცხვირის ექიმთან, ფსიქიატრთან, გინეკოლოგთან ან უროლოგთან ვიზიტი. პირველ კლასელებს ნაკლები გამოკვლევა არ ელოდება: მათ სისხლის და შარდის საერთო ანალიზი უნდა ჩააბარონ, მუცლის ღრუს ორგანოების, თირკმლების და გულის ულტრაბგერითი გამოკვლევა, ელექტროკარდიოგრამა უნდა ჩაიტარონ.

7 წლის ასაკში ბავშვი სკოლის პედიატრს, ნევროლოგს, სტომატოლოგს, ოფთალმოლოგს და ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტს უნდა აჩვენოთ.

8 და 9 წლის ასაკში პედიატრის და საბავშვო სტომატოლოგის კონსულტანცია დაგჭირდებათ.

10 წლისას ბავშვი პედიატრმა, ნევროლოგმა, საბავშვო სტომატოლოგმა, ენდოკრინოლოგმა, ტრავმატოლოგ-ორთოპედმა და ოფთალმოლოგმა უნდა შეამოწმოს.

13 წლისას საბავშვო სტომატოლოგთან და ოფთალმოლოგთან ვიზიტი აუცილებელია.

14 წლისას უნდა მიხვიდეთ პედიატრთან, სტომატოლოგთან, უროლოგთან ან გინეკოლოთან და მოზარდების ფსიქიატრთან.

15, 16 და 17 წლისას ბავშვებს გამოკვლევები უნდა ჩაუტარონ პედიატრმა, ქირურგმა, სტომატოლოგმა, უროლოგმა ან გინეკოლოგმა, ენდოკრინოლოგმა, ნევროლოგმა, ტრავმატოლოგ-ორთოპედმა, ოფთალმოლოგმა, ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტმა და მოზარდების ფსიქიატრმა.

რატომ არის მნიშვნელოვანი გრაფიკის დაცვა

გრაფიკის დაცვით ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას შეძლებთ. რა თქმა უნდა, თუ ბავშვის შემოწმება არა ფორმალურად, არამედ პროფესიულ დონეზე, ყველა წესის დაცვით ხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ექიმთან ვიზიტი უსარგებლო იქნება.

ექიმი დაავადების არსებობაში ეჭვის შემთხვევაში უფრო ღრმა გამოკვლევას ჩატარებას ან სხვა სპეციალისტებთან ვიზიტს გირჩევთ.

მაგალითად, ნევროლოგმა შეიძლება ბავშვის ლოგოპედთან ან ფსიქიატრთან მიყვანა გირჩიოთ, პედიატრმა კი ალერგოლოგთან, გასტროენტეროლოგთან ან კარდიოლოგთან გაგიშვათ, ხოლო სტომატოლოგმა ორთოდონთან ვიზიტი გირჩიოთ.

გამოკვლევების დროულად ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პრობლემის წარმატებით მოგვარება ექიმთან ადრეულ ვიზიტზე დიდად დამოკიდებულია.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი