რომელი ხის დარგვა არ შეიძლება სახლთან ახლოს.

6454
photo credit: depositphotos

ადამიანები ცრურწმენებს და ნიშნებს სხვადასხვანაირად ეპყრობიან. ზოგიერთისთვის მორიგი თაღლითობაა, სხვებისთვის კი მეთოდი იმის გასაგებად, თუ როგორ მუშაობს სამყარო. დღეს Paparazzi.ge-ს რედაქცია გიზიარებთ სხვადასხვა ხალხის ნათქვამს, რომლებიც ამ რთულ თემაში ერკვევიან. მათი თქმით, ქვემოთ მოცემული ხეები სახლის მახლობლად არასდროს არ უნდა დარგოთ.

photo credit: depositphotos

მტირალა ტირიფი

როგორც ამბობენ, ტირიფი დარდის და გლოვის სიმბოლოა. სწორედ ამიტომ, ამ ხეს ოჯახში ბავშვის დაბადების შემდეგ არასდროს რგავენ. ტირიფს მფლობელების ენერგიის დაზიანება შეუძლია. მის გამო ოჯახში უთანხმოებები იწყება.

სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მისი ადგილი სხვა მიზეზითაც არაა. ამბობენ, რომ ხეს ნაკვეთიდან მთელი სიცოცხლის გამოწოვა შეუძლია, რის გამოც აქ მწვანე მცენარეები აღარ გაიზრდება. აი, ბუნებაში ტირიფის ხის ქვეშ ხანმოკლე დასვენება სასარგებლოა.

photo credit: depositphotos

არყის ხე

ეს ხე ადამიანის ბედზე სხვადასხვა გავლენას ახდენს, რაც მისი დარგვის ადგილზეა დამოკიდებული. თუ ხეს სახლთან ძალიან ახლოს დარგავთ, ყოველდღიურ საქმეებზე ხშირ კონფლიქტს ელოდეთ. ეს ოჯახის ცხოვრებას ძლიერ გააფუჭებს, მაგრამ სახლიდან ბედნიერებას სრულად არ გააძევებს. თუ არყის ხეს გზაზე დარგავთ, ის ოჯახის და მისი ნივთების მფარველი იქნება.

photo credit: depositphotos

მუხა

ეს ძლევამოსილი ხე თავისებურად მოქმედებს. ზოგისთვის ძალიან ბევრი უბედურება მოაქვს, ზოგისთვის – წარმატება. საქმე იმაშია, რომ მუხა სახლში არსებულ ენერგეტიკას აძლიერებს.

მაგალითად, თუ ოჯახის წევრებს ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები აქვს, მუხა მათ სისუსტეს და დაავადებებს უფრო გაზრდის. ჯანმრთელ და ძლიერ ადამიანს კი უფრო მეტ ძალას და ენერგიას შემატებს. რთული პროგნოზირებადია, თუ რა ბედი ელის ადამიანს. სჯობს არ გარისკოთ და სახლთან ახლოს მუხა არ დარგოთ.

photo credit: depositphotos

ვერხვი

ხალხური რწმენის მიხედვით, ვერხვი დეპრესიას იწვევს. ისეთი სიტუაცია იქმნება, როცა ადამიანები თითქოსდა კარგად ცხოვრობენ, მაგრამ ბედნიერები არ არიან. ხე ენერგეტიკულ ველს ქმნის, რომელიც სიკეთის სხივების სახლში შეღწევას ხელს უშლის.

photo credit: depositphotos

ნაძვი

ნაძვი ძალიან მტკიცე ხეა, რომლის ენერგეტიკის რაიმე დაფარვა შეუძლებელია. მხოლოდ ახალ წელს შეიძლება მისი დეკორაციებით და განათებებით გაფორმება. ამ შემთხვვაში ხის სიბნელე ნეიტრალდება. თუ ნაძვის ხეს მთელი წელი სახლთან ახლოს გააჩერებთ, უბედურების ჩრდილი თქვენს ოჯახს დაეცემა.

photo credit: depositphotos

აი, ასეთი ცრურწმენები არსებობს ხალხში. რამდენად დაიჯერებთ და როგორ მოიქცევით, თქვენი გადასაწყვეტია. ზოგიერთ ხეს ნამდვილად უსიამოვნო ატმოსფეროს შექმნა შეუძლია. თუმცა მთელი პასუხისმგებლობის ხეზე გადატანაც არასწორია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს