რით დაატყვევა დიასახლისები ვერტიკალური ჩატვირთვის მქონე სარეცხმა მანქანამ

153

არის რაიმე განსხვავება ვერტიკალური ჩატვირთვის მქონე სარეცხ მანქანასა და სტანდარტულ ვარიანტს შორის?! არჩევანის გაკეთების დროს, მნიშვნელოვანია სხვადასხვა განსაკუთრებულობები გაითვალისწინოთ იმისთვის, რომ მოგვიანებით არჩევანი არ ინანოთ. დღეს, პაპარაცის რედაქცია ავტომატური სარეცხი მანქანების სხვადასხვა ტიპებზე გესაუბრებათ.

Photo credit: Depositphotos

ვერტიკალური ჩატვირთვის მქონე სარეცხი მანქანა

ასეთი სარეცხი მანქანის მთავარი ღირსება რა თქმა უნდა მის მცირე გაბარიტებშია. მისი კომპაქტური ზომა საშუალებას გვაძლევს ის ყველაზე პატარა სამზარეულოს ან სააბაზანოს კუთხეშიც კი მოვათავსოთ. მიუხედავად იმისა, რომ მათი ზომა პატარაა – მათი ტევადობა წინა ჩატვითვის მქონე მანქანებს არ ჩამოუვარდება.

Photo credit: Depositphotos

შემდეგი მნიშვნელოვანი მომენტი – უსაფრთხოებაა. ვერტიკალური ჩატვირთვის მანქანა უფრო უსაფრთხოა ოჯახის პატარა წევრებისთვის და დაცულია თქვენი პატარებისა და შინაური ცხოველების ცნობისმოყვარეობისგან.

ამგვარი მანქანების კიდევ ერთი პლიუსი მისი კარია, რომლის გახსნაც წყლის გადმოსვლასა და წყალდიდობას ნამდვილად არ გამოიწვევს და შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ახადოთ ლუქი, ჩაყაროთ მასში შემთხვევით დავიწყებული რამდენიმე ნივთი და მანქანა რეცხვას განაგრძობს.

Photo credit: Depositphotos

წინა ჩატვირთვის მქონე სარეცხი მანქანის კარის რეზინა რომელიც ჰერმეტულობას იცავს, დროდადრო ცვდება და მისი განახლებაა საჭირო. განსაკუთრებით თუ დიასახლისი მანქანას რეცხვის დასრულებისთანავე არ ამშრალებს. რეცხვის დროს წყლის გაჟონვა შეიძლება ნადებმაც გამოიწვიოს.

Photo credit: Depositphotos

უნდა გავიხსენოთ წელის პრობლემებიც. ვერტიკალური ჩატვირთვის სარეცხი მანქანა არ საჭიროებს მუხლზებზე დადგომას, მოხრას და სხვადასხვა უხერხულ და არაკომფორტულ მოქმედებებს.

ვერტიკალური ჩატვირთვის მქონე სარეცხი მანქანის მინუსები

ესთეტიური ინტერიერის მოყვარულებს ეს ვარიანტი – არ მოეწონებათ! ინტერიერში მისი შეუმჩნევლად და ლამაზად შეხამება თითქმის შეუძლებელია. ამ მანქანის ზედაპირის სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენებაც არ გამოვა რადგან სახურავზე ნივთებს ვერ დაალაგებთ.

Photo credit: Depositphotos

ვიწრო სათავსოში დიდი ზომის ნივთების მოთავსება ძალიან რთულია. მაგალითად, დიდი მოცულობის რბილი სათამოშების ან დუტის ქურთუკის მოსათავსებლად საკმაოდ დიდი გარჯა მოგიწევთ. იგივე ეხება საბნებს და გადასაფარებლებსაც.

Photo credit: Depositphotos

სარეცხი ფხვნილისა და ხსნარების განყოფილების ამოღება და გარეცხვა, ვერტიკალური ჩატვირთვის მქონე სარეცხი მანქანების უმეტესობაში შეუძლებელია. სწორედ ამ განყოფილებაში გროვდება ყველაზე დიდი რაოდენობის ნადები.

პაპარაცის რედაქციისგან

Photo credit: Depositphotos

მე პირადად, სტანდარტულ სარეცხ მანქანას ვირჩევ, გვერდითი კარით. ეს არჩევანი ესთეტიკის მხრივაც არის გამოწვეული. თუ სახლის ზომა საშუალებას მომცემს აუცილებლად მრგვალ ილუმინატორის მსგავს კარიან სარეცხ მანქანას შევიძენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს