ყველა ოცნებობს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ვინმე დიდებული და ყოვლისშემძლე მოვა და ჯადოსნური ჯოხის ერთი ხელის მოსმით ყველა სურვილს აუსრულებს.ასტროლოგები ჩქარობენ გითხრან, რომ 3 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრებაში დაახლოებით ასე მოხდება. მიზეზი არ არსებობს, რომ არ ვენდოთ, რადგან მათი პროგნოზები ხალხს ცხოვრებისეული გზის პოვნაში ყოველთვის ეხმარება.ჩვენ დადებითი ემოციებით სავსე თვე გველოდება. ყველა სურვილი, რომელიც კეთილდღეობას, ჯანმრთელობას, სიყვარულს, ბედნიერებას შეეხება, აუცილებლად ახდება.Paparazzi.ge–ს რედაქცია გიამბობთ, თუ რომელი 3 ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები ოცნებებისკენ თავდაჯერებით მიიწევდნენ. ახლა ოცნებების ახდენის დროა.
მორიელი
მორიელს ბედი ფართოდ და თავაზიანად გაუღიმებს. ბოლო რამდენიმე წელიწადში ჩაფიქრებული ყველა გეგმა განხორციელებისთვის განწირულია. ყველა მცდელობას და ძალისხმევას უშედეგოდ არ ჩაუვლია.თავიდან ერთი სანუკვარი ოცნება ახდება, შემდეგ კი მის ცხოვრებაში მშვიდი და თავდაჯერებული ნაბიჯებით შემოვა ფინანსები, ახლობლებთან და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის გაუმჯობესება, კარიერული ზრდა, შინაგანი ჰარმონია.მხოლოდ ერთი ოცნების ახდენა ბედის ერთადერთი საჩუქარი არაა. მარტის ბოლოს სიურპრიზი გელოდებათ – კიდევ ერთი სურვილი, რომელსაც გულში დიდხანს ინახავდით, რეალურ ცხოვრებაში აისახება.
კურო
კურო ცხოვრებაში ჰარმონიისკენ დიდი ხანია მიისწრაფვის და უკვე ზღურბლზე იმყოფება. საკუთარი წარმატებისკენ დიდი ხანია მიიწევს, ამიტომ მიზნების მიღწევა მოულოდნელი არ აღმოჩნდება. ეს ზუსტად გაზაფხულის პირველი თვის შუა რიცხვებში მოხდება.ასტროლოგები ამბობენ, რომ კუროს მთავარი ამოცანა შედეგების შენარჩუნება და გამყარებაა, რადგან მხოლოდ სურვილების ასრულება მომავალი ბედნიერი ცხოვრებისთვის საკმარისი არაა. არ მოდუნდეთ და საქმე თვითნებაზე არ მიუშვათ.დასვენებას მომავალში შეძლებთ, ასეთი შანსი კი აღარ გექნებათ. სწორედ ამიტომ, ბედნიერების ლურჯი ჩიტი ხელში კარგად დაიჭირეთ და სხვასთან გაფრენის საშუალება არ მისცეთ.
ქალწული
ქალწულსაც ასტროლოგებისგან სასიხარულო სიახლეები ელოდება. სირთულეები შორეულ და ბურუსით მოცულ წარსულში დარჩება. მარტის დასაწყისში პრობლემები გვერდზე გაიწევს, ყველაფერი მშვიდად და შეუფერხებლად წარიმართება. სურვილები ასრულდება.ქალწულის მთავარი მამომძრავებელი ძალები მისი შრომისმოყვარეობა, დისციპლინა და პრაქტიკულობაა. ეს ყველაფერი მისი ბედნიერი ცხოვრების გარანტია გახდება. როცა სურვილები ერთი მეორეს მიყოლებით ასრულებას დაიწყებს, ქალწული მუშაობას არ შეწყვეტს, არამედ წარმატებას გააორმაგებს.ქალწულისთვის მარტი რთული, მაგრამ პროდუქტიული და ბედნიერი თვე იქნება.