შეძლებული ქალი ყოველთვის ბრენდულ ტანსაცმელს და ძვირიან აქსესუარებს არ ატარებს. ზოგჯერ მისი სტილი საკმაოდ თავშეკავებულია, მაგრამ ამ უბრალოებაში უნაკლო გემოვნება და სტილი მაინც იგრძნობა. გარშემომყოფები კი აღფრთოვანებულნი არიან და კომპლიმენტებს არ იშურებენ.
Paparazzi.ge-ს რედაქცია გიამბობთ იმ ნივთებზე, რომლებიც შეძლებულ ქალს დაუყონებლივ ააშკარავებს, თუნდაც მოკრძალებულად ეცვას და ფინანსური შესაძლებლობების დაფარვას ცდილობდეს. საკმარისია ყურადღებით დააკვირდეთ.
უზრუნველყოფილი ქალი
საინტერესოა, რომ შეძლებული ქალის სტილი მინიმალიზმით და ზომიერებით გამოირჩევა. აქ, დასავლეთის გავლენა იგრძნობა, სადაც 21-ე საუკუნის დასაწყისიდან მკვიდრდება მოსაზრება, რომ თვითკმარი ქალი აუცილებლად მოკრძალებული და უპრეტენზიო არსებაა, რომელიც კომფორტის და სიმარტივის პრინციპებით ხელმძღვანელობას და შთაბეჭდილების მოხდენას არ ცდილობს. მაშინ, რის ხარჯზე ახერხებს მდიდრული იმიჯის შექმნას?
1. ხარისხის მიმართ სიყვარული
გარდერობი შესაძლოა პატარა იყოს, მაგრამ თითოეული სამოსი მაღალ დონეზე შესრულებულია. შეძლებული ქალი საეჭვო ხარისხის ნივთებს კარადაში არ გააჩერებს – ეს არ სჭირდება და არ მოიზომებს.
ნივთის დატაცება მხოლოდ იმიტომ, რომ ფერადი და უჩვეულოა? ნამდვილად, არა! უზრუნველყოფილი ქალი საკუთარ თავს ზედმეტად აფასებს, რომ კომპრომისებზე წავიდეს. სწორედ ამიტომ, მისი ნივთები ხშირად თავშეკავებულ და მშვიდ ფერებშია გადაწყვეტილი. ღია ფერის ნივთები იშვიათად გვხვდება, რადგან ასე სწორი სტილის შექმნა უფრო რთულია.
2. მოდისგან დამოუკიდებელი
მოდას ფეხი რომ აუწყოთ, არანაირი ფული არ გეყოფათ. მუდმივად ახალი და ახალი ნივთების შეძენა მოგიწევთ. ზოგიერთ მოდის მიმდევარს ყოველთვის ტრენდში ყოფნა იმდენად სურს, რომ ვერ ამჩნევს, თუ როგორ გადაიქცა საკუთარი ჰობის ტყვედ.
ნამდვილად, შეძლებულ ქალს ასეთი საზრუნავი არ სჭირდება. თუ ულტრათანამედროვე ნივთებს ყიდულობს, მხოლოდ ისეთს, რომლებიც ნებისმიერ სტილს ადვილად ერგება. თავის მტვრევა, თუ რა ჩავიცვათ, რომ მოდური ვიყოთ, აუცილებელი არაა. დაე, ამაზე იფიქრონ იმ ქალებმა, რომლებიც ცდილობენ თავი შეძლებულად მოაჩვენონ.
ფერების პალიტრა
3. თავშეკავებული ფერი
ეს პირველ პუნქტში უკვე ვახსენეთ, მაგრამ ცალკე აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი ქალის გარდერობში კეთილშობილური პალიტრის ფერები სჭარბობს. არანაირი კაშკაშა ნივთები. თეთრი და შავი ფერის სამოსი საკმარისად გვხვდება. ასევე პასტელური ფერები. თუ ფერად ფერებზე ვსაუბრობთ, ზოგჯერ გვხვდება ზურმუხტისფერი, შინდისფერი, ქარვისფერი.
4. სტილის შექმნის უნარი
მნიშვნელოვანია არა იმდენად ნივთების ქონა, რამდენადაც მათი სწორად კომბინირების უნარი. შეძლებულ ქალს ეს ესმის, ამიტომ საკუთარ გემოვნებაზე და უნარებზე მუშაობს და არა გარდერობის შევსებაზე. შედეგად, გარშემომყოფები აღფრთოვანებულნი არიან, თუ როგორ ახერხებს ჯინსის და აბრეშუმის პერანგის კომბინაციას, ხან ტყავის ქვედაბოლოს და უბრალო ჯემპრის შეხამებას.
5. უნაკლოდ მორგებული
შეუძლებელია ეფექტურად გამოიყურებოდეთ, თუ ტანსაცმელი ცუდად გაზით. ქალი, რომელიც კომფორტს ყველაფერზე მეტად აფასებს, მხოლოდ ისეთ ტანსაცმელს შეიძენს, რომელიც სხეულის ყველა მახასიათებლებს გაითვალისწინებს. ოვერსაიზ ნივთების შეძენასაც უფრო მეტ ყურადღებას აქცევს.
6. აქსესუარები ზომიერად
შეძლებული ქალები ხშირად აქსესუარებს საერთოდ არ იკეთებენ. მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში, როცა მნიშვნელოვანი მიზეზი აქვთ. სხვა დროს ბიჟუტერიას იკეთებენ. აქაც, არა პლასტმასის იაფ ნაკეთობაზე, არამედ ხარისხიან, ძვირადღირებულ და, როგორც წესი, საავტორო ბიჟუტერიაზეა საუბარი.
რა თქმა უნდა, ქალები ფინანსური შესაძლებლობების მიუხედავად განსხვავდებიან. ზოგს მილიონები აქვს და მაინც უგემოვნოდ იცვამს, ზოგი მოკრძალებული ხელფასით მოდური სტილის შექმნას ახერხებს. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მარტივი რჩევები მიგანიშნებთ, თუ რაზე უნდა მიაქციოთ ყურადღება. ასე ხომ ლამაზი და მოდური სტილის შექმნა ადვილი გახდება.