როგორ ვიყენებ ბროლის ვაზას რომელიც მეუღლის ბებიისგან დაგვრჩა მემკვიდრეობით

22826

ბროლი ლამაზია მაგრამ, პოპულარული ნივთი არ გახლავთ, თუმცა საბჭოთა კავშირის დროს მას ხშირად ყიდულობდნენ და საკმაოდ კარგ საჩუქარსაც წარმოადგენდა. ახლაც, ოჯახში ყველას მოეპოვება თუნდაც ერთი ბროლის ნივთი რომელიც მემკვიდრეობით შემორჩათ. დღეს პაპარაცის რედაქცია მოგითხრობთ თუ რა დანიშნულებით შეიძლება ამ მოძველებული ნივთის გამოყენება დღევანდელ ყოფაცხოვრებაში.

Photo credit: Depositphotos

ზოგი ბებოს ვაზას ინახავს, ზოგს კი ბროლის დოქი აქვს შენახული. მათ ვერც გაყიდი და გადასაგდებადაც დასანანია რადგან მასში ჩვენი ბავშობის მოგონებებია ჩაქსოვილი. მე სახლში ბებოს მიერ დატოვებული ბროლის დოქი მაქვს. გადავწყვიტეთ მისთვის რამდნეიმე მოვალეობა შეგვეთავსებინა. მისი კარადაში დადებით სარგებელი არ გვაქვს. თუ ბროლს გარეცხავთ, კარგად გააპრიალებთ და ნათელ ადგილას დადგამთ მისი მბზინვარება თვალისმომჭრელი გახდება და ინტერიერს გაალამაზებს.

ბროლის დოქი

1. ყვავილებისთვის

ბროლი საკმაოდ მძიმე მასალაა, შესაბამისად მას საკმოად დიდი ზომის თაიგულის მოთავსებაც შეუძლია. ბოლო დროს კი ჩვენი დაკვირვებით, ვხვდებით, რომ ასეთი ჭურჭელი ყვავილებს უფრო დიდი ხნით ინახავს.

2. ინტერიერისთვის

როგორც უკვე ვთქვით, გაპრიალებული ბროლი საკმაოდ ლამაზია და ინტერიერის გასალამაზებლადაც გამოგადგებათ. მასში ხელოვნური ყვავილების ან იკებანას მოთავსებაც შეგიძლიათ. ამგვარად საკმაოდ საინტერესო დეკორაციას მიიღებთ.

3. საკანფეტე

თუ დოქში ყვავილები არ გვიდგას, მასში კანფეტებს ვყრით. როდესაც ზედა ნაწილში კანფეტები მთავრდება, მისი გადმოყირავება ხდება საჭირო, მოკლედ რომ ვთქვათ დოქი საინტერესო დოზატორია.

4. ნივთებისა და პროდუქტების შენახვისთვის

კიდევ ერთი მოვალეობა რომელიც ბროლის დოქს შეგიძლიათ შეუთავსოთ – მასში სხვადასხვა ნივთებისა და პროდუქტების შენახვაა. შეგიძლიათ მასში ლობიო, ბრინჯი, ჩირი და მაკარონიც კი შეინახოთ. ჩვენ მაგალითად მასში შაქარსაც ვყრით ხოლმე.

5. ყულაბა

დოქი შეგიძლიათ ყულაბადაც გამოიყენოთ და მასში ფული მოაგროვოთ. თუმცა ამ შემთვევაში ნებისყოფა უნდა დაძაბოთ და თანხა პირველივე შემთხვევაში არ უნდა მოაკლოთ.

პაპარაცის რედაქციისგან

ადამიანები ბროლთან გამომშვიდობებას დიდად არ ჩქარობენ, ვფქირობთ რომ ამ სტატიაში წარმოდგენილი მეთოდებიდან ერთი მაინც გამოგადგებათ.

Photo credit: Depositphotos

მათ კარადაში დატოვებას აჯობებს გამოიღოთ და ოთახის სხვადასხვა თაროზე გაანაწილოთ, ამგვარად ისინი ინტერიერის დეკორის ფუნქციას მაინც შეითავსებენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს