რძლის სისულელე, რომელმაც სკანდალი კვერცხის გამო მოაწყო

9381

ამბობენ, რომ ყველაზე მეტად ჩვენთვის გულის ტკენა ახლობელ ადამიანებს შეუძლიათ. თითქოს ერთი ოჯახია, თუმცა ოჯახის წევრები უცხოებივით ცხოვრობენ. ჩვეულებრივი ვახშამი შეიძლება ოჯახურ კონფლიქტად იქცეს. ასეთი ოჯახი გგონიათ ცოტაა?!

პაპარაცის რედაქცია დღეს მკითხველი ისტორიას გთავაზობთ. წაიკითხეთ და შეაფასეთ. თქვენს აზრს ყველა ვაფასებთ და იმედი გვაქვს რჩევებს არ დაიშურებთ. ამ წერილს ძალიან შეწუხებული ქალბატონი გვწერს.

Photo credit: Pixabay

საოჯახო ვახშამი

“აი როგორ მოხდა ეს ყველაფერი: ღვეზელს ვაცხობდი, ვიცოდი, რომ მისი ყველა ინგრედიენტი მქონდა და გადავწყვიტე 2 ცალი კვერცხი ამეღო. გავხსენი მაცივარი და ცარიელი დამხვდა. 2 საათის წინ ადგილზე იდო და ახლა სადღაც გაქრა. რძალს ვკითხე თუ სად წავიდა კვერცხი, მას ისეთი საშინელი რეაქცია ჰქონდა! მომიწია კორვალოლი დამელია.

Photo credit: Pixabay

მე ახალგაზრდა აღარ ვარ. მდიდრულად არასდროს მიცხოვრია. მხოლოდ ბინა მაქვს რომელიც სასწაულად შევიძინე. ალბათ, გამიმართლა! თუ ერთ ტერიტორიაზე ვცხოვრობთ და სამზარეულო საერთოა, ხომ შეიძლება პროდუქტები გავიყოთ?!

ვაჟს მარტო ვზრდიდი – ის დაქორწინდა. რა მექნა, ჩემთან მოვიწვიე საცხოვრებლად. სახლში ორი ოთახია. ვაჟი რძალთან ერთად დღემდე ჩემთან ცხოვრობს. უკვე პატარაც გაუჩნდათ და ძალიან ამაყი ბებია ვარ!

Photo credit: Pixabay

მესმის, რომ ახლა ყველას უჭირს. ჩემი ვაჟი მთელი დღეები მუშაობს იმისთვის, რომ დააწინაურონ. თუმცა ახლა სხვაგან საცხოვრებლად გადასვლის პერსპექტივა არ ჩანს. შეგვეძლო ბინა ორ ცალ ერთოთახიანში გადაგვეცვალა თუმცა ამ ეტაპზე დასამატებელი თანხა არ გვაქვს.

Photo credit: Pixabay

მე პენსიონერი ვარ. ვცდილობ ყველაფერი იაფად ვიყიდო, ბავშვებს ამისთვის არასდროს სცალიათ. სიმართლე, რომ ვთქვათ ეს “ერთად ცხოვრება” არავის მოსწონს. ჩვენ სხვადასხვა თაობის ხალხი ვართ. პროდუქტებთან დაკავშირებით ეს გაურკვევლობაც ამიტომ მოხდა. ჩხუბის მიზეზიც ყოველთვის საყოფაცხოვრებო საკითხებია: ხან ჭურჭელს დაყრიან, ხან სხვა ტაფას იყენებენ, ხან ისეთ რამეს შეჭამენ რაც სხვა მიზნისთვის მქონდა გადანახული.

Photo credit: Pixabay

ამჯერად ყველაფერი ღვეზელის გამო მოხდა. აი ახლა მჭირდება კვერცხი მაგრამ არ მაქვს… რძალს ვკითხე და ის კი გაბრაზდა, თითქოს შვილიშვილისთვის კვერცხი მენანება. გავბრაზდი და ვუთხარი, რომ თავიანთი მაცვარი იყიდონ, ჩემს პროდუქტებს კი თავად შევჭამ.

Photo credit: Pixabay

მთელი ცხოვრება საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი, იქ სულ უცხო ადამიანები არიან. იქ არავინ არაფერს ვიყოფდით მაგრამ ყველაფერი ყოველთვის გვყოფნიდა. ჩვენ ხომ ოჯახი ვართ. რა წესია ცალ-ცალკე ჭამა?!

პაპარაცის რედაქციისგან

აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში თუ რას ფიქრობთ. როგორ უნდა მოქცეულიყო ეს ქალბატონი?! იქნებ ასე აჯობებს ყველასთვის?! საოჯახო ვახშამი მართლაც ყველას აახლოებს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ადამიანები ერთმანეთს აფასებენ და პატივს სცემენ. სიყვარულზე არც კი ვილაპარაკებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს