მებოსტნის გულს არაფერი ისე არ ახარებს, როგორც კარგი მოსავალი. მის მიღებაში კი საფუარის სასუქით მცენარეების დროულად გამოკვება დაგეხმარებათ.
ის ნიადაგის ნაკლოვანებებს ანაზღაურებს, ბოსტნეულს მინერალებით ამდიდრებს, უფრო ძლიერი და გემრიელი ნაყოფის ფორმირებას ხელს უწყობს. Paparazzi.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ გამოიყენოთ საფუარი მცენარეების გამოსაკვებად.
საფუარით გამოკვება
რატომ არის სასარგებლო საფუარი-საფუარი შეიცავს ყველა აუცილებელს, რომ ისეთი შეუდარებელი პური გამოვაცხოთ, როგორსაც ჩვენი ბაბუები აცხობდნენ. გამოცდილმა მებოსტნეებმა უკვე დიდი ხანია იციან, რომ საფუარის გამოყენება შეიძლება როგორც საუკეთესო და ხელმისაწვდომი ორგანული სასუქი.
საქმე საფუარში შემავალ სოკოებში, სახარომიცეტებშია. ისინი ცილების, ამინომჟავების და ორგანული რკინის შესანიშნავი წყაროა. ყველა ეს ნივთიერება მცენარის ზრდასა და მოსავლიანობაზე დადებით გავლენას ახდენს.
სეზონზე 2–3 საფუარის სასუქით გამოკვება საკმარისია, მაგრამ 10–14 დღიანი შესვენებებით. ნიადაგი აუცილებლად წინასწარ კარგად მორწყეთ. 100 გრ საფუარი და 2 ს/კ შაქარი 2 ლ წყალში გახსენით (2 საათში სასუქი მზადაა). 0,5 საფუარის ხსნარი 10 ლ წყალში გააზავეთ. მორწყვის წინ მცენარეებს ბუჩქების ქვეშ ნაცარი მოაყარეთ. დუღილის პროცესში კალიუმის და კალციუმის აქტიური შთანთქვა ხდება. ნიადაგი ამ ელემენტებით რომ არ გაღარიბდეს, დამატებით ნაცარიც დაუმატეთ.
საფუარის ხსნარით დამუშავება პომიდვრისთვის ფიტოფთორის პროფილაქტიკას წარმოადგენს, კიტრისთვის – პერონოსპოროზის (ცრუ ნაცროვანი სოკო).
საფუარით მარწყვის გამოკვება ერთ–ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად ითვლება. უმჯობესია სეზონზე 3–ჯერ გამოიყენოთ: ნაადრევ გაზაფხულზე, როცა ნიადაგი 10 გრადუსამდე გათბება; ყვავილობის პერიოდში; შემოდგომაზე, ნაყოფის ფორმირების შემდეგ; რეცეპტი: 14 გრამიანი 2 პაკეტი მშრალი საფუარი და 2 ს/კ შაქარი 1 ჭიქა თბილ წყალში გახსენით. 10 ლიტრიან ვედროში 3 ლ თბილი წყალი ჩაასხით და საფუარის ხსნარი დაუმატეთ. თავსახური დააფარეთ და ბნელ ადგილას 3 საათით გააჩერეთ. მიღებულ ნარევი 2 ვედრო წყალში გააზავეთ. 0,5 ლ სასუქით თითოეული მარწყვის ბუჩქი მორწყეთ. კარგი იქნება, თუ წინასწარ უბრალო წყლით მორწყავთ.
საფუარი მიწის ხარისხს აუმჯობესებს, მას სასარგებლო მიკროფლორით ამდიდრებს. მცენარის მიერ სტრესის გადატანის შემდეგ ასეთი დამუშავება განსაკუთრებით ეფექტურია, მაგალითად, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება და შემცირება.
როგორ მოვამზადოთ სასუქი-სასუქის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 10 გრ მშრალი საფუარი, 2 ს/კ შაქარი და 1 ლ თბილი წყალი.
ყვავილობის დაწყებამდე მარწყვს ნაცრისფერი ლპობის საწინააღმდეგოდ საფუარის ხსნარით ვრწყავ. ქვაბში 100 გრ დაპრესილი საფუარი 1 ლ თბილ წყალში გახსენით და 2 ს/კ შაქარი დაუმატეთ, რომ საფუარი გააქტიუროთ. თავსახური დაახურეთ და 2–3 საათით გააჩერეთ. მზა სასუქი 10 ლ წყალში გახსენით. 0,5 ლ სასუქით თითოეული ბუჩქი მორწყეთ.
ყველაფერი აურიეთ და თბილ ადგილას 2–4 საათით გააჩერეთ. მზა კონცენტრატი 10 ლ წყალში გააზავეთ. საფუარი ნიადაგიდან კალიუმს აქტიურად მოიხმარს, ამიტომ კარგი იქნება, თუ ნარევს 0,5 კგ ნაცარს დაუმატებთ.
როგორ გამოვიყენოთ საფუარის სასუქი ნერგებისთვის-ნერგები საფუარით პირველად მაშინ გამოკვებეთ, როცა მასზე 2-3 ფოთოლი გამოჩნდება.
მეორედ ცალკე ჭიქაში გადარგვიდან 10 დღის შემდეგ გამოკვებეთ. მესამედ – ღია მიწაში მცენარის დარგვის შემდეგ.
საფუარის სასუქი ბოსტნეულისთვის-საფუარის სასუქი უყვარს კიტრს, პომიდორს, წიწაკას, სტაფილოს, ბოლოკს, ყაბაყს და პატისონს.
მკვებავი ნარევით ძალიან ხშირად არ უნდა მორწყათ. სეზონზე მაქსიმუმ 3 გამოკვება საკმარისია. პირველად, ნაადრევ გაზაფხულზე, რომ მცენარე კარგად გაფესვიანდეს.
საუკეთესო რეცეპტები: მარტივი საფუარი სასუქი: 100 გრ ცოცხალი საფუარი 5 ლ ადუღებულ წყალზე. მასა თბილ ოთახში 6 საათით გააჩერეთ. შემდეგ 1:5 პროპორციით წყალში გააზავეთ და ფესვების გამოსაკვებად გამოიყენეთ. რძე–საფუარის ნარევი: სასუქის დამატებითი ეფექტი – მავნებლების საწინააღმდეგოდ ძლიერი პროფილაქტიკა. 1 ლ რძეზე 100 გრ საფუარი გამოიყენეთ. აურიეთ და 2 საათით გააჩერეთ. 1:10 პროპორციით წყალში გააზავეთ. დასანამად და ფესვების გამოსაკვებად გამოიყენეთ. ნაცარი–საფუარის ნარევი: 3 ლ ანადუღარ წყალში 100 გრ საფუარი, 100 გრ ფერფლი და 100 გრ შაქარი აურიეთ. მასა თბილ და ბნელ ადგილას 3 დღე გააჩერეთ. 1:4 წყალში გააზავეთ. მასის გაფილტვრა აუცილებელი არაა. მწვანილი–საფუარის ნარევი: დიდ კასრში 1 ვედრო წვრილად დაჭრილი მწვანილი (სარეველები ყვავილების გარეშე, კულტურული მცენარეების ფოჩები), 1 პურის პატარა ნაჭრები, 500 გრ ახალი საფუარი ჩაყარეთ. 50 ლ წყალი დაასხით და 3 დღე თბილ ადგილას გააჩერეთ. მიღებული სითხე კიტრის გამოსაკვებად გამოიყენეთ. ნარევი დიდი ნაკვეთისთვის. დახურულ ავზში ან კასრში 2 კგ საფუარი, 2 ნიჩაბი (დაახლოებით 0,5 კგ) ნაცარი, 5 ვედრო დაქუცმაცებული ჭინჭარი, 1 ვედრო ნაკელი, 3 ლ რძის შრატი ჩაყარეთ. თავსახური დაახურეთ და მზეზე დაახლოებით 2 კვირა გააჩერეთ. მიღებული ნარევით თითო ლიტრობით ნერგები მორწყეთ. 10 დღიანი შესვენებებით გამოიყენეთ.
მკვებავი ხსნარის შემდეგი გამოყენება ყვავილობის დასაწყისში ხდება. ბოლო ნაყოფის ფორმირების პერიოდში. მცენარე თბილ, მზიან ამინდში უნდა გამოკვებოთ, დილას ან საღამოს, წინასწარ უბრალო წყლით მორწყეთ. როგორც ხედავთ, ბოსტნეულის უხვი მოსავლის მისაღებად კარგად უნდა ეცადოთ. ყველაფერი ხომ სწორედ ამისთვის დავიწყეთ!