საყოფაცხოვრებო ქიმიის მაღაზიაში უამრავ საშუალებას იპოვით სახლის დასალაგებლად. ისინი ხელმისაწვდომი, თუმცა, სამწუხაროდ, საფრთხის შემცველია როგორ ოჯახის წევრების, ისე გარემოსთვისაც.
არსებობს ალტერნატივა, ძველი ხალხური საშუალება – მარილი. იგი შესანიშნავი დამხმარეა სახლის დალაგების დროს. წმენდს ლამინატს, კაფელს, ლინოლეუმსა და საღებავს – თითქმის უნივერსალურია. მოდით, მის ყველა უპირატესობას გადავხედოთ.
მარილი სახლის დასალაგებლად
1. მარილის ხსნარი კარგად წმენდს სხვადასხვა ტიპის დაბინძურებას და ამოჰყავს ლაქები. მტვერიც კი აღარ ეწებება ისეთივე ინტენსივობით ზედაპირს, თუ იგი მარილის ხსნარითაა მოწმენდილი.
ლაქებთან საბრძოლველად, მარილის ხსნარი ძალიან გაჯერებული უნდა იყოს. კარგი იქნება, თუ მას მარილის რაოდენობის ნახევარ სოდას დაუმატებთ. იგი შესანიშნავად უმკლავება დაბინძურებებს საყოფაცხოვრებო სამზარეულო ზედაპირებზე.
თუმცა, საჭიროა სიფრთხილეც: მარილის პროცედურები ხელთათმანებით უნდა ჩაატაროთ, რათა მან ვერ შეაღწიოს კანის ღია ნახეთქებსა და ნაკაწრებში. მოერიდეთ მარილით მარმარილოს, გრანიტისა და ლამინირებული ზედაპირების გაწმენდას, გახსენით მარილი თბილ წყალში, რათა იგი სრულად გაიხსნას და არ დაკაწროს ზედაპირები.
2. მარილი კარგი დეზინფექტორია. ხელს გვიწყობს ინფექციებისა და მიკრობების კერის მოშორებაში. განსაკუთრებით შეუცვლელია იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც პატარა ბავშვები ჰყავთ. არ იწვევს ალერგიასა და გვერდით მოვლენებს.
თუ ოჯახის ერთ-ერთი წევრი გაცივდა, მარილით იატაკის მოწმენდა მას დაეხმარება. რეცხვის პროცესში არამხოლოდ იატაკის ზედაპირი გაიწმინდება, არამედ ოთახში ჰაერიც დეზინფიცირდება.
3. ასევე, მარილს ენერგეტიკული თვისებებიც აქვს. სახლში მარილის დაბნევა კამათის მანიშნებელია. ხოლო მარილიანი წყლი მოწმენდა – კარგ ამბავს მოიტანს. მარილი წმენდს სახლში უარყოფით ატმოსფეროს და ადგილს კარგი რამეებისთვის ათავისუფლებს.
დალაგებამდე რეკომენდებულია ფანჯრების გახსნა, რათა ოთახში ორპირი ქარი იყოს. იატაკი ფანჯრებიდან ზღურბლისკენ უნდა მოწმინდოთ – ასე სახლიდან ნეგატივს გაიტანთ. დასრულების შემდეგ, იბანავეთ გამდინარე წყალში და გარეცხეთ ის ტანსაცმელი, რომლითაც ალაგებდით.
ასევე, შეგიძლიათ 3 ს.კ. მარილი მცირე ზომის თასებში ან ქისებში ჩაყაროთ და სახლის ყველა კუთხეში მოათავსოთ(ღიად!). სახლის მარილით მოწმენდიდან 3 დღის შემდეგ, გადაყარეთ ისინი და გაიტანეთ სახლიდან.