რატომ უნდა გქონდეთ სახლში მჟაველა: ოთახის მცენარის განსაკუთრებული თვისებები

3526

ყველა ფლორისტს რამდენიმე მცენარე გამორჩეულად უყვარს. სამწუხაროა, მაგრამ ამ სიაში მჟაველა (ოქსალისი) იშვიათად ხვდება. ოქსალისი არა მხოლოდ ლამაზი, არამედ სასარგებლო მცენარეა. ამტანი და უპრეტენზიოა, ამიტომ მისი მოვლა არ გაგიჭირდებათ. ამაში თავად დავრწმუნდი, როცა ერთი შეხედვით მკვდარი ოქსალისი ერთ კვირაში გაცოცხლდა.

მებაღეობის მცოდნეები მჟაველას ღია ნაკვეთზე დარგვას უფრთხიან. ყვავილი, როგორც სარეველა, მთელ ტერიტორიას სწრაფად იპყრობს. შემდეგ მისი მოშორება გაგიჭირდებათ. სხვა საქმეა მცენარის გაზრდა ქოთანში. მჟაველა იდეალურია საქმიანი ადამიანებისთვის, რომლებიც ოთახის მცენარეებში დიდად ვერ ერკვევიან. Paparazzi.ge–ს რედაქცია გთავაზობთ 5 წონიან მიზეზს, რატომ უნდა გქონდეთ მჟაველა სახლში.

სახლში მჟაველას ქონის უპირატესობები

1. ლამაზი გარეგნობა

მჟაველას ბევრი სახეობა არსებობს და მათ შორის გამოვყოფდი „პეპელას“ მისი სამკუთხა მუქი იასამნისფერი ფოთლებით. სხვა უბრალო მწვანე მცენარეების ფონზე მიმზიდველად გამოიყურება. მუქი ფოთლების ფონზე მისი პატარა ყვავილები კიდევ უფრო ნაზი ჩანს.

2. მარტივად მოსავლელი

მჟაველას განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. პერიოდულად მორწყეთ და 2-3 წელში გადარგეთ. გამოკვება არ სჭირდება, თუმცა თუ სხვა ოთახის მცენარეებს კვებავთ, შეგიძლიათ მჟაველაც გამოკვებოთ. ტემპერატურის მკვეთრი შემცირებისას ძილის ფაზაში გადადის, მაგრამ მალე ახალ ფოთლებს უშვებს.

3. საჭმელად ვარგისი

მჟაველას ფოთლები შეგიძლიათ მიირთვათ. სალათებს, პირველ კერძებს და დესერტებს მცენარის ფოთლები დაუმატეთ. ხმელი მჟაველა სასარგებლო სანელებელია მომჟავო გემოთი. მასში ბევრი ვაშლის მჟავა და მჟაუნმჟავა, ასევე A, C და K ვიტამინები, ფლავონოიდები შედის. ნამდვილი საგანძური ფანჯრის რაფაზე.

4. ხალხური ცრურწმენები

ითვლება, რომ ახალ სახლში გადასვლისას მჟაველა კარგი საჩუქარია. ამბობენ, რომ მცენარეს სახლში ბედნიერება და წარმატება მოაქვს. ფინანსურ საკითხებშიც დაგეხმარებათ. ოჯახში მშვიდობის შენარჩუნებას ხელს უწყობს. საკმარისია, მცენარეს ერთი შეხედოთ და ჩხუბის სურვილი გაგიქრებათ.

5. საყოფაცხოვრებო საქმეებში გამოყენება

მჟაველა შეგიძლიათ საყოფაცხოვრებო საქმეებში გამოიყენოთ. ტანსაცმლიდან ლაქებს ნებისმიერ ნაყიდ საშუალებაზე უკეთ აშორებს. რამდენიმე ფოთოლი ფერად ქსოვილს ძველებურ ბრწყინვალებას დაუმატებს. ბოსტანში მუშაობის შემდეგ მჟაველა ხელებიდან ჭუჭყს მარტივად მოგაშორებთ. უბრალოდ მცენარის ფოთლები ხელებით დასრისეთ.

დარწმუნებული ვარ, ვერც კი ხვდებოდით, რომ ეს მოკრძალებული მცენარე ამდენ საიდუმლოს მალავს. ვიმედოვნებთ, რომ მჟაველათი დაგაინტერესეთ და მალე თქვენ ფანჯრის რაფაზე ვიხილავთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს