დაბალანსებული რაციონი მხოლოდ ცხიმების, ნახშირწყლებისა და ცილების სწორი შეხამება არ გახლავთ. ალბათ ცოტა თუ ამოწმებს თავის ჯანმრთელობას ყოველდღე და დიდად არც ვიტამინებისა და მნიშვნელოვანი მინერალების ნაკლებობას აქცევენ ყურადღებას.
დაბალანსებული რაციონი
სამსახური, სტრესი, ძილისა და ვიტამინების უკმარისობა, გადაღლილი ორგანიზმი. ზოგჯერ ნაჩქარევად გადასანსლული ბუტერბროდი, ჩაი და გზა სამსახურისკენ, ეს ყველაფერი და ამას დამატებული მავნე ჩვევები ჩვენს ორგანიზმს ანადგურებს. ჩნდება დაღლილობა, მოთენთილობა, ძილიანობა, არაპროდუქტიულობა და გაღიზიანებადობა, მოკლედ, რომ ვთქვათ ორგანიზმს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ეწყება. დღეს პაპარაცის რედაქცია ვიტამინების გავრცელებულ დეფიციტზე მოგითხრობთ და განახებთ თუ რომელი პროდუქტები უნდა მიირთვათ ამ დეფიციტის აღმოსაფხვრელად.
ბალანსირებული კვება – მთელი მეცნიერებაა. არსებობს უამრავი აპლიკაცია რომელიც საკვების რაციონსა და დღე-ღამეში მისაღები წყლის რაოდენობას ითვლის. ამას განსაკუთრებით ვეგეტარიანელები უნდა აქცევდნენ ყურადღებას რათა რკინის დეფიციტი არ გაუჩნდეთ, ამან შესაძლოა ცუდი შედეგები გამოიწვიოს.
რკინა
ადამიანის რომელსაც რკინის დეფიციტი აწუხებს – იოლი ამოსაცნობია. მას ხშირად ეხვევა თავბრუ, სწრაფად იღლება და ცუდად კონცენტრირდება. რკინა ორგანიზმის ქსოვილებს ჰაერით ამარაგებს. თუ რაციონში საკმარისი რკინაა, ამ შემთხვევაში უსიამოვნო სიმპტომები არ გაჩნდება. ადამიანი იქნება მხნე. რკინის დეფიციტი ხშირად გვხვდება ქალბატონებში. ისინი რკინას ყოველთვე კარგავენ ციკლის დროს. ამ მიკროელემენტის საჭირო რაოდენობით მიღებაზე ორსულმა ქალებმაც უნდა იზრუნონ, განსაკუთრებით კი ბავშვის ბუნებრივი კვების პერიოდში. რკინის დეფიციტის დროს უნდა მიიღოთ წითელი ხორცი. ძროხის ხორცი პირველ ადგილზე დგას რკინის შემცველობის მიხედვით. ასევე გირჩევთ ძროხის ღვიძლის მირთმევასაც. რკინით მდიდარი პროდუქტის სიაშია: ხამანწკები, ტოფუ და სეზამის მარცვლები.
იოდი
იოდი ტვინის სრულფასოვანი მუშაობისა და ძვლების სიმაგრისთვის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს მეტაბოლურ პროცესებშიც. ადამიანის ორგანიზმმა არ იცის იოდის გამომუშავება და ამიტომ ეს ელემენტი ზღვის პროდუქტებიდან უნდა მიიღოთ. ზღვის კომბოსტო, იოგურტი, ვირთევზა – საუკეთესო პროდუქტებია იოდის მაღალი შემცველობით.
D ვიტამინი
D ვიტამინის ნაკლებობას ცივ დღეებში განსაკუთრებით მძაფრად ვგრძნობთ. D ვიტამინი პასუხს აგებს ფოსფორისა და კალცის ათვისებაზე. დეფიციტი ელის ადამიანებს რომლებიც იშვიათად არიან მზეზე და ცოტა D ვიტამინის შემცველ პროდუქტს მიირთმევენ. ამ ვიტამინის დეფიციტის დროს ეცადეთ რაციონში კვერცხი, ტყის სოკო, მცენარეული რძე და წითელი თევზი გამოიყენოთ.
B12 ვიტამინი
სწრაფი დაღლა, ქოშინი, მკრთალი კანი და სისუსტე – B12 ვიტამინის ნაკლებობის მანიშნებელია. საკვებში აუცილებლად შეიტანეთ – სარდინები, თინუსი, კრევეტები და კიბორჩხალები. შეგიძლიათ მიირთვათ ინდაურის ხორცი, ის რძის პროდუქტებშიც გვხვდება: რძეში, ყველში, იოგურტსა და ხაჭოში.
კალცი
კალცი მნიშვნეოვანია ჩვენი ძვლებისა და კბილებისთვის. ის ნერვული სისტემის მუშაობას უწყობს ხელს და სისხლძარღვებს სისხლის გატარებაში ეხმარება. კალცი ზედმეტი არასდროს არის! როდესაც დეფიციტი ჩნდება ორგანიზმი კალცის მარაგებს ძვლებიდან იღებს. ასაკის მატებასთან ერთად კალცის ათვისება უფრო და უფრო რთულდება. დეფიციტი კი ვეგეტარიანელობის, ლაქტოზის აუტანლობის და D ვიტამინის უკმარისობის შედეგადაც ჩნდება. რძე და თევზი კალცისშემცველი პროდუქტებია. მის მისაღებად შეგიძლიათ ჩიას მარცვლები, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული და ნუშიც გამოიყენოთ.
А ვიტამინი
ეს ვიტამინი მხედველობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ის ხელს უშლის რქოვანას გამოშრობას და საშუალებას გვაძლევს ფერები მსუბუქი განათების დროსაც განვასხვავოთ. ის ამაგრებს იმუნიტეტს, ახდენს შიდა ორგანოების მუშაობის ნორმალიზებას, განსაკუთრებით კი გულის, თირკმელებისა და ფილტვების. საკმარისი А ვიტამინი კანს უფრო ჯანმრთელს და ლამაზს ხდის. А ვიტამინის დეფიციტის დროს ცხიმიანი თევზი, ყველი და ღვიძლი უნდა მიირთვათ. გამოიყენეთ ბევრი წითელი, მწვანე და ყვიტელი ბოსტნეული. ეს ვიტამინი მიწავაშლასა და მანგოშიც შედის.
მაგნიუმი
მიკროელემნტი მაგნუმი – ძვლებისა და ხრტილებისთვის არის აუცილებელი. მისი დეფიციტი ასაკოვან ადამიანებში გვხვდება. მაგნიუმის უკმარისობა კრუნჩხვებს იწვევს. მიირთვით მარცვლოვანი პროდუქტები და ჭარხლის ფოთოლი, ავოკადო და მუქი შოკოლადი.
იმედი გვაქვს თვქენ მათ სიაში არ ხართ ვინც დინების მიმართულებით ცურავს და ჯანმრთელობას ყურადღებას არ აქცევს. საკმარისია კვების რეჟიმი დაალაგოთ და ყურადღება მიაქციოთ თუ რას და რამდენს ჭამთ. ჯანმრთელი ძილი და დაბალანსებული რაციონი მყარი ჯანმრთელობისა და ხანგრძლივი სიცოცხლის გარანტია! გაუფრთხილდით თავს და მიირთვით სასარგებლო საკვები. გისურვებთ ჯანმრთელობას!