როგორ მოვიქცეთ იმისთვის, რომ ყურძენზე მსხვილი შავი მოცხარი მივიღოთ?!

293

ტკბილი და მსხვილი შავი მოცხარი – ბევრი მებაღის ოცნებაა. დღეს მარტივ ეშმაკობებს გავიხსენებთ რომლებიც მებაღეობაში გამოიყენება ამ უგემრიელესი კენკრის უხვი მოსავლის მისაღებად.

Photo credit: Depositphotos

იცოდით, რომ ვიტამინების ნამდვილ წყაროს არა ნაყოფი არამედ ამ მცენარის ფოთლები წარმოადგენს?!

Photo credit: Depositphotos

С ვიტამინის შემადგენლობით ისინი მხოლოდ ასკილს თუ ჩამოუვარდებიან და ნებისმიერ ციტრუსსა და მარწყვსაც კი უსწრებენ.

მსხვილი შავი მოცხარი

Photo credit: Depositphotos

ნახევრად ჩრდილი

მოცხარს არ უყვარს პირდაპირი და ინტენსიური მზის სხივები, არასაკმარისი წყალი და მშრალი გრუნტი. მისი ბუჩქისთვის იდეალურ წინაპირობას წარმოადგენს ხის ჩრდილი.

ბაღში მოცხარს აუცილებლად “სწორი” მეზობლები უნდა ყავდეს.

Photo credit: Depositphotos

მაგალითად, ჟოლოსთან, ქაცვთან, ღვიასთან, ხურტკმელთან ან მსხალთან ეს კენკრა არ უნდა დარგოთ.

მულჩირება

გრუნტის სიმშრალეს ან მიწის გადახურებას თავი უნდა აარიდოთ. ამაში მულჩირება დაგეხმარებათ.

მოახდინეთ მისი ფესვების მულჩირება. გრუნტი ბუჩქის გარშემო დიდხანს დარცება რბილი და მისი მორწყვაც უფრო იშვიათად გახდება საჭირო.

მავნებლებისგან დამუშავება

სოკოვანი დაავადებებისგან თავის ასარიდებლად, შავი მოცხარი აუცილებლად უდა დამუშაოვოთ სპეციალური სითხეებით.

ფინგიციდები ორგანულ სასუქთან ერთად არ უნდა გამოიყენოთ რადგან ამ შემთხვევაში სასარგებლო ბაქტერიებიც დაიღუპებიან.

განოყიერება

სეზონზე მოცხარს 3 ჯერ ჭირდება სასუქი. მას შემდეგ რაც კვირტებს გამოიღებს 2 სუფრის კოვზი ამიაკის სელიტრი (ამონიუმის ნიტრატი) 10 ლიტრ წყალში გააზავეთ. ასეთი რაოდენობა შეგიძლიათ ყოველი ბუჩქის ქვეშ დაასხათ.

ივნისის შუა რიცხვებში მოცხარის ბუჩქები ქერიფქლას ინფუზიით გაანოყიერეთ. მცენარის გარშემო კი შეგიძლიათ სუპერფოსფატი მოყაროთ. ამის შემდეგ მცენარე გულუხვად მორწყეთ.

ამ წესების დაცვა და ბუჩქის დროული გასხვლა (ამის გარეშე არაფერი გამოვა) საშუალებას მოგცემთ გულუხვი მოსავალი აიღოთ და ვიტამინები და მინერალები მთელი ზამთრისთის მოიმარაგოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს