როგორ გავაუმჯობესოთ დაკვირვების უნარი: გონებრივი ტესტები

888

დაკვირვების უნარის განმსაზღვრელი ტესტი შესანიშნავი ინსტრუმენტია, რომლითაც ნებისმიერი ბავშვის დაინტერესებას შეძლებთ. მთავარია, სწორი დავალებები შეარჩიოთ, პატარა ამოხსნის დროს რომ გაერთოს – არც ძალიან რთული და არც უმარტივესი.

თუმცა, მსგავს თავსატეხებს ზრდასრული ადამიანიც უნდა ხსნიდეს, რომელსაც თავისი დაკვირვების უნარის გაუმჯობესება სურტს. ამიტომ, დღეს Paparazzi.ge-ის რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო დავალებას, რომლებიც, თითქოს, ბავშვობაში დაგაბრუნებთ და ეკრანზე დაკვირვებას გაიძულებთ.

Photo credit: Depositphotos

დაკვირვებულობის ტესტი

1. პირველ დავალებას, თუ მის შემქმნელს დავუჯერებთ, მცდელთა მხოლოდ 5% უმკლავდება. 20-დან 1! ნახატზე კი უბრალოდ უნდა იპოვოთ 6 ნივთი, რომლებიც ძალიან ეშმაკურადაა დამალული. ამიტომ, ყველაზე ყურადღებიანი ადამიანიც კი კარგად უნდა დააკვირდეს, ყველა ნივთი რომ იპოვოს. სცადეთ…

2. ძალიან რთული დავალების შემდეგ, ყურადღება ცოტათი უნდა გადაიტანოთ. ამიტომ, მეორე დავალება განსხვავებული იქნება. ეცადეთ, ყურადღებით დახედოთ გამოსახულებას და დაითვალოთ საყვარელი პეპლები, რომლებიც, როგორც ჩანს, უკვე მხიარულად შეხვდნენ გაზაფხულს. რამდენი პეპელაა სურათზე?

3. დაბოლოს, კიდევ ერთი დავალება, რომელშიც ნივთები უნდა იპოვოთ. ამჯერად საპოვნელია 5 ნივთი, თუმცა, ამ დავალებასაც ვერ უმკლავდება ბევრი. გამოსცადეთ საკუთარი თავი და გაიგეთ, რამდენად ყურადღებიანი ადამიანი ხართ.

პასუხები

1. დანას ნახატის ქვედა მარცხენა ნაწილში იპოვით. ფოთოლი გოგონას ვარცხნილობაშია გარეული. მესამე ნივთს ზედა მარჯვენა კუთხეში, თაროზე იპოვით. ორი კენკრის გამოსაულება ემთხვევა ნახატს გოგონას ტანსაცმელზე. მეხუთე ნივთი ბიჭის თავს უკან ჩანს. ბოლო კი, ხელთათმანი, მარცხენა მხარეს, თაროზე დევს, კაქტუსის სახით.

Photo credit: Depositphotos

2. ჩვენმა რედაქციამ 9 დიდი და 3 პატარა პეპელა დაინახა. ჯამში 12. იქნებ, თქვენ უფრო მეტი იპოვოთ?

3. რთული დავალებაა – ნივთები ხომ ძალიან ეშმაკურადაა დამალული. მართალია, ნახატი პატარაა, მაგრამ კარგად უნდა დაავირდეთ, ყველა ნივთი რომ იპოვოთ.

ყველა დავალება ამოხსენით? თუ კი, ესე იგი, საკმაოდ ყურადღებიანი ადამიანი ხართ. არ დაგავიწყდეთ ამ დავალებების გაზიარება ახლობელი ადამიანებისთვის – დაე, მათაც გამოსცადონ თავიანთი შესაძლებლობები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს