დეტექტიური ისტორია, რომელშიც 56 წლის ორსული ქალი და მამობის 3 კანდიდატი მონაწილეობს

620

მოულოდნელი დაორსულება 56 წლის ასაკში – ღვთის საჩუქარი თუ სასჯელი? რისკენ უბიძგებს შუა ხნის ასაკის ქალს მოულოდნელი ფეხმძიმობა და რა რეაქცია უნდა ჰქონდეს მას ბედის ასეთ სურპრიზებზე? დღეს Paparazzi.ge-ის რედაქცია სწორედ ამასთან დაკავშირებულ ისტორიას გიამბობთ.

მოულოდნელი ორსულობა

ვიღაც განმსჯის, ვიღაც გაიცინებს, ვიღაცისთვის კი ჩემი ისტორია გაკვეთილი იქნება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მისი მოყოლა. მე თამარი მქვია, 56 წლის ვარ, რამდენიმე თვის წინ კი გავიგე, რომ ორსულად ვარ…

ჩემთვის ეს ამბავი შოკისმომგვრელი იყო. რომ აღარაფერი ვთქვა ნათესავებსა და ახლობლებზე. როცა ჩემს ქალიშვილსა და სიძეს ამის შესახებ ვუთხარი, ხმა ვეღარ ამოიღეს. თავიდან არც დამიჯერეს. ეგონათ, რომ მოწყენილობისგან ასე ვეხუმრებოდი. თუმცა, როცა ექოსკოპიის სურათი ვაჩვენე, ეჭვები და სკეპტიციზმი გაეფანტა.

ამ სასიხარული ამბის ახლობლებისთვის ხარებას საერთოდ არ ვჩქარობდი. განა იმიტომ, რომ განსჯის მეშინოდა, უბრალოდ ბოლომდე თავადაც ვერ ვიაზრებდი საკუთარ მდგომარეობას. თან, ცოტათი მრცხვენოდა იმისიც, რომ არც კი ვიცოდი, ვინ იყო ამ ბავშვის მამა… უკვე 7 წელია, მარტო ვცხოვრობ. ქმარი არ მყავს, ამიტომ თავს ხანმოკლე რომანების გაბმის უფლებას ვაძლევდი, სხვადასხვა თაყვანისმცემელთან. ახლა კი ჩემი ცოდვებისთვის საზღაურის გადახდა მიწევს. 

მამის როლს 3 პრეტენდენტი ჰყავს. პირველი – ჩემი მარტოხელა მეზობელი, ვასილი. იგი ჩემი ტოლია და უკვე ორი წელია, მტკიცე მეგობრობა გვაკავშირებს. ბოლო დროს კი ახალმა გრძნობამ გაიღვიძა – სიყვარული მოგვინდა… მეორე – მიხეილი, უბნის საცხობის 46 წლის გამყიდველი. მასთან ურთიერთობა ფილმს ჰგავდა, უბრალოდ წამიერად გაგვიტაცა ერთმანეთმა, ამ გრძნობას დავნებდით. მესამე კი, სულ ახალგაზრდა, ჩემი თანამშრომელი ბიჭია. მასზე არაფერს მოვყვები, უნებლიეთ რომ არ დავუნგრიო ცხოვრება.

ასეთი დაბნეული არასდროს ვყოფილვარ. მადლობა უფალს, ქალიშვილი ამას გაგებით მოეკიდა. ამბობს: “დე, ეს ხომ ღვთის საჩუქარია! რა არის საფიქრალი? გააჩინე! ჩვენ ყველაფერში დაგეხმარებით, როგორღაც მოვაბამთ თავს!”

დასასრული

ახლა კი გადავდე იმაზე ფიქრი, თუ როგორ უნდა მოვქცეოდი ბავშვის მამას. გადავწყვიტე, ჯერ ამაზე არ ვიდარდებდი, ბავშვი რომ გაჩნდებოდა, რამეს მოვიფიქრებდი. ბედმა სხვანაირად გადაწყვიტა. როგორც კი დეკრეტულ შვებულებაში გასვლის დრო მოვიდა, სამსახურში, რა თქმა უნდა, ყველამ გაიგო ჩემი საინტერესო მდგომარეობის შესახებ. თანამშრომელ ბიჭს იმდენად შეეშინდა, რომ იმდღესვე დაწერა განცხადება, სამსახურიდან წასვლის შესახებ. მას მერე არც მინახავს.

მიხეილმაც მალე გაიგო ყველაფერი და, როგორც ნამდვილ მამაკაცს შეეფერება, მოვიდა და დახმარება შემომთავაზა. ვასილმა კი მაშინვე ხელი მთხოვა. მე ვუპასუხე: “ხომ შეიძლება, რომ ბავშვი შენი არ იყოს!” – მან კი მიპასუხა, რომ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა და საკუთარი შვილივით შეიყვარებდა.

მეც დავთანხმდი. მეორე დღეს ხელი მოვაწერეთ. ახლა ბავშვს ყველა ერთად ველოდებით. მიხეილმა გადაწყვიტა, დამხმარებოდა მანამ, სანამ ბავშვი გაჩნდებოდა და დნმ-ტესტს ჩავუტარებდით, მამის ვინაობა რომ დაგვედგინა. 

თქვენ რას ფიქრობთ თამარის ისტორიის შესახებ? როგორ ფიქრობთ, სწორად მოიქცა თუ არა ჩვენი გმირი, ბავშვის გაჩენა რომ გადაწყვიტა? მოუთმენლად ველით თქვენს აზრს ამ თემასთან დაკავშირებით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს