ბინაში ყოველდღე ჩნდება საშინელი მტვერი. ის რაფებზე, ავეჯსა და იატაკზე გროვდება. თუ ბინაში ცხოველი ცხოვრობს ამ ყველაფერს ბეწვიც ემატება. დღეს მოგითხრობთ როგორ უნდა გავთავისუფლდეთ ზედმეტი მტვრისგან, ისე, რომ სისუფთავის ეფექტი რამდენიმე დღე შენარჩუნდეს. სტატიის ბოლოს პაპარაცის რედაქცია ტილოზე მოგითხრობთ, რომლის წყალობითაც მტვერი ზედაპირებზე დიდხანს აღარ გაჩნდება.
როგორ გავთავისუფლდეთ მტვრისგან
სველი წმენდა ზემოდან ქვემოთ
თუ დალაგებას ქვემოდან ზემოთ დაიწყებთ, მტვერი პროცესში ისევ გაჩნდება. ამიტომ აჯობებს დალაგება ზემოდან ქვემოთ მიმართულებით დაიწყოთ: ჭაღიდან ტუმბოებისკენ და ყველაზე ბოლოს – იატაკი მოასუფთავეთ.
ავეჯი
რბილი ავეჯი – ბინაში მტვრის ყველაზე დიდი წყაროა. ეცადეთ სავარძლები ხშირად გაასუფთავოთ მტვერსასრუტით, აჯობებს თუ ორთქლითაც გაწმენდთ. ამგავარად ბინაში უფრო მეტი სისუფთავე დაისადგურებს და მტვრის ტკიპისგანაც გათავისუფლდებით. არ დაგავიწყდეთ საბნები და ბალიშები. საყვარელი პლუშის სათამაშოების დივანზე განთავსებასაც მოერიდეთ. ალბათ უხეშად ჟღერს მაგრამ, სახლში შინაურ ცხოველებს ქუჩიდან ჭუჭყი, მტვერი და ბაქტერიები მოაქვთ. ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ქვეშ დალაგება საკმაოდ რთულია, ეს მათ მტვრის დაგროვების დიდ ბუდედ აქცევს. კვირაში ერთხელ სველი წმენდა ჩაატარეთ და სამზარეულოს კარადების, ტექნიკისა და ავეჯის ქვემოდან მტვერი გამოიღეთ.
ფარდები და ჟალუზები
რამდენად ხშირად რეცხავთ ფარდებს და ჟალუზებს? როდესაც ცხება – ფანჯრებს ვაღებთ. ქუჩიდან მტვერი პირდაპირ ოთახში შემოდის და ფარდებში გროვდება, ამიტომ ისინი ხშირად უნდა გარეცხოთ. ხელზე ნოტიო წინდა წამოიცვით და ჯალუზის რკინის ფირფიტებს გადაუსვით, როგორც ხედავთ რთული ხელსაწყოები სულაც არ გჭირდებათ. გამწოვი, ფილტრები და კონდიციონერი თვეში ერთხელ კარგად უნდა გაასუფთავოთ. კონდიციონერში მტვრის გარდა ობიც ჩნდება და ეს კი ოთახში არსებულ ჰაერს წამლავს.
წვრილი დეკორი
ბინა წვრილ-წვრილი დეკორის დეტალებისა და სათამაშოებისგან გაათვისუფლეთ. ისინი მტვერს იგროვებენ. აჯობებს ისინი ცალკე უჯრაში მოათავსოთ. რაც უფრო ნაკლები მცირე ზომის ნივთი იქნება ბინაში, მით ნაკლები მტვერი გაჩნდება ზედაპირებზე.
დამატენიანებელი
არასაკმარისი ტენი შენობაში მტვრის დაგროვებას უწყობს ხელს. მტვრის შესაკავებლად საუკეთესო მეთოდი – ჰაერის დამატენიანებლის ჩართვაა. ამ შემთვევაში დალაგებას არომათერაპიაც ემატება. ეთერზეთები კარგად აშორებენ ბინაში არსებულ უსიამოვნო სუნს.
“ჯადოსნური” ტილო
ბინის მტვრისგან დიდი დროით გასათავისუფლებლად სველი წმენდა ჩაატარეთ. ის თეთრეულის კონდიციონერით დაასველეთ და წმენდის დროს ზედაპირებს უჩინარი ფენა გაუჩნდება რომელიც მტვრის ნაწილაკებს აირიდებს.
დასუფთავებისთვის მშრალი ნაჭერი და კონდიციონერის ხსნარი დაგჭირდებათ. ღრმა ჭურჭელში 600 მილიგრამი წყალი ჩაასხით, დაუმატეთ 1.5 თავსახური კონდიციონერი და ამ ხსნარში ნაჭერი დაასველეთ. ამის შემდეგ გაწმენდილი ზედაპირი მშრალი ნაჭრით გაამშრალეთ.
ჩვენ მიკროფიბრის ნაჭერს გირჩევთ. კონდიციონერთან ერთად ისინი “ჯადოსნურ” ტილოებად იქცევიან, რომლებიც თქვენს ბინას მტვრისა და თითის ანაბეჭდებისგან ათავისუფლებენ. თქვენი საყვარელი საწმენდი საშუალება რომელია?!