ვიტამინებით მდიდარი ღვიძლი – ყველასთვის საყვარელ საჭმელს არ წარმოადგენს. მას სპეციფიური სუნი, სპეციფიური სტრუქტურა და ოდნავ მომწარო გემო აქვს. თუ პაპარაცის მიერ შემოთავაზებულ რეცეპტს მოსინჯავთ ღვიძლის კერძების მიმართ თქვენი დამოკიდებულება დადებითისკენ შეიცვლება.
ღვიძლი არაჟნის სოუსში
ინგრედიენტები
- 500 გრამი ქათმის ღვიძლი
- 100 გრამი თხილი
- 3 კბილი ნიორი
- 2 სუფრის კოვზი ფქვილი
- 150 გრამი არაჟანი
- 0,5 ჩაის კოვზი ქარრი
- 100 გრამი კარაქი
- 1 ჩაის კოვზი სუნელი ქათმისთვის
- მარილი გემოვნებით
- კამა, ოხრახუში
მომზადების წესი
1. ღვიძლი გარეცხეთ, შეაზავეთ მარილით, სუნელებით და ფქვილში ამოავლეთ.
2. იმისთვის, რომ ღვიძლი ნაზი გამოვიდეს, შეგიძლიათ მცირე ნაჭრებად დაჭრათ და წინასწარ რძეში დაალბოთ. ღვიძლის დალბობა ცივ სუნელებიან წყალშიც შეგიძლიათ.
3. დაჭყლიტეთ ნიორი.
4. მოწვით კარაქში. ერთი წუთის შემდეგ დაქუცმაცებული ნიგოზი დაუმატეთ და 3-4 წუთი წვით, ურიეთ მუდმივად.
5. ნიგოზს არაჟანში შერეული ფქვილი დაუმატეთ.
6. მოაყარეთ მარილი და ქარრი. დაელოდეთ სითხის ადუღებას.
7. ამის შემდეგ არაჟანს ღვიძლი დაუმატეთ, დაახურეთ თავსახური და 10 წუთით ნელ ცეცხლზე თუშეთ.
8. მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი და მაგიდასთან მიიტანეთ.
9. ღვიძი არაჟნის სოუსში მზად არის, გემრიელად მიირთვით!
ეს კერძი სუფრასთან აკრტოფილის, ბოსტნეულის, ბურღულეულის, პასტის, სალათისა და დამარინადებული ხახვის გარნირით შეგიძლიათ მიიტანოთ.