ყველა ვისაც ერთი ოთახის მცენარე მაინც აქვს, კარგად იცნობს ფიკუსს. თუ სამ შემთხვევით მეყვავილეს ავარჩევთ, მათგან ერთს მაინც ექნება ფიკუსი. თუმცა ყველამ არ იცის როგორ უნდა მოიქცეს თუ მცენარე დაჭკნა. პაპარაცის რედაქცია ამ სტატიაში ფიკუსის შესახებ მოგითხრობთ.
როგორ გავზარდოთ ფიკუსი
ყველაზე მარტივი პასუხი – კალმებით. თუმცა ძირითადი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ სხვადასხვა სახეობის ფიკუსებს სხვადასხვა პირობები ჭირდება.
მაგალითად კაუჩუკოვან ან ბენჯამინის ფიკუსის კალამს აუცილებლად უნდა ჰქონდეს 1 ფოთოლი მაინც. წვრილფოთლოვანი ფიკუსის კალამი 10 სანტიმეტრის უნდა იყოს. ლიანისებური ფიკუსის კალამს კი მინიმუმ 4 ფოთოლი უნდა ქონდეს.
როდი გავაკეთოთ კალმები? ადრეულ გაზაფხულზე! შემოდგომაზე უკვე ჯანმრთელი ახალგაზრდა მცენარე გექნებათ.
კალმის გასაკეთებლად საჭიროა:
1. სუფთა ბასრი ინსტრუმენტით ჩაჭერით ღერო.
2. თუ ჩანაჭრელი ადგილიდან წვენი გამოვა ის დაწურეთ და ტამპონით გაწმინდეთ.
3. რამდენიმე საათით კალამი თბილ წყალში მოათავსეთ. შემდეგ დაამუშავეთ დაფესვიანების სტიმულატორით.
4. ახლა დროა კალამი ქოთანში ჩავრგოთ, რომელშიც მიწის, ქვიშისა და პერლიტის ნარევია მოთავსებული. ფოთლები სრიულად მოახვიეთ და ძაფით დააფიქსირეთ. ეს სითხის დაკარგვის შემცირებითვის არის საჭირო.
5. იდეალურ ვარიანტში მცენარე პოლიეთილენის პარკით შეახვიეთ და მისი მორწყვა არ დაგავიწყდეთ (არც ისე ხშირად).
კარგი პირობები მცენარისთვის
მაშ ასე, მცენარემ უკვე გაუშვა ფესვები და იმედი აქვს რომ დიდიხანს და ბედნიერად იცხოვრებს რათა თავისი მშვენიერებით დიდხანს გაგახაროთ. რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის?!
ყველაზე მარტივი და შეაფერისი პასუხია – მზე. ჩვენს მცენარეს მუდმივი მზის სხივები ესაჭიროება. ამიტომ ქოთანი ყოველთვის განათებულ ადგილას დადგით. ზამთარში სწორედ მზის უკმარისობის გამო ცვივა მას ფოთლები.
მიუხედავად იმისა, რომ ფიკუსი არც ისე პრეტენზიულია, საჭიროა გრუნტი დროდადრო მაინც გაანოყიეროთ. თუ მწვანე მეგობრის გახარება გსურთ, ის აუცილებლად გადარგეთ განახლებულ ნიადაგში.
მას ზედმეტ წყალს ნუ დაასხამთ, მისი მიწა 1/3-ით მაინც უნდა იყოს მშრალი.
თუ ფიკუსს ფოთლები დაცვივდა ან დაჭკნა
ფიკუსს დროდადრო განოყიერება ჭირდება. როდის უნდა გაანოყიეროთ?! – როდესაც ფოთლების ცვენა დაეწყება. სასუქის მიწოდების შემდეგ მცენარე ისევ მოძლიერდება.
ფიკუსს აზოტი ესაჭიროება. მისი პრობლემები ძირითადად აზოტის უკმარისობის გამო ჩნდება. რომელი სასუქი უნდა გამოიყენოთ თავად აირჩიეთ.
შარდმჟავა. მებაღეები მას ბოსტნებშიც იყენებნ და ქოთნისთვისაც გამოგადგებათ. ის ნიადაგს არ შეურიოთ, უბრალოდ წყალში გააზავეთ და ფოთლებს მიასხით. 5 გრამი შარდმჟავა – 1 ლიტრ თბილ წყალში შეაზავეთ.
მაღაზიის სასუქები. შედით ნებისმიერ ყვავილების ან სასფოლო-სამეურნეო მაღაზიაში და ნებისმიერი ტიპის აზოტის შემცველი სასუქი აირჩიეთ, თუნდაც ყველაზე იაფი. ეს სასუქი სხვა ოთახის მცენარეებზეც შეგიძლიათ გამოიყენოთ, მათზე რომლებსაც ყვავილები არ აქვს მაგალითად ზამოიკულკასზე.
სასწაულმოქმედი საშუალება. გაგიზიარებთ სუპერ-საიდუმლო აფთიაქის ხსნარს. დაგჭირდებათ 10%-იანი ნიშადურის ხსნარი, აზოტის მინარევით და შპრიცი. 2 მილიგრამი ნიშადური შპრიცის მეშვეობით 1 ლიტრ წყალში შეურიეთ და მზად არის – შეგიძლიათ სასუქად გამოიყენოთ.
თუ ამ რჩევებს გამოიყენებთ, თქვენი ფიკუსი თავს შესანიშნავად იგრძნობს!