დიდი ზომის ნაკვეთი ყველა მებაღეს არ აქვს, გულს კი სილამეზე, ბევრი მცენარეები და ყვავილები სურს. ზოგჯერ გვიწევს ყვავილნარი იქ გავაკეთოთ სადაც მზის სინათლე ხშირად ვერ აღწევს. ამ საკითხზე გულს ნუ გაიტეხთ, პაპარაცის რედაქცია იმ ყვავილების სიას გთავაზობთ რომლებიც ჩრდილშიც კარგად ხარობს და მათ მოვლას დიდი შრომა არ ჭირდება.
გვიმრა
ჩრდილოვან მონაკვეთზე გვიმრა შესანიშნავად ხარობს. ის უპრეტენზიო მცენარეა და თვითონ მრავლდება. მისი ერთ-ერთი სახეობა ადიანტუმი 30 სანტიმეტრამდე იზრდება და მოყვიალო-მომწვანო ფოთლები აქვს. არსებობს მისი სხვა სახეობებიც რომლებიც სხვადასხვა ფერის ფოთლებით გამოირჩევიან.
გერანი ანუ პელაგრონია
ეს მცენარე თავისი ყვავილებით ზაფხულსა და შემოდგომაზე გაგახარებენ. გერანს სითბო ძალიან უყვარს და ზამთარში ის სახლში უნდა გადაიტანოთ. ტყის გერანი დაახლოებოით 80 სანტრიმეტრამდე იზრდება, მისი ყვავილები ვარდისფერ და იისფერ ტონებში ვარირებენ, ყვავილობას კი ივლისი-აგვისტოს მონაკვეთში იწყებენ. წითელი გერანი შედარებით მაღალი იზრდება, თუმცა ჩრილი ყველაზე მეტად მსხვილფესვოვან გერანს უყვარს, რომელიც მშრალ ადგილებშიც კარგად ხარობს.
როდოდენდრონი
ლამაზი, ფუმფულა როდოდენდრონი ადვილი ამოსაცნობია. შემოდგომაზე მისი ყვავილები ოქროსფერდება და თვალს ახარებს. მას ორპირი ქარი არ უყვარს. ნიადაგი საკმაოდ ნოყიერი უნდა იყოს, რომელსაც ცოტა ტორფი უნდა დაუმატოთ და მულჩირებაც გაუკეთოთ. თუ მას შემაღლებულ ადგილზე დარგავთ – ზრდის დამატებითი სტიმული მიეცემა.
კუპენა ანუ სოლომონის ბეჭედი
უპრეტენზიო მაგრამ ლამაზი ყვავილი. ნუ შეგეშინდებათ მისი კუთხეში დარგვა. მას დიდი მუქი მწვანე ფოთლები აქვს რომლებსაც ზოგჯერ ყვითელი ფერიც სდევს. ყვავის პაწაწინა თეთრი, მწვანე, კრემისფერი ან ვარდისფერი ფერის ყვავილებით. ყვავილობა მაისში იწყება. ყვავილობის პერიოდი კი დაახლოებით 1 თვე აქვს. ყვავილების შემდეგ ამ მცენარეს წითელი ან შავი ფერის კენკრა უჩნდება.
მირტი
უნივერსალური მცენარე რომელიც თავს თანაბრად კარგად გრძნობს როგორც მზეში ასევე ჩრდილშიც. მისთვის იდეალურ პირობას საშუალო, ნახევრადჩრდილი წარმოადგენს. მას საკმაოდ მსხვილი, თეთრი ცისფერი ან ლურჯი ყვავილები აქვს. ყვავილობის პიკს ის გაზაფხულზე აღწევს, ზაფხულში კი მათი რაოდენობა საგრძნობლად მცირდება.
ზემოთჩამოთვლილი ყველა მცენარე შესანიშნავად მეზობლობს ერთმანეთთან. ისინი შესანიშნავ ყვავილნარს ქმნიან, რომლისაც ნებისმიერს შეშურდება.