მეზობელმა გამიფანტა ილუზიები პენსიასთან დაკავშირებით და აღმიწერა საშინელი რეალობა

600

მხოლოდ ზარმაცმა არ იცის, რომ ყოველთვიური პენსია ჩვენს ქვეყანაში ძალიან მცირე თანხას შეადგენს, რომელიც ძალიან ეკონომიური ადამიანის კომუნალურებს ძლივს გასწვდება ზამთარში. სევდიანი რეალობა დიდი ხანია უცვლელი რჩება. ფული არავის ჰყოფნის, რაც განსაკუთრებით საწყენია იმიტომ, რომ პენსიონერს არ შეუძლია სადმე სხვაგან მუშაობა, დამატებით. ასაკის გამო, მისი სამსახურში აყვანა არავის უნდა.

Photo credit: Depositphotos

მინდა, მოგიყვეთ ერთი ისტორია უბრალო პენსიონრის ცხოვრებიდან, რომელიც მთელი ძალით ცდილობდა, არ დაეყარა ხელები. ვერ ვიტყვით, რომ მისი შემთხვევა განსაკუთრებით სასიხარულოა, თუმცა, ცდილობდა მაინც. ეს სტატია მათთვისაა, ვისაც თავის მომავალზე კარგად დაფიქრება სურს.

ყოველთვიური პენსია

ნინა ბებოს ორი შვილი ჰყავდა. ქალიშვილი და ვაჟიშვილი. ვაჟი ოჯახიდან ადრე წავიდა, 16 წლის ასაკში. ვერ ვიტყვით, რომ ცუდი ბიჭი იყო, უბრალოდ, ავანტურული ხასიათი ჰქონდა. ყოველთვის სწრაფად გამდიდრება სურდა. ეძებდა სამსახურს, სხვადასხვა აფიორაში გაება. შემდეგ ქვეყნიდან წასვლის საშუალება მიეცა. პირველ რიგში, მან მეგობრებისგან ფული ისესხა და საბოლოოდ წავიდა საზღვარგარეთ. ბუნებრივია, ეს საქციელი მას არ ეკადრებოდა, მაგრამ… დღემდე არავინ იცის, სადაა ახლა.აი, ქალიშვილი კი ყოველთვის ზედმეტად მორჩილი ბავშვი იყო. იგი ბეჯითად სწავლობდა, არ ეხვეოდა ცუდ სამეგობრო წრეში, დედას სახლის საქმეებში ეხმარებოდა. ერთხელაც შეუყვარდა. ქორწილი, პირველი ბავშვი, მეორე… თითქოს, უკვე ზრდასრული, სრულყოფილი ცხოვრება ჰქონდა. ქმარმა გაუბერა. ღამე სახლში არ მოდიოდა, გულაობდა. მოკლედ, სტანდარტული ისტორია. როცა უკვე მიხვდა, რომ არ შეიცვლებოდა, ქალმა ბავშვები დედასთან წაიყვანა. განქორწინებამ სწრაფად, ზედმეტი ამბების გარეშე ჩაიარა.

Photo credit: Depositphotos

ახლა უმცროსკლასელთა მასწავლებელია. დედას ყველაფრით ეხმარება, როგორც შეუძლია. პირადი ცხოვრებისა და დასვენებისთვის თავისუფალი დრო საერთოდ არ რჩება. ბავშვები ყურადღებას მოითხოვენ. კარგია, რომ ქალბატონ ნინას რკინის ჯანმრთელობა მაინც ჰქონდა.ახლა თავად ნინა ბებოზე ვისაუბროთ. იგი 70 წელს მიახლოებული, ჭკვიანი ქალი იყო, რომელმაც ბევრი რამ გადაიტანა ცხოვრებაში და ასაკთან და სიზარმაცესთან დანებება არ სურდა. ბავშვები თვითონ აღზარდა, ამიტომაც იცის, რომ ცხოვრება საწუწნი კანფეტი არაა. ქვრივია. კითხვაზე, თუ რატომ არ გათხოვდა მეორედ, ყოველთვის სევდიანი ღიმილით პასუხობდა, რომ ამის უფლებას ვერ მისცემდა საკუთარ თავს, რადგან ქმარი დღემდე უყვარდა.

Photo credit: Depositphotos

მთელი ცხოვრება სანიტრად მუშაობდა, სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ კი კოლეგებს ნათელი მომავალი დაუტოვა. თუ ვინმემ არ იცის, გეტყვით, რომ სანიტრები ყველაზე ბინძურ საქმეს ასრულებენ საავადმყოფოში. ცლიან საწოლის ტუალეტებს, ცვლიან სახვევებს, წმენდენ, ბანენ, უვლიან მწოლიარე პაციენტებს. ეს ყველაფერი, მინიმალური ხელფასის ფონზე. ამ ყველაფერს რომ გაიგებთ, მიხვდებით, რატომ აქვს დაგროვილი ამ ხალხს ამდენი ნეგატივი.მაგრამ ნინა ბებო ასეთი არ გახლდათ. მან საშუალოსტატისტიკურ სანიტარზე მეტი იცოდა და ხშირად ეხმარებოდა ახალბედა მედდებს ავადმყოფებთან მუშაობაში, პირველი კათეტრის ჩასმაში. ასეთი დამოკიდებულების გამო, იგი სამსახურში ყველას უყვარდა.ახლა მისი პენსია 240 ლარს შეადგენს. არ დაგავიწყდეთ მის სახლში მცხოვრები შვილი და ორი შვილიშვილიც. მორალურად ან ფინანსურად, სულით რომ არ დაცემულიყო, ნინა ბებომ მუშაობა დაიწყო. სად? მშენებლობაზე. დიახ, მშენებლობაზე. მართალია, მძიმე სამსახური არ ჰქონდა, თუმცა, მუდმივად მტვერში უწევდა მუშაობა. ღამის ცვლებში გაჰქონდა მუშების მიერ ჩამოწერილი ქვიშა და სხვა წვრილმანები, რომლებიც მოხუცისთვის ხანდახან ძალიან მძიმე იქნებოდა.

Photo credit: Depositphotos

სამაგიეროდ, ეს შემოსავალს ორ კაპიკს უმატებდა. ახლა ჯამში 500 ლარამდე გამოსდიოდა. ცოტა ხნის წინ კი მშენებლობის მეთაურს უთხრა, რომ იმ ადგილსაც დაალაგებდა, სადაც მუშები ეწეოდნენ ხოლმე. ჰოდა, პენსიონერმა დაიწყო გვა, სიმბოლურ 50 ლარად. ალაგებდა ნამწვებს, ბოთლებს და მსგავს წვრილმანებს.როცა ნინა ბებოს მის ამტანობაზე უხსენებენ რამეს, მხოლოდ იღიმება და თემა გადააქვს. ამბობს, რომ სოფელში გაიზარდა და მიჩვეულია ასეთ ცხოვრებას. უბრალოდ, არ უნდა შეიმჩნიო ის არეულობა, რომელიც შენ გარშემო მიმდინარეობს, უნდა გააკეთო ის, რაც მოგეთხოვება. რთული არაა იმის გამოთვლა, რამდენს აკეთებს თვის ბოლოს, ამ ფულსაც შვილიშვილებს ახარჯავს. იმქვეყნად ხომ მაინც ვერ წაიღებს ვერაფერს.

Photo credit: Depositphotos

იმედია, ვიღაც საჭირო დასკვნას გამოიტანს. პირადად ჩვენთვის, ეს ისტორია სულისშემძვრელი იყო. ურყევ ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ, ნინა ბებო!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს